მსახიობმა კოსტა სანიკიძიემ მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ "კურიერთან" კომენტარი გააკეთა. მსახიობი ამბობს, რომ ბრალდებულს არ იცნობს და, ამ ეტაპზე, მომხდარის გახსენება უჭირს.
"უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა. არა, ცნობით, არ ვიცნობ... ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი... მერე შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად... ვერ გეტყვი ვერაფერს," - ამბობს კოსტა სანიკიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ დილით მომღერალი კოსტა სანიკიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნო, საკუთარ სახლში დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
ასევე იხილეთ: