სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია... მაშინ კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა" - რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოზე
"ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია... მაშინ კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა" - რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოზე

და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და. ის მხა­რე­ე­ბის კი­თხვებს თით­ქმის, ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხობ­და.

2005-2007 წლებ­ში, ნო­ღა­ი­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რი იყო.

  • რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას ნო­ღა­ი­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­სა­ზღვრო ზოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და და საბ­ჭოს სხდო­მებ­საც ის იწ­ვევ­და.

"როცა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე იქნა სა­კი­თხი ჩემი თან­დას­წრე­ბით გან­ხი­ლუ­ლი, იქ და­ის­ვა სა­კი­თხი, თუ იყო შან­სი, და­ვით გა­რე­ჯის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც იყო მუდ­მი­ვად სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­შინ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ (მალ­ხაზ მი­ქე­ლა­ძემ) თქვა, რომ ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რჩე­ბო­და. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცია იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა გახ­და მო­ნას­ტე­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი... უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მას პრე­ზი­დენ­ტი მარ­თავ­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი იღებ­და”, - გა­ნა­ცხა­და ნო­ღა­ი­დელ­მა.

კი­თხვა­ზე, 2006 წელს ბევ­რი მო­ნაკ­ვე­თი შე­თან­ხმდა სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ეს ფაქ­ტი თუ იყო მის­თვის ცნო­ბი­ლი, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ასე უპა­სუ­ხა: „მხო­ლოდ და­კი­თხვის დროს გა­ვი­გე, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა ყო­ფი­ლა“.

"ეს არ იყო ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, მე არ ვი­ხი­ლავ­დი, ამ სა­კი­თხის შე­თან­ხმე­ბა ჩემ­თან სა­ჭი­რო არ იყო, ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად იყო პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცია",- გა­ნა­ცხა­და ნო­ღა­ი­დელ­მა.

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს რა რუ­კე­ბი ჰქონ­და აზერ­ბა­ი­ჯან­თან წარ­დგე­ნი­ლი, თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, ნო­ღა­ი­დელ­მა უპა­სუ­ხა, რომ - არა.

"ჩვე­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა იყო და არის, და­ვით გა­რე­ჯის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტით, სამ­წუ­ხა­როდ, კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს რჩე­ბაო",- გა­ნა­ცხა­და ნო­ღა­ი­დელ­მა.

მას პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დას­მუ­ლი არც ერთი კი­თხვის­თვის არ უპა­სუ­ხია.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ, ზემ­დგო­მი პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­დნენ. ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­სუ­ლი 2021 წლის 28 იან­ვარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცი
4

როგორც ცდილობენ სააკაშვილი დაბრუნდეს და უცნობმა ქუჩაში იცხოვროს კარვებში

777
1

შალიკომ რა დაგარქვა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია... მაშინ კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა" - რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოზე

"ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია... მაშინ კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა" - რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოზე

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

  • როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

"როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი... უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, - განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.

"ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია",- განაცხადა ნოღაიდელმა.

ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ - არა.

"ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო",- განაცხადა ნოღაიდელმა.

მას პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმული არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.