23 წლის სტუდენტი, სახელად ანა კლარა ბენევიდესი, პარასკევს ბრაზილიაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე გარდაიცვალა.
ბრაზილიური გაზეთი Folha de S. Paulo-ს ცნობით, ახალგაზრდა გულშემატკივრის გარდაცვალების მიზეზი სიცხის გამო გულის შეტევა გახდა. გოგონა წინა რიგში იდგა და გონება დაკარგა. იგი საავადმყოფოში გადაყვანისას გზაზე გარდაიცვალა. ანას გარდაცვალება ახლობლებმა დაადასტურეს.
მომღერლის კონცერტი არანორმალურ სიცხეში შედგა. Folha de S. Paulo-ს ცნობით, შოუზე დაახლოებით 1000-მა ადამიანმა დაკარგა გონება.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე ტემპერატურა 60C-ს აღწევდა.
სოციალურ ქსელში პოპ მომღერალი ფანის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
"არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ, მაგრამ გული მწყდება, დღეს საღამოს ჩემი შოუს წინ ფანი დავკარგეთ. სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, თუ როგორი განადგურებული ვარ ამ ამბით. მე ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს მასზე, გარდა იმისა, რომ ის წარმოუდგენლად ლამაზი და ასეთი ახალგაზრდა იყო.
ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ოდესმე მეგონა მოხდებოდა, როდესაც გადავწყვიტეთ ტურის ჩატარება ბრაზილიაში."
Vulture იუწყება, რომ ტეილორის თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელებში არ წყვეტენ ღონისძიების ორგანიზატორების მისამართით ჩივილს. მათივე თქმით, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, კონცერტზე წყლის ბოთლების შეტანა აკრძალეს.
აღნიშნულის გამო, ტეილორი არაერთხელ გახდა იძულებული შოუ შეეწყვიტა, რათა სცენიდან მაყურებლებისთვის წყლის ბოთლები ესროლა.
ბრაზილიური მედიის ცნობით, შოუზე დაახლოებით 1000-მა ადამიანმა დაკარგა გონება სიცხის გამო...წყარო