სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან
"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან

ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს 21 წლის შვი­ლის, მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი გა­აც­ნო. ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ჩვენ მა­რი­კოს ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ინ­ტერ­ვიუ არას­დროს მი­უ­ცია - ასე რომ, ეს მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აქვს, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ო­რე­კურ­სე­ლია, დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე სწავ­ლობს.

- თა­ვი­დან მინ­დო­და, ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რად­გან ეგ სფე­რო მე-9 კლა­სი­დან მი­ზი­დავს. როცა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მი­ჭი­რავს, თით­ქოს რე­ა­ლო­ბას ვწყდე­ბი. ჩემ­თვის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- და მანდ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რე?

- დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე მოვ­ხვდი, მაგ­რამ ეს სფე­როც ძა­ლი­ან მომ­წონს... ბა­ბუ­ა­ჩე­მი - დე­დის მამა ფი­ზი­კო­სი იყო, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მხატ­ვა­რიც. მაქვს მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნა­ნა­ხი და მინ­და, რომ მეც ამ ხე­ლოვ­ნე­ბას გავ­ყვე... დედა ბა­ბუ­ა­ზე სულ მიყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­თვი­საც გა­ვაგ­რძე­ლე დაზ­გუ­რი ფერ­წე­რის შეს­წავ­ლა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ხატ­ვა. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ბე­ბი­ა­ჩე­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია, შე­ვი­დო­დი ხოლ­მე და ნიკო ფი­როს­მა­ნის ალ­ბომს ვი­ღებ­დი, ვუ­ყუ­რებ­დი და ვხა­ტავ­დი. ვხდე­ბო­დი, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ახლა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩემს ნა­ხა­ტებს. ეგ ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად დავ­ხა­ტე, რად­გან მე­ო­რე დღეს გა­მოც­და მქონ­და. პორ­ტრე­ტი კი გა­დავ­ხა­ტე, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, როცა ნა­ხა­ტი ნა­ხატს ჰგავს, მინ­და, ჩემი ფან­ტა­ზი­ე­ბიც ავუ­რიო. ჩემი ნა­ხა­ტე­ბი ად­რე­ულ წლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არას­დროს მი­მი­ღია, რად­გან რო­გორც ვთქვი, ერთი პე­რი­ო­დი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ძა­ლი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა კი მხატ­ვრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ჩემი ფიქ­რე­ბი და ხედ­ვა.

- ხატ­ვი­სას რა ფე­რებს ირ­ჩევ?

- ასე ვერ ვი­ტყვი, ხატ­ვის პრო­ცეს­ში აზრი ბევ­რჯერ მეც­ვლე­ბა. ეს ლექ­ტორს მოს­წონს... არ ვე­რი­დე­ბი ნა­ხა­ტის "გა­ფუ­ჭე­ბას“, როცა რა­ღა­ცას გა­და­ვი­ხა­ტავ და მერე ჩემი გე­მოვ­ნე­ბით სხვა­ნა­ი­რად და­ვა­მუ­შა­ვებ. იმ პორ­ტრე­ტის ორი­გი­ნა­ლი, რაც მა­მა­ჩემ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დადო, უფრო მუქი და სევ­დი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მე ღია ფე­რე­ბი შე­ვურ­ჩიე.

- მოგ­წონს სტუ­დენ­ტო­ბა?

- სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ბევ­რჯერ შე­მეც­ვა­ლა აზრი, - ექი­მო­ბა, ად­ვო­კა­ტო­ბაც მინ­დო­და - ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი. ბევრ პრო­ფე­სი­ა­ზე ვფიქ­რობ­დი. სკო­ლა­ში ენე­ბი, გე­ოგ­რა­ფია მიყ­ვარ­და და ჩა­ბა­რე­ბა "ტუ­რიზ­მზეც" მინ­დო­და... სა­ერ­თოდ, სწავ­ლის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის­თვის და სტუ­დენ­ტის­თვის მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ამას ის ამ­სუ­ბუ­ქებს, რომ ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. დაზ­გუ­რი ფერ­წე­რაც ისე­თია, რომ მო­მა­ვალ­ში სხვა­დას­ხვა დარ­გში გა­მო­გად­გე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მი­ზი­და, მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­ა­შიც რო­გორც ოჯახ­ში, ისე მი­მი­ღეს. ლექ­ტო­რე­ბი ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ახ­ლოს გვეც­ნო­ბი­ან. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ასე ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა არ შე­მეძ­ლო, მი­ჭირ­და - სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ დავძლიე. სტუ­დენ­ტო­ბაც რთუ­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა გა­მოც­დის გავ­ლა უწევს, რომ კი­დევ სხვა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად იყოს. ვცდი­ლობ, სიძ­ნე­ლე­ე­ბი დავძლიო. ჩემს საქ­მე­ში, კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ფიცი ვერ დავ­დო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლო. მინ­და, ამის­თვის ვიბ­რძო­ლო. მომ­წონს ეს სფე­რო და დიდი მად­ლო­ბა ჩემს ლექ­ტორს, გია ხუ­ციშ­ვილს. რა გზაც გა­ვი­ა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ უნდა გა­მევ­ლო.

- პრო­ფე­სი­ას რომ ირ­ჩევ­დი, მშობ­ლე­ბი ამა­ში თუ ჩა­ე­რივ­ნენ?

- დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი დიდ პა­ტივს სცე­მენ ჩემს არ­ჩე­ვანს, არას­დროს არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. დედა ამ­ბობს, თუ გინ­და ფერ­წე­რა­ში ყოფ­ნა და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს, ამის­თვის იშ­რო­მეო. სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­გან თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღე ის, რაც მჭირ­დე­ბო­და - პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა მშობ­ლის სურ­ვი­ლია, რომ შვილს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი მის­ცეს.

მა­რი­კოს შე­მოქ­მე­დე­ბა

- "მე მყავს ერთი შვი­ლი, მა­რი­კო, რო­მე­ლიც 22 წლის ხდე­ბა თე­ბერ­ვალ­ში. მას ძა­ლი­ან ბევ­რი რამ და­ვა­კე­ლი, და­ვა­კე­ლი ფი­ზი­კუ­რად ჩემი მას­თან ყოფ­ნა. ის იზ­რდე­ბო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, ჯან­საღ გა­რე­მო­ში, ბე­ბი­ას­თან. რა თქმა უნდა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რო­გორც შე­მეძ­ლო, მე ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ მე დღეს სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა არ მქონ­დეს. ის არას­დროს ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი შვი­ლია და ამის მი­ზე­ზი ვიცი... სა­დღაც 15-16 წლის იყო, მისი ნა­ხა­ტე­ბი ვი­პო­ვეთ, რო­მე­ლიც 4-5 წლი­სას ჰქონ­და და­ხა­ტუ­ლი... იქ მა­რი­კომ და­ხა­ტა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ტი­რის. რომ ვკი­თხე, რა­ტომ ტი­რო­და, დედა ენატ­რე­ბაო... მა­შინ მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და დრო, როცა მას­თან ამ ჩემი არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კის ახ­სნა მო­მი­წევ­და", - ეს დე­დის, პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის ლელა წურ­წუ­მი­ას სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვის გა­და­ცე­მა­ში წარ­მოთ­ქვა. რომ მო­ის­მი­ნე, რა თქვი?

- იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს. იმე­დი სულ მქონ­და, რომ დე­და­ჩემ­თან უფრო და უფრო ავი­ნა­ზღა­უ­რებ­დი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლისს. რე­ა­ლუ­რად, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი დე­დის­გან არ მკლე­ბია. მის კა­რი­ე­რას ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი და დღემ­დე პა­ტივს ვცემ. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია.

- ე.ი. ადა­მი­ა­ნებს გაც­ნო­ბი­სას არ ეუბ­ნე­ბი, რომ ლელა წურ­წუ­მი­ას შვი­ლი ხარ?

