UFC-ის მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ კადიროვი მას "ცხოვრების დაბრუნებაში დაეხმარა".
"ეს ადამიანი დამეხმარა, რომ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ის დამეხმარა არა მარტო მე, არამედ მთელ ჩეჩენ ხალხს. მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს ჩვენი ხალხისთვის", - წერს ჩიმაევი.
23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ UFC-ში მორიგი გამარჯვების შემდეგ, კადიროვმა ჩიმაევს ახალი Mercedes-Benz G class აჩუქა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ჩიმაევმა UFC 294-ზე ნიგერიელი კამარუ უსმანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შეხვედრა დაგეგმილი 3 რაუნდი ძელდა, სადაც ორივე მებრძოლს ჰქონდა წარმატებული მომენტები. მთლიანობაში ხამზატს 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მათგანში გამარჯვება იზეიმა.
ნახევრადსაშუალო წონაში ჩიმაევი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძლმა რომან დოლიძემ ხამზატი ოქტაგონზე გამოიწვია, თუმცა გამოწვევას ჩეჩენი მებრძოლი არ გამოეხმაურა.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩიმაევი დიდი ხანია კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენია, რის გამოც UFC-ის არაჩეჩენი გულშემატკივრის ნაწილი მას აკრიტიკებს.
ავტორი: ანრი კურტანიძე