მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?
"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლა­ვაც უამ­რავ კი­თხვას ბა­დებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თსა და იმა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, დრო­ის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბი ასეთ გან­სხვა­ვე­ბულ შე­დე­გებს იძ­ლე­ო­დეს, რაც ბოლო ხანს ვნა­ხეთ. ამ­ჯე­რად პო­ლი­ტი­კურ რე­ი­ტინ­გებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ჩვენ უკვე ვწერ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" დაკ­ვე­თით Edison Research-ის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დღეს რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბო­დეს, ვის მის­ცემ­დით ხმას? P- გა­მო­კი­თხულ­თა 37% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ასა­ხე­ლებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"/"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" - 21%, პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - 9%, "ლე­ლოს" კი 5%. ამ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 4 პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აქვს ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შან­სი.

ამის მერე გა­მოქ­ვეყ­ნდა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თი­ლი "გორ­ბის" კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იმა­ვე შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხე­ბი ასე­თია: "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 55%, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" - "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" 20%. პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ამ გა­მო­კი­თხვით მხო­ლოდ 3%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს... 16 ნო­ემ­ბერს კი გა­მოქ­ვეყ­ნდა "სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის" (IღI) კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­მა­ვალ შა­ბათს იმარ­თე­ბო­დეს, გა­მო­კი­თხულ­თა 25% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ხოლო 13% "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უ­ჭერ­და მხარს. გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" 4%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს. რო­გორც ხე­დავთ, ბოლო ორი კვლე­ვით 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შან­სი აქვს მხო­ლოდ 2 პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 8 ნო­ემ­ბრამ­დე, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ამ­დე.

ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მქო­ნე კვლე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- "გორ­ბის" კვლე­ვით 105% რომ არა აქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", არ გიკ­ვირთ?.. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ ვის გა­მოჰ­კი­თხავ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "გორბში" ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ამას რა­ო­დე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. იცი­ან, თუ რო­გორ ხდე­ბა ამის­თვის რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, იცი­ან, რომ ეს უნდა იყოს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ა.შ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რედ ამ შერ­ჩე­ვის დროს გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ "რო­მე­ლი­ღაც" პარ­ტი­ის­თვის რე­ი­ტინ­გი აე­წი­ათ. მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას თუ ნა­ხავთ, ვფიქ­რობ, იქ უზუს­ტო­ბა არ იქ­ნე­ბა, არ იქ­ნე­ბა რი­ცხვე­ბი ჩას­წო­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ისე შე­არ­ჩი­ეს ხალ­ხი, რომ მი­ე­ღოთ ის შე­დე­გი, რაც წი­ნას­წარ ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი.

ორი და­ნარ­ჩე­ნი კვლე­ვა შე­და­რე­ბით რე­ა­ლუ­რი ჩანს, თუმ­ცა გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ რე­ი­ტინ­გე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი, ამი­ტომ მხო­ლოდ თვი­სებ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს შე­ვე­ხე­ბი. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ გა­მო­კი­თხვებ­შიც ჩანს, რომ ორი ძალა იბ­რძვის იმის­თვის, რომ მათ გარ­და არა­ვინ შე­ვი­დეს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სურთ, რომ მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტი მხო­ლოდ მათ­გან და­კომ­პლექტდეს. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ეს არ გა­მო­უ­ვათ და მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტი ორ­პარ­ტი­უ­ლი არ იქ­ნე­ბა. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ ცოტა, გა­ხა­რი­ას პარ­ტია შევა პარ­ლა­მენ­ტში და ვი­მე­დოვ­ნებ, მთავ­რო­ბის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ კო­ა­ლი­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა, წე­სით, უკვე 4-5 თვე­ში უნდა გა­მოჩ­ნდეს.

ვფიქ­რობ, 5%-იანი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ეს სამი პარ­ტია აუ­ცი­ლებ­ლად გავა. კი ითხოვს ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ არ ველი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბა­რი­ერს შე­ამ­ცი­რებს. აქვე იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ამ სამი პარ­ტი­ის გარ­და კი­დევ მო­ა­ხერ­ხებს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რას. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ პა­ტა­რა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში, რაც ნაკ­ლე­ბი რე­ი­ტინ­გი აქვთ, მით მეტს ყვი­რი­ან - ძა­ლი­ან დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვთ, მო­წყვე­ტი­ლი არი­ან რე­ა­ლო­ბას და ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ეს რი­გით ამომ­რჩე­ველს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს. ეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა ყო­ველ­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

ჩვენს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ზო­მი­ე­რე­ბი სურს. მორ­ჩა, დას­რულ­და ის დრო, როცა ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით და მუშ­ტის ქნე­ვით იწერ­დნენ რე­ი­ტინ­გებს. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვერა და ვერ გა­მო­ვიდ­ნენ წარ­სუ­ლის ბუ­რუ­სი­დან, ნა­ხეთ, რას აკე­თე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და გა­წევ-გა­მო­წე­ვა აქვთ ლა­მის ყო­ველ­დღე, არა­და, ხალ­ხს მშვი­დი ცხოვ­რე­ბა უნდა, მოჰ­ბეზ­რდა მუდ­მი­ვად სტრე­სულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა.