- ამას ჩემ­თვის ვი­ნა­ხავ­დი. თუ ვინ­მე მიც­ნობ­და და მკი­თხავ­და, ვპა­სუ­ხობ­დი, რომ - კი, ლელა წურ­წუ­მი­ას შვი­ლი ვარ-მეთ­ქი... ამას ჩე­მით არ ვამ­ბობ­დი. იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ დე­და­ჩე­მის გა­და­ცე­მას, მაგ­რამ იმ დღეს მომ­წე­რეს მე­სი­ჯი - დე­და­შენ­მა შენ­ზე ილა­პა­რა­კაო და ვნა­ხე. არ ვიცი, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა სა­კუ­თა­რი დე­დის­გან იგებ, რომ ხალ­ხის წი­ნა­შე ასე გიხ­დის ბო­დიშს... მად­ლო­ბე­ლი ვარ... დე­და­ჩე­მი უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია...

- ნანა ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­დი, რა ად­გი­ლი უკა­ვია მას შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ბე­ბი­ის და ბა­ბუ­ის სიყ­ვა­რუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ არის. დიდი სით­ბო მომ­ცეს. მად­ლო­ბე­ლი ვარ მა­თიც იმის­თვის, რომ ასე­თი ბავ­შვო­ბა მქონ­და. რაც მათ­გან მი­ვი­ღე, ეს ბევრ ადა­მი­ანს არ აქვს, არა­და, სჭირ­დე­ბა. დიდი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში. მინ­და, კარ­გად მყავ­დნენ დიდი ხანი.

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- კი, თა­ვი­დან ასე არ იყო, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა გა­მაძ­ლი­ე­რა. ცხოვ­რე­ბა გა­მოც­დე­ბით არის სავ­სე... თით­ქოს ასეა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვილს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად უყუ­რე­ბენ. არ მაქვს სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ნე­ბის შვი­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბით გა­ვი­ზარ­დე, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლო­ბა და რა­ღაც ასე­თი, ძა­ლი­ან შორს არის. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი, უც­ნო­ბე­ბიც და ცნო­ბი­ლე­ბიც. ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ან­თან მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. წიგნს ყდით არ ვა­ფა­სებ, თუ მისი ში­ნა­არ­სი არ ვიცი. ადა­მი­ანს ისე ვცემ პა­ტივს, რო­გორც მინ­და, რომ მე მცენ პა­ტი­ვი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იყო სადა და უბ­რა­ლო.

"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ხატ­ვა და ვხა­ტავ­დი"

- დე­დის ახა­ლი კლი­პი მო­გე­წო­ნა?

- ყვე­ლა კლი­პი მომ­წონს, რაც დე­და­ჩემს აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. შე­ხე­დავ და ამა­ყობ. ძა­ლი­ან მა­გა­რია, შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სფე­რო, რო­მელ­შიც მუ­შა­ობს, ასე უყ­ვარს. ისიც არას­დროს და­ნებ­და არა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას... სა­ერ­თოდ, დე­და­ჩე­მის და მა­მა­ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, ვამ­ბობ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლა არ­სე­ბობს... კი, კლი­პი მა­გა­რი იყო, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ბევ­რი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რიც მოჰ­ყვა და მად­ლო­ბა ამ­დენ ადა­მი­ანს. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მუ­სი­კა არ მო­ე­წო­ნა და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მეა. მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- მა­მა­ზე რას გვე­ტყვი?

- მა­მა­ჩემს დიდი წვლი­ლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ოღონდ მე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო და კარ­გად ვიყო, მხო­ლოდ ეს უნდა, რი­თაც ვა­მა­ყობ. მამა ძა­ლი­ან კე­თი­ლია, ორი­ვეს - დე­დას და მა­მას უყ­ვართ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან.

"როცა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მი­ჭი­რავს, თით­ქოს რე­ა­ლო­ბას ვწყდე­ბი"

- ძმას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნიკო. მას დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ერთი კა­მა­თიც კი არ გვქო­ნია... ვინც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს, მიხ­ვდე­ბა, რომ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლო­ბას აქამ­დე არ შე­ვუც­ვლი­ვარ და ამის შემ­დე­გაც არა­ფე­რი შემ­ცვლის. ყვე­ლას დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ყო­ველ­დღე ვცდი­ლობ, ვიყო ჩემი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია. არის დღე­ე­ბი, როცა რა­ღა­ცე­ბი არ გა­მო­დის, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ კარ­გი შე­დე­გი მქონ­დეს. იმე­დი მაქვს, რომ ვიქ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­შიც და ფერ­წე­რა­შიც. არას­დროს მქო­ნია ვინ­მეს მი­მართ შუ­რი­სა და გა­ჯიბ­რე­ბის მო­მენ­ტი. მხო­ლოდ ის მინ­და, რომ ყო­ველ დღეს უკე­თე­სი ვიყო, ვიდ­რე წინა დღეს ვი­ყა­ვი. მარ­ცხი თუ მქო­ნია, ამის გამო გან­წყო­ბა არ გა­მი­ფუ­ჭე­ბია, პი­რი­ქით, ამას გა­ვუძ­ლი­ე­რე­ბი­ვარ. ეგ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიქ­ნე­ბო­დი ის ადა­მი­ა­ნი, ვინც დღეს ვარ. მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში და­მეხ­მარ­ნენ, მათ შო­რის ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და მშობ­ლე­ბი არი­ან. მათ­გან დიდი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე და ამას ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან დიდად კომუნიკაცია არ მაქვს. ადამიანები ვართ ყველანი..." - პირველი ინტერვიუ მარიკო მამულაშვილთან - ცნობილი წყვილის ხელოვან ქალიშვილთან

ცოტა ხნის წინ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელს 21 წლის შვილის, მარიკო მამულაშვილის ნახატები გააცნო. ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.

ჩვენ მარიკოს ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ინტერვიუ არასდროს მიუცია - ასე რომ, ეს მისი პირველი ინტერვიუა. ამბობს, რომ ხელოვნებასთან დიდი მიჯაჭვულობა აქვს, სამხატვრო აკადემიის მეორეკურსელია, დაზგურ ფერწერაზე სწავლობს.

- თავიდან მინდოდა, ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა, რადგან ეგ სფერო მე-9 კლასიდან მიზიდავს. როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები. ჩემთვის გადაღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- და მანდ სწავლის გაგრძელება რატომ გადაიფიქრე?

- დაზგურ ფერწერაზე მოვხვდი, მაგრამ ეს სფეროც ძალიან მომწონს... ბაბუაჩემი - დედის მამა ფიზიკოსი იყო, მაგრამ ამასთანავე მხატვარიც. მაქვს მისი ნამუშევრები ნანახი და მინდა, რომ მეც ამ ხელოვნებას გავყვე... დედა ბაბუაზე სულ მიყვებოდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მისთვისაც გავაგრძელე დაზგური ფერწერის შესწავლა. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ეს სიყვარული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ დაიწყო. ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში, სადაც ბევრი საინტერესო წიგნია, შევიდოდი ხოლმე და ნიკო ფიროსმანის ალბომს ვიღებდი, ვუყურებდი და ვხატავდი. ვხდებოდი, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ახლა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნახატებს. ეგ ნამუშევრები ძალიან სწრაფად დავხატე, რადგან მეორე დღეს გამოცდა მქონდა. პორტრეტი კი გადავხატე, მაგრამ არ მიყვარს, როცა ნახატი ნახატს ჰგავს, მინდა, ჩემი ფანტაზიებიც ავურიო. ჩემი ნახატები ადრეულ წლებში სერიოზულად არასდროს მიმიღია, რადგან როგორც ვთქვი, ერთი პერიოდი ფოტოგრაფიაზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი. ახლა კი მხატვრობას უკავშირდება ჩემი ფიქრები და ხედვა.

- ხატვისას რა ფერებს ირჩევ?

- ასე ვერ ვიტყვი, ხატვის პროცესში აზრი ბევრჯერ მეცვლება. ეს ლექტორს მოსწონს... არ ვერიდები ნახატის "გაფუჭებას“, როცა რაღაცას გადავიხატავ და მერე ჩემი გემოვნებით სხვანაირად დავამუშავებ. იმ პორტრეტის ორიგინალი, რაც მამაჩემმა სოციალურ ქსელში დადო, უფრო მუქი და სევდიანი იყო, მაგრამ მე ღია ფერები შევურჩიე.

