ავტორი:

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ხავიერ მაილი გეგმავს რუსეთთან და ჩინეთთან კავშირის გაწყვეტას, ასევე მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ხავიერ მაილი გეგმავს რუსეთთან და ჩინეთთან კავშირის გაწყვეტას, ასევე მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში

არგენტინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა.

წინასწარი შედეგებით მან ხმების დაახლოებით 56% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სერხიო მასამ კი, რომელიც მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო, 44%.

არჩევნები არგენტინაში ქვეყნისთვის რთულ დროს, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჩატარდა.

"ჩვენ წინ გვაქვს უდიდესი პრობლემები: ინფლაცია, უმუშევრობა და სიღარიბე. სიტუაცია კრიტიკულია" - თქვა მაილიმ გამარჯვების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვაში.

ბუენოს-აირესის ცენტრში, მაილეის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და საკუთარი კანდიდატის გამარჯვება აღნიშნა.

”ჩვენ მოვედით ამ ისტორიული ტრიუმფის აღსანიშნავად”, - ამბობდნენ ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

ხავიერ მაილი ქვეყნის BRICS ჯგუფში გაწევრიანების წინააღმდეგია, მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში, სურს გააუქმოს ცენტრალური ბანკი და ეროვნული ვალუტის დოლარით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის. ამასთან, ხავიერ მაილი, ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ბიუჯეტის ხარჯების სერიოზულ შემცირებას აპირებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთისა და ბრაზილიის „კომუნისტურ“ მთავრობებთან კავშირს გაწყვეტდა.