ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს, მსაჯთან საუბრის გამო, ყვითელი ბარათი მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხვიჩა "ერთა ლიგის" მატჩს, ნახევარფინალს გამოტოვებს. არადა, ეს სწორედ ის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომლის მოგებაზე აუცილებლად გვჭირდება ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ გზაზე.
რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს "ერთა ლიგის" ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა.
გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად....განაგრძეთ კითხვა