- მოგწონს სტუდენტობა?

- სტუდენტობამდე ბევრჯერ შემეცვალა აზრი, - ექიმობა, ადვოკატობაც მინდოდა - ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ბევრ პროფესიაზე ვფიქრობდი. სკოლაში ენები, გეოგრაფია მიყვარდა და ჩაბარება "ტურიზმზეც" მინდოდა... საერთოდ, სწავლის პროცესი მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის მარტივი არ არის, მაგრამ ამას ის ამსუბუქებს, რომ ბევრ რამეს ვსწავლობთ. დაზგური ფერწერაც ისეთია, რომ მომავალში სხვადასხვა დარგში გამოგადგება. ამ ყველაფერმა მიმიზიდა, მივიღე და აკადემიაშიც როგორც ოჯახში, ისე მიმიღეს. ლექტორები ჩვენს ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდებიან, ახლოს გვეცნობიან. სკოლის პერიოდში ასე ემოციის გამოხატვა არ შემეძლო, მიჭირდა - სირთულეები იყო, მაგრამ ის ყველაფერი თვითონ დავძლიე. სტუდენტობაც რთულია, მაგრამ ადამიანს სხვადასხვა გამოცდის გავლა უწევს, რომ კიდევ სხვა გამოწვევისთვის მზად იყოს. ვცდილობ, სიძნელეები დავძლიო. ჩემს საქმეში, კარიერაში შეიძლება ფიცი ვერ დავდო, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, პირობა შევასრულო. მინდა, ამისთვის ვიბრძოლო. მომწონს ეს სფერო და დიდი მადლობა ჩემს ლექტორს, გია ხუციშვილს. რა გზაც გავიარე, მიმაჩნია, რომ უნდა გამევლო.

- პროფესიას რომ ირჩევდი, მშობლები ამაში თუ ჩაერივნენ?

- დედაჩემი და მამაჩემი დიდ პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, არასდროს არაფერი დაუძალებიათ. დედა ამბობს, თუ გინდა ფერწერაში ყოფნა და ეს ბედნიერებას განიჭებს, ამისთვის იშრომეო. სირთულეები იყო, მაგრამ მშობლებისგან თავიდანვე მივიღე ის, რაც მჭირდებოდა - პატივისცემა და ნდობა. ეს მნიშვნელოვანია. ყველა მშობლის სურვილია, რომ შვილს უკეთესი მომავალი მისცეს.

მარიკოს შემოქმედება

- "მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი, დავაკელი ფიზიკურად ჩემი მასთან ყოფნა. ის იზრდებოდა არაჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შემეძლო, მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის შეგრძნება არ მქონდეს. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ამის მიზეზი ვიცი... სადღაც 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც 4-5 წლისას ჰქონდა დახატული... იქ მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის. რომ ვკითხე, რატომ ტიროდა, დედა ენატრებაო... მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მასთან ამ ჩემი არანორმალური გრაფიკის ახსნა მომიწევდა", - ეს დედის, პოპულარული მომღერლის ლელა წურწუმიას სიტყვებია, რომელიც თავის გადაცემაში წარმოთქვა. რომ მოისმინე, რა თქვი?

- იყო რაღაც ტკივილი, თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცებს ვერ აცნობიერებ და უბრალოდ, გინდა, დედასთან ყოფნის საკმარისი დრო გქონდეს. იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან უფრო და უფრო ავინაზღაურებდი ამ ურთიერთობის დანაკლისს. რეალურად, სითბო და სიყვარული დედისგან არ მკლებია. მის კარიერას ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე პატივს ვცემ. ძალიან მშრომელი ადამიანია.

- ე.ი. ადამიანებს გაცნობისას არ ეუბნები, რომ ლელა წურწუმიას შვილი ხარ?

