ავტორი:

ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს -"კოსტას დედა შოკშია, ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა"

ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს -"კოსტას დედა შოკშია, ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა"

დღეს დილით მომღერალი კოსტა სანიკიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" გაიცნო, დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ხუთი ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანიკიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც მეგობრები ამბობენ, კოსტა უკვე გონს მოვიდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარიდან მალევე გაირკვა, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი დააკავა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის გიორგი გველესიანია.

ის მომღერალს დილის 7 საათზე დაესხა თავს, თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. სანიკიძის დაცვა დედამ სცადა, თუმცა გველესიანმა მისთვის 5 ჭრილობის მიყენება მაინც მოახერხდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზე მივიდა სანიკიძის მეზობლად მცხოვრები პოლიციელი, რომელმაც 24 წლის ახალგაზრდა ადგილზე დააკავა და გაქცევის საშუალება არ მისცა.

  • ცნობილია, რომ გველესიანმა სანიკიძეზე თავდასხმა 3 კვირის წინაც სცადა, თუმცა მაშინ სახლი აერია და შემთხვევით მომღერლის მეზობლის სახლში შეიჭრა. ამის შემდეგ სანიკიძემ მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც.

ახლა მთავარი კითხვაა, თუ რა მოტივი ამოძრავებდა გველესიანს - ამას სავარაუდოდ კოსტა სანიკიძე იტყვის, როდესაც მას სამართალდამცველები დაკითხავენ:

რა არის ამ დროისთვის ცნობილი თავდასხმის მოტივზე და როგორია მომღერლის მდგომარეობა, ამის გასარკვევად AMBEBI.GE კოსტა სანიკიძის მეგობარს, ლენუკა ყიფშიძეს დაუკავშირდა:

"ახლა მოვედი შინ, კოსტა სტაბილურადაა და რეანიმაციაში რჩება. მას სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც ვიცი, ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს, გულის გარშემო. არც ვიცი, როგორ გადარჩა, საშინელებაა. თავდამსხმელი ვინ იყო, საერთოდ არ ვიცით, ამიტომ ვართ გაოგნებულები. არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, არავინ ვიცით, ვინაა და რა უნდოდა, თვითონ კოსტამაც არ იცის. როცა ადამიანს გულის არეში ურტყამ, ხომ ცხადია, მისი მოკვლა უნდოდა?! კოსტას დედა შოკშია, წარმოიდგინეთ, იქ იყო და ქალი უყურებდა მის შვილს როგორ ჩეხავდნენ, ვერაფერს გახდა. ჩვენთვის მთავარია, კოსტა გადარჩა, ექიმებმა გვითხრეს, 72 საათი კრიტიკულიაო".

წაიკითხეთ ასევე: