ავტორი:

ალდაგის მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

ალდაგის მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა იყო.

გამოფენაზე, ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია მომხმარებლისთვის, ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის წარედგინათ.

ალდაგი სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, ფერმერებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერას უცხადებს.

„მოხარულები ვართ, რომ ალდაგი ბიზნესის სახელით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ფერმერებისა თუ კომპანიებისთვის, რომლებთანაც წლებია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათი გაძლიერებისა მიზნით და საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ ბიზნესის ყველა რისკის დასაზღვევად,“ - თამარ ძნელაძე, ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, ალდაგი, საქართველოში, წლებია ლიდერობს და სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ, მიკრო და საშუალო ბიზნეს კომპანიებს მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს.

R