კოსტა სანიკიძე, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, დაჭრეს. როგორც მისი მეგობარი, სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაცია ახლა დასრულდა და პაციენტის მდგომარეობა მძიმეა;
"ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა.. არ ვიცი სხვას ვერაფერს გეტყვით", - წერს ბარათაშვილი.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სანიკიძეს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, როგორც შსს-ში გვითხრეს, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.