ის, რომ ამ­დე­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მამა შვილს არ ინ­დობს და შვი­ლი მა­მას, ქორ­წილ­ში მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტე­ბენ და ა.შ., შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა, თქვენ გგო­ნი­ათ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას არ მი­უ­ძღვის ბრა­ლი? ჩემი აზ­რით, მათი როლი ამა­ში საკ­მა­ოდ დი­დია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი შემ­ყუ­რე ახალ­გაზ­რდე­ბი, მათ­გან ტო­ლე­რან­ტო­ბას კი არა, ექ­სტრე­მიზმს სწავ­ლო­ბენ. თუ პარ­ლა­მენ­ტი არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სახე, გა­მო­დის, ისე­თი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვაქვს, რო­გო­რი ლან­ძღვა-გი­ნე­ბაც ის­მის დღეს პარ­ლა­მენ­ტში. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მათი წვლი­ლი უდი­დე­სია

- პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად და­უ­პი­რის­პირ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", თუმ­ცა თით­ქმის არას­დროს არა­ფერს ამ­ბობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, რის გა­მოც ოპო­ზი­ცია ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და. გა­სულ კვი­რას კი მან ფრან­გულ გა­მო­ცე­მა "ლე მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნია...

- მაგ ინ­ტერ­ვი­უს ორი­გი­ნალ­ში ანუ ფრან­გუ­ლად გა­ვე­ცა­ნი და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბევ­რი ნი­უ­ან­სი თარ­გმან­ში და­ი­კარ­გა. ფრან­გუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რი ენაა და იქ ნა­ხე­ვარ­ტო­ნებს, პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­ცენ­ტებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­დე­საც ოლი­გარ­ქო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ივა­ნიშ­ვი­ლი მთლად ოლი­გარ­ქად არ მო­უხ­სე­ნე­ბია, და­ახ­ლო­ე­ბით ასე თქვა, ოლი­გარ­ქი­უ­ლი ელ­ფე­რის ფი­გუ­რა­აო. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის და­სავ­ლუ­რი წე­სე­ბით აღ­ზრდი­ლი ადა­მი­ა­ნი და არას­დროს იტყვის იმას, რისი დამ­ტკი­ცე­ბაც არ შე­უძ­ლია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

როგორც ცნობილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პარტიული სიით (მაჟორიტარების გარეშე)...

ხელისუფლებაში ლეგიტიმურად მოსვლის ერთადერთი საშუალება იქნება მხოლოდ გამარჯვებული პარტიის (ან პარტიების) მიერ ერთპარტიული (ან კოალიციური) მთავრობის ჩამოყალიბების შედეგად.

"ქარ­თული ოც­ნე­ბა­სა" და კოალიცია "ნა­ცმოძ­რა­ო­ბა" - "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბლის" გარდა ალბათ პარტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" გადალახავს 5%-იან ბარიერს.

"ქარ­თული ოც­ნე­ბა" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეძლებს თუ არა პარლამენტში არჩეული ეს სამი პარტია ქვეყნისათვის ეფექტური კოალიციური მთავრობის არჩევას?

გამომდინარე ჩვენი ხასიათის თავისებურებებიდან ერთმანეთზე გადაკიდებული პარტიები ამას ვერ შეძლებენ, რის შედეგადაც დაიწყება დაუსრულებული სამთავრობო კრიზისები....

დაახლოებით ისეთი, როგორც ეს ხდებოდა იტალიაში...

დრო გვიჩვენებს...

ბოლოს პირადად მე მივესალმები კოალიციური მთავრობის არჩევას, რომელმაც შესაძლოა დააშოშმინოს ვნებათაღელვა ამ ქვეყანაში...

 

marina
1

სალო0მეს ერთადერთი მიზანი თავისი და შვილებისწ კჯეთილდღეობა. არც ცოტნე დადიანია სულით და არც ქეთევან წამებული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მიღებული შედეგები საქართველოში კვლავაც უამრავ კითხვას ბადებს. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ფაქტობრივად, დროის ერთ მონაკვეთში ჩატარებული გამოკითხვები ასეთ განსხვავებულ შედეგებს იძლეოდეს, რაც ბოლო ხანს ვნახეთ. ამჯერად პოლიტიკურ რეიტინგებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ჩვენ უკვე ვწერდი ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას? P- გამოკითხულთა 37% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს" - 21%, პარტიას "საქართველოსთვის" - 9%, "ლელოს" კი 5%. ამ შედეგების მიხედვით, 4 პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი.

