სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვი­სოლ­მა“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბრენ­დის კონ­ცეფ­ცი­ით თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის #27გ-ში პირ­ვე­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი გახ­სნა და ამი­ე­რი­დან, მომ­ხმა­რებ­ლებს სა­უ­კე­თე­სო სა­მოგ­ზა­უ­რო გა­მოც­დი­ლე­ბას, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, ახა­ლი დი­ზა­ინ კონ­ცეფ­ცი­ით და სათ­ქმე­ლით - „კე­თი­ლი მგზავ­რო­ბა“ შე­უქ­მნის.

„ვი­სოლ­მა“ სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თობ ბა­ზარ­ზე 23 წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დგომ ბრენ­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო და გზამ­კვლე­ვი ვარ­სკვლა­ვი მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ აქ­ცია.

„“ვი­სო­ლი” და­არ­სე­ბის დღი­დან ის­წრაფ­ვის ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნას სა­უ­კე­თე­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნით პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე. „ვი­სო­ლი“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის „კე­თი­ლი მგზავ­რო­ბის­თვის“ დღეს უკვე ყვე­ლა პი­რო­ბას ქმნის “სმარტთან“, „ვენ­დის­თან“, „დან­კინ­თან“ და მალე უკვე „საბ­ვე­ის­თან“ ერ­თად მგზავ­რო­ბი­სას სა­ჭი­რო ყვე­ლა პრო­დუქ­ტი­სა თუ სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბით. ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ი­სა და ვი­ზუ­ა­ლის ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბით კი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს გავ­ხდით ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. წლის ბო­ლომ­დე თბი­ლის­ში კი­დევ ერთი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გა­ნახ­ლე­ბას შევ­ძლებთ და ეტა­პობ­რი­ვად სრუ­ლი ქსე­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი რებ­რენ­დინ­გით „ვი­სო­ლი“ ახალ და­ნა­პი­რებს სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ას­რუ­ლებს.”-აცხა­დებს „ვი­სო­ლი­სა“ და „სმარ­ტის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ხო­რა­ვა.

„ვი­სო­ლი­სა“ და „სმარ­ტის“ ბრენ­დე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე სტრა­ტე­გი­ულ­მა ბრენ­დინგ სა­ა­გენ­ტომ - „მი­ლე­ნი­ალ ჰაბ­მა“ იმუ­შა­ვა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა ბრენ­დინ­გის, რებ­რენ­დინ­გის და მსხვი­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პრო­ექ­ტე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე. გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე და ვა­სილ ჩუ­ბი­ნი­ძე წარ­მო­ად­გენ­დნენ გუნდს, რო­მელ­მაც 2016 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 20-ზე მეტი ბრენ­დის სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნა. „ვი­სო­ლი­სა“ და „სმარ­ტის“ ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­ნახ­ლე­ბა More Studio-სთან ერ­თად გა­კეთ­და. ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ვი­ზუ­ალ­ზე კი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა სამ­სა­ხურ­მა - MUA-მ იზ­რუ­ნა.

„ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი თა­ვი­სი მას­შტა­ბი­დან და ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. „ვი­სო­ლი“ ერთ-ერთი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რო­დე­საც ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­და და ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბა და ახა­ლი სი­ცო­ცხლის ჩა­ბერ­ვა გა­და­წყვი­ტა. ამ პრო­ცეს­ში ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რაც წინ დაგ­ვხვდა. ჩვენ­მა სა­ა­გენ­ტომ იმუ­შა­ვა სტრა­ტე­გი­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, ასე­ვე ვერ­ბა­ლურ იდენ­ტო­ბა­ზე, შე­ვი­მუ­შა­ვებთ სლო­გა­ნი - „კე­თი­ლი მგზავ­რო­ბა“ და ასე­ვე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბრენ­დინ­გი“, - აღ­ნიშ­ნა „მი­ლე­ნი­ალ ჰა­ბის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ვა­სილ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

„MUA-ს გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ვა „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის დი­ზა­ი­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც 4 ტი­პი­უ­რი ავ­ტო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტი­რე­ბას და ახა­ლი ბრენ­დინ­გის მი­ხედ­ვით, გა­ნახ­ლე­ბას მო­ი­ცავ­და. ვაჟა-ფშა­ვე­ლას სად­გუ­რი არის პირ­ვე­ლი სა­პი­ლო­ტე სად­გუ­რი, რო­მე­ლიც დღეს გა­იხ­სნა და ეტა­პობ­რი­ვად, ამ ტი­პი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სხვა ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის გა­ნახ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა. ჩვენ­თვის, საპ­რო­ექ­ტო გუნ­დის­თვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო მსგავს პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. რე­ა­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნებს, მეხ­სი­ე­რე­ბა­ში „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რე­ბის იდენ­ტო­ბა გამ­ჯდა­რი აქვთ, ამი­ტომ გვინ­დო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც დღემ­დე იყო, ოღონდ თან სიმ­სუ­ბუ­ქე შეგ­ვე­მა­ტა, რომ მთლი­ა­ნად შეკ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცია ყო­ფი­ლი­ყო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბრენ­დინ­გის თა­ნახ­მად,“ - გა­ნა­ცხა­და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის MUA-ს ასო­ცი­რე­ბულ­მა პარტნი­ორ­მა და პრო­ექ­ტი­რე­ბის გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­რია ფე­ლან­გი­ამ.

ბრენ­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­ნახ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში „ვი­სოლ­მა“ ახა­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის სის­ტე­მაც შეს­თა­ვა­ზა მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­ტე­ლე­ფო­ნო აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­მენ­ტა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ ლიტრ საწ­ვავ­ზე 15 თეთ­რი ფას­დაკ­ლე­ბა მი­ი­ღოს. „ვი­სოლ­ში“, „სმარტსა“ და „ვინ­ტო­ში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით კი მათ 25 თეთ­რამ­დე ფას­დაკ­ლე­ბის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. მომ­ხმა­რე­ბელს სა­მი­ვე ბრენდში გა­დახ­დი­ლი თან­ხის 1% ქუ­ლე­ბის სა­ხით ერი­ცხე­ბა. ქუ­ლე­ბის და­ხარ­ჯვა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ვი­სო­ლის”, ისე “სმარ­ტი­სა” და “ვინ­ტოს” ობი­ექ­ტებ­ში. აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად 4 დე­კემ­ბრამ­დე მო­მენ­ტა­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც პრი­ზებს იგებს რო­გორც მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ისე ჩამ­სხმე­ლი ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც იღ­ბლი­ა­ნი ტრან­ზაქ­ცი­ი­სას ემ­სა­ხუ­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს.

“ვი­სოლ­მა“ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან­ვე და­ი­სა­ხა მიზ­ნად და პირ­ვე­ლი იყო ნავ­თობ­სექ­ტორ­ში, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი და­ნერ­გა, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლი შექ­მნა, უახ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი და­ი­წყო, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა და კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს საწ­ვა­ვის ელექტრო­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვი­სა და ავ­ტო­პარ­კის მარ­თვის­თვის ჭკვი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტა შეს­თა­ვა­ზა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
0

ანუ კიდე გააძვირებენ

WTF
0

ფასის და ხარისხის რებრენდიგი როდის ექნებათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

"ვისოლმა" განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეფციით თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის #27გ-ში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა და ამიერიდან, მომხმარებლებს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ შეუქმნის.

„ვისოლმა“ საქართველოს ნავთობ ბაზარზე 23 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის შემდგომ ბრენდის სტრატეგიული განახლება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და გზამკვლევი ვარსკვლავი მთავარ სიმბოლოდ აქცია.

„“ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლი“ მომხმარებლების „კეთილი მგზავრობისთვის“ დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის “სმარტთან“, „ვენდისთან“, „დანკინთან“ და მალე უკვე „საბვეისთან“ ერთად მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით „ვისოლი“ ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს.”-აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძე და ვასილ ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. „ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა. ავტოგასამართი სადგურის ვიზუალზე კი არქიტექტურულმა სამსახურმა - MUA-მ იზრუნა.

„ჩვენი სააგენტოსთვის, აღნიშნული პროექტი თავისი მასშტაბიდან და ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ვისოლი“ ერთ-ერთი ძველი ქართული ბრენდია და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა და ბრენდის განახლება და ახალი სიცოცხლის ჩაბერვა გადაწყვიტა. ამ პროცესში ბევრი გამოწვევა იყო, რაც წინ დაგვხვდა. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა სტრატეგიულ კონცეფციაზე, ასევე ვერბალურ იდენტობაზე, შევიმუშავებთ სლოგანი - „კეთილი მგზავრობა“ და ასევე, განახლებული ვიზუალური ბრენდინგი“, - აღნიშნა „მილენიალ ჰაბის“ თანადამფუძნებელმა, ვასილ ჩუბინიძემ.

„MUA-ს გუნდმა შეიმუშავა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების დიზაინის სახელმძღვანელო, რომელიც 4 ტიპიური ავტოსადგურის პროექტირებას და ახალი ბრენდინგის მიხედვით, განახლებას მოიცავდა. ვაჟა-ფშაველას სადგური არის პირველი საპილოტე სადგური, რომელიც დღეს გაიხსნა და ეტაპობრივად, ამ ტიპიური პროექტების მიხედვით, ყველა სხვა ავტოგასამართი სადგურის განახლება იგეგმება. ჩვენთვის, საპროექტო გუნდისთვის, ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო მსგავს პროექტზე მუშაობა. რეალურად, ადამიანებს, მეხსიერებაში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურების იდენტობა გამჯდარი აქვთ, ამიტომ გვინდოდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კონცეფცია, რომელიც დღემდე იყო, ოღონდ თან სიმსუბუქე შეგვემატა, რომ მთლიანად შეკრული კონცეფცია ყოფილიყო განახლებული ბრენდინგის თანახმად,“ - განაცხადა არქიტექტურული კომპანიის MUA-ს ასოცირებულმა პარტნიორმა და პროექტირების გუნდის ხელმძღვანელმა, მარია ფელანგიამ.

ბრენდის სტრატეგიული განახლების ფარგლებში „ვისოლმა“ ახალი ლოიალობის სისტემაც შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად, თითოეულ ლიტრ საწვავზე 15 თეთრი ფასდაკლება მიიღოს. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. აპლიკაციის გამოყენების წასახალისებლად 4 დეკემბრამდე მომენტალური გათამაშება მიმდინარეობს, სადაც პრიზებს იგებს როგორც მომხმარებელი, ისე ჩამსხმელი ოპერატორი, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას ემსახურება მომხმარებელს.

“ვისოლმა“ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.

R