- ამას ჩემთვის ვინახავდი. თუ ვინმე მიცნობდა და მკითხავდა, ვპასუხობდი, რომ - კი, ლელა წურწუმიას შვილი ვარ-მეთქი... ამას ჩემით არ ვამბობდი. იშვიათად ვუყურებ დედაჩემის გადაცემას, მაგრამ იმ დღეს მომწერეს მესიჯი - დედაშენმა შენზე ილაპარაკაო და ვნახე. არ ვიცი, რამხელა ბედნიერებაა, როცა საკუთარი დედისგან იგებ, რომ ხალხის წინაშე ასე გიხდის ბოდიშს... მადლობელი ვარ... დედაჩემი უძლიერესი ადამიანია...

- ნანა ბებიასთან იზრდებოდი, რა ადგილი უკავია მას შენს ცხოვრებაში?

- ბებიის და ბაბუის სიყვარული განსაკუთრებული რამ არის. დიდი სითბო მომცეს. მადლობელი ვარ მათიც იმისთვის, რომ ასეთი ბავშვობა მქონდა. რაც მათგან მივიღე, ეს ბევრ ადამიანს არ აქვს, არადა, სჭირდება. დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებასა და წარმატებაში. მინდა, კარგად მყავდნენ დიდი ხანი.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- კი, თავიდან ასე არ იყო, მაგრამ გარკვეულმა სირთულეებმა გამაძლიერა. ცხოვრება გამოცდებით არის სავსე... თითქოს ასეა მიღებული, რომ ცნობილი ადამიანის შვილს რაღაც სხვანაირად უყურებენ. არ მაქვს სხვა ცნობილი ადამინების შვილებთან კომუნიკაცია, ძალიან უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, რითაც კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ცნობილობა და რაღაც ასეთი, ძალიან შორს არის. ადამიანები ვართ ყველანი, უცნობებიც და ცნობილებიც. ყველა ტიპის ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. წიგნს ყდით არ ვაფასებ, თუ მისი შინაარსი არ ვიცი. ადამიანს ისე ვცემ პატივს, როგორც მინდა, რომ მე მცენ პატივი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო სადა და უბრალო.

"ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ვხატავდი"

- დედის ახალი კლიპი მოგეწონა?

- ყველა კლიპი მომწონს, რაც დედაჩემს აქვს გადაღებული. შეხედავ და ამაყობ. ძალიან მაგარია, შენს საყვარელ ადამიანს სფერო, რომელშიც მუშაობს, ასე უყვარს. ისიც არასდროს დანებდა არანაირ წინააღმდეგობას... საერთოდ, დედაჩემის და მამაჩემი ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვამბობ, რომ სიყვარული მართლა არსებობს... კი, კლიპი მაგარი იყო, ძალიან მომეწონა. ბევრი დადებითი კომენტარიც მოჰყვა და მადლობა ამდენ ადამიანს. ვიღაცას შეიძლება მუსიკა არ მოეწონა და ეს ჩვეულებრივი რამეა. მთლიანობაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

- მამაზე რას გვეტყვი?

- მამაჩემს დიდი წვლილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ მე წარმატებას მივაღწიო და კარგად ვიყო, მხოლოდ ეს უნდა, რითაც ვამაყობ. მამა ძალიან კეთილია, ორივეს - დედას და მამას უყვართ ადამიანების დახმარება. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.

"როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები"

- ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან მიყვარს ნიკო. მას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ერთი კამათიც კი არ გვქონია... ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიხვდება, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ცნობილი ადამიანების შვილობას აქამდე არ შევუცვლივარ და ამის შემდეგაც არაფერი შემცვლის. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ყოველდღე ვცდილობ, ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. არის დღეები, როცა რაღაცები არ გამოდის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კარგი შედეგი მქონდეს. იმედი მაქვს, რომ ვიქნები წარმატებული ადამიანი ფოტოგრაფიაშიც და ფერწერაშიც. არასდროს მქონია ვინმეს მიმართ შურისა და გაჯიბრების მომენტი. მხოლოდ ის მინდა, რომ ყოველ დღეს უკეთესი ვიყო, ვიდრე წინა დღეს ვიყავი. მარცხი თუ მქონია, ამის გამო განწყობა არ გამიფუჭებია, პირიქით, ამას გავუძლიერებივარ. ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სირთულის დაძლევაში დამეხმარნენ, მათ შორის ჩემი მასწავლებლები, მეგობრები და მშობლები არიან. მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ამას ყოველთვის დავაფასებ.