ამის მერე გამოქვეყნდა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთილი "გორბის" კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, იმავე შეკითხვაზე პასუხები ასეთია: "ქართულ ოცნებას" 55%, "ნაცმოძრაობა" - "სტრატეგია აღმაშენებელს" 20%. პარტიას "საქართველოსთვის" ამ გამოკითხვით მხოლოდ 3%-იანი მხარდაჭერა აქვს... 16 ნოემბერს კი გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IღI) კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს იმართებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს. გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. როგორც ხედავთ, ბოლო ორი კვლევით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ 2 პოლიტიკურ ძალას. აღსანიშნავია, რომ სამივე კვლევა ჩატარებულია 8 ნოემბრამდე, ანუ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციამდე.

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგების მქონე კვლევების თაობაზე საუბრით დავიწყეთ.

- "გორბის" კვლევით 105% რომ არა აქვს "ქართულ ოცნებას", არ გიკვირთ?.. ხუმრობა იქით იყოს და, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის გამოჰკითხავ. დარწმუნებული ვარ, "გორბში" ძალიან კარგად იციან, ამას რაოდენი მნიშვნელობა აქვს. იციან, თუ როგორ ხდება ამისთვის რესპონდენტების შერჩევა, იციან, რომ ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციულად განაწილებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შერჩევის დროს გააკეთეს ყველაფერი ისე, რომ "რომელიღაც" პარტიისთვის რეიტინგი აეწიათ. მონაცემების დამუშავებას თუ ნახავთ, ვფიქრობ, იქ უზუსტობა არ იქნება, არ იქნება რიცხვები ჩასწორებული, უბრალოდ, ისე შეარჩიეს ხალხი, რომ მიეღოთ ის შედეგი, რაც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

ორი დანარჩენი კვლევა შედარებით რეალური ჩანს, თუმცა გამიჭირდება ამ რეიტინგების რაოდენობრივ მახასიათებლებზე ლაპარაკი, ამიტომ მხოლოდ თვისებრივ მახასიათებლებს შევეხები. საუბედუროდ, ამ გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ორი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მათ გარდა არავინ შევიდეს მომავალ პარლამენტში. "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" სურთ, რომ მომავალი პარლამენტი მხოლოდ მათგან დაკომპლექტდეს. ჩემი დაკვირვებით, ეს არ გამოუვათ და მომავალი პარლამენტი ორპარტიული არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა, გახარიას პარტია შევა პარლამენტში და ვიმედოვნებ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. როგორი იქნება ამ კოალიციის სტრუქტურა, წესით, უკვე 4-5 თვეში უნდა გამოჩნდეს.

ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის პირობებში ეს სამი პარტია აუცილებლად გავა. კი ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ არ ველი, რომ ხელისუფლება ბარიერს შეამცირებს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ სამი პარტიის გარდა კიდევ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრას. საუბედუროდ, ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებში, რაც ნაკლები რეიტინგი აქვთ, მით მეტს ყვირიან - ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მოწყვეტილი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რომ ეს რიგით ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის დამაზიანებელია.

ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხვდებიან, რომ მოსახლეობას ზომიერები სურს. მორჩა, დასრულდა ის დრო, როცა ძალის დემონსტრირებით და მუშტის ქნევით იწერდნენ რეიტინგებს. ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ გამოვიდნენ წარსულის ბურუსიდან, ნახეთ, რას აკეთებენ პარლამენტში, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა აქვთ ლამის ყოველდღე, არადა, ხალხს მშვიდი ცხოვრება უნდა, მოჰბეზრდა მუდმივად სტრესულ რეჟიმში ცხოვრება.

ის, რომ ამდენი ძალადობრივი დანაშაული ხდება ქვეყანაში, მამა შვილს არ ინდობს და შვილი მამას, ქორწილში მეგობრები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და ა.შ., შემთხვევით არ ხდება, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერში პოლიტიკურ ელიტას არ მიუძღვის ბრალი? ჩემი აზრით, მათი როლი ამაში საკმაოდ დიდია. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით მათი შემყურე ახალგაზრდები, მათგან ტოლერანტობას კი არა, ექსტრემიზმს სწავლობენ. თუ პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების სახე, გამოდის, ისეთივე საზოგადოება გვაქვს, როგორი ლანძღვა-გინებაც ისმის დღეს პარლამენტში. პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მათი წვლილი უდიდესია

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას", თუმცა თითქმის არასდროს არაფერს ამბობდა ბიძინა ივანიშვილზე, რის გამოც ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა. გასულ კვირას კი მან ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" ინტერვიუში ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია...

- მაგ ინტერვიუს ორიგინალში ანუ ფრანგულად გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა. ფრანგული თავისებური ენაა და იქ ნახევარტონებს, პატარ-პატარა აქცენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ოლიგარქობაზე ლაპარაკობდა, ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია, დაახლოებით ასე თქვა, ოლიგარქიული ელფერის ფიგურააო. სალომე ზურაბიშვილი არის დასავლური წესებით აღზრდილი ადამიანი და არასდროს იტყვის იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია....წაიკითხეთ სრულად