კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა - მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის
შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა - მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის

კო­ლუმ­ბი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის, შა­კი­რას წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პრო­ცე­სი დას­რულ­და. ბარ­სე­ლო­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ორ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მომ­ღე­რა­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს და ჯა­რი­მას სრუ­ლად გა­და­იხ­დის. ამით შა­კი­რამ თა­ვი­დან აი­ცი­ლა სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვა, რაც დღე დღე­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

ეს­პა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის მტკი­ცე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ღე­რალ­მა 2012-2014 წლებ­ში პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­კის­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი არ და­ფა­რა და ეს თან­ხა დღეს 15,6 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს. სა­სა­მარ­თლომ შა­კი­რას და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სრუ­ლად გა­დახ­დას­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბით ჯა­რი­მის გა­დახ­დაც და­ა­კის­რა. მან სა­ხელ­მწი­ფოს ჯამ­ში $27 მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს.

პრო­კუ­რო­რე­ბი მომ­ღერ­ლის­თვის 8 წელ­ზე მეტი ხნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­დნენ, მაგ­რამ შა­კი­რა ცი­ხის ნაც­ვლად, ჯა­რი­მის გა­დახ­დას და­თან­ხმდა. კო­ლუმ­ბი­ელ­მა მომ­ღე­რალ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ ოჯახ­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურ­და:

"ორი ვა­რი­ან­ტი მქონ­და, ან ბო­ლომ­დე უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ბრძო­ლა ან დავ­თან­ხმე­ბო­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა".

წყა­რო: cnn

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
11

ჩამო ჩვენსას, დავაკაგებთ

ნანი
1

კიდევ იშოვის რა პრობლემაა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა - მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის

შაკირას წინააღმდეგ დაწყებული დავა გარიგებით დასრულდა - მომღერალი დიდძალ ჯარიმას გადაიხდის

კოლუმბიელი სუპერვარსკვლავის, შაკირას წინააღმდეგ გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაწყებული რამდენიმეწლიანი პროცესი დასრულდა. ბარსელონას პროკურატურის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომღერალი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას აღიარებს და ჯარიმას სრულად გადაიხდის. ამით შაკირამ თავიდან აიცილა სასამართლო გარჩევა, რაც დღე დღეზე უნდა დაწყებულიყო.

ესპანელი პროკურორების მტკიცების მიხედვით, მომღერალმა 2012-2014 წლებში პირადი შემოსავლის შესაბამისად დაკისრებული ქონების გადასახადი არ დაფარა და ეს თანხა დღეს 15,6 მლნ დოლარს შეადგენს. სასამართლომ შაკირას დავალიანების სრულად გადახდასთან ერთად, დამატებით ჯარიმის გადახდაც დააკისრა. მან სახელმწიფოს ჯამში $27 მილიონი უნდა გადაუხადოს.

პროკურორები მომღერლისთვის 8 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ, მაგრამ შაკირა ციხის ნაცვლად, ჯარიმის გადახდას დათანხმდა. კოლუმბიელმა მომღერალმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება სურდა:

"ორი ვარიანტი მქონდა, ან ბოლომდე უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა ან დავთანხმებოდი და ეს ყველაფერი წარსულში დამეტოვებინა".

წყარო: cnn