ავტორი:

"6 საათზე სახლში იყო, მე ვუწექი გვერდით, მერე დამეძინა და გამეპარა... კოსტას არ იცნობდა" - რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გიორგი გველესიანის მამა?

"6 საათზე სახლში იყო, მე ვუწექი გვერდით, მერე დამეძინა და გამეპარა... კოსტას არ იცნობდა" - რას ამბობს კოსტა სანიკიძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გიორგი გველესიანის მამა?

მომღერალ კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გველესიანის მამა ამბობს, რომ მისი შვილი სანიკიძეს არ იცნობდა. თამაზ გველესიანის თქმით, მან არაფერი იცოდა მანამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა მისი შვილი შეცდომით სანიკიძის მეზობლის სახლში შეიჭრა.

"მეც მერე გავიგე ეს ყველაფერი, როცა ტელევიზიით გავრცელდა ამბავი. პირველი თავდასხმის შესახებაც არაფერი ვიცოდი. როგორც თქვენ ხართ გაოგნებული, ისე ვარ მეც. რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ასეთ რაღაცას არც მე და მისი არც მეგობრები არ ველოდით. ვისაც ვკითხე - მის მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, იცნობდნენ თუ არა კოსტას, ან გიორგი თუ იცნობდა მასთქო, ყველამ თქვა, რომ ეკრანიდან იცოდნენ. ეს რომ, ამ მდგომარეობაში მყავდა (მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა) ფაქტობრივად, მე ვუწექი გვერდით. 6 საათზე სახლში იყო. მერე დამეძინა და გამეპარა 7 საათისკენ" - ამბობს თამაზ გველესიანი "ტვ პირველთან" 24 წლის ბრალდებულის მამა.

ცნობისთვის, გუშინ დილით მომღერალი კოსტა სანიკიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნო, საკუთარ სახლში დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანიკიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც მეგობრები ამბობენ, კოსტა უკვე გონს მოვიდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარიდან მალევე გაირკვა, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გიორგი გველესიანი დააკავა. როგორც ირკვევა, ის მომღერალს დილის 7 საათზე დაესხა თავს, თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. სანიკიძის დაცვა დედამ სცადა, თუმცა გველესიანმა მისთვის 5 ჭრილობის მიყენება მაინც მოახერხდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზე მივიდა სანიკიძის მეზობლად მცხოვრები პოლიციელი, რომელმაც 24 წლის ახალგაზრდა ადგილზე დააკავა და გაქცევის საშუალება არ მისცა.

წაიკითხეთ ასევე: