ავტორი:

ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას კარგმა თამაშმა ნაკრები ვერ იხსნა  - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა (ვიდეო)

ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას კარგმა თამაშმა ნაკრები ვერ იხსნა  - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-1 დამარცხდა.

მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოვლინა. ესპანელებმა სწრაფი გოლი გაგვიტანეს და ისინი თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე კონტრშეტევით უპასუხეს - გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ესპანეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა 55-ე წუთზე ფერან ტორესმა თავისი გუნდის უპპირატესობა გაზარდა, ხოლო 72-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ავტოგოლი გაიტანა. თამაში საბოლოოდ ესპანელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

ცნობისთვის, ესპანეთის შემადგენლობა ასეთი იყო: უნაი სიმონი, ნორმანი, მარტინესი, კარვახალი, გაია, ფაბიან რუისი, როდრი, გავი, ფერან ტორესი, ვილიამსი, მორატა

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი ამ შემადგენლობით თამაშობდა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მატჩი ვალიადოლიდის "ხოსე სორილიას“ სტადიონზე გაიმართა.

ნახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი: