საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა: ოჯახის, პროკურატურისა და ადვოკატის პოზიცია
"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა: ოჯახის, პროკურატურისა და ადვოკატის პოზიცია

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 18 წლის ელ­ვინ გუ­სე­ი­ნო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 15 წლის გუ­სე­ინ ნა­სი­ბოვს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცე­სი და­ხუ­რუ­ლი იყო, რად­გან საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს ეხე­ბა.

რო­გორც პრო­ცე­სის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, და­ნა­შა­ულს სხვა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ჰყავს. მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სამი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტის დროს ად­გილ­ზე გამ­შვე­ლებ­ლის როლ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

" საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს გახ­ლავთ სამი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ კონ­ფლიქ­ტში გამ­შვე­ლებ­ლის როლ­ში. ამ ჩვე­ნე­ბე­ბით ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ იმ­ყო­ფე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მან რე­ა­ლუ­რად ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი ერ­თმა პირ­მა ჩა­ი­დი­ნა და იქ მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა" - გა­ნუ­ცხა­და "ტვ პირ­ველს" პრო­კუ­რორ­მა.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა და თქვა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში მოქ­მე­დებ­და.

"ვი­ნა­ი­დან ბავ­შვი არის არას­რულ­წლო­ვა­ნი, არ აღი­ა­რებს. მას არ ჰქონ­და გან­ზრახ­ვა, რომ მო­ეკ­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გი­რაო, ვი­ნა­ი­დან ის მოქ­მე­დებ­და თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში, ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. მას სცემ­დნენ ბავ­შვე­ბი, სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო გი­რაო და სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რა­საც ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ.

მის მი­მართ ბუ­ლინ­გის ფაქ­ტებს ჰქონ­და ად­გი­ლი. მას არ ჰქონ­და ია­რა­ღი, უბ­რა­ლოდ ცე­მის დროს, რო­დე­საც ის წა­იქ­ცა მი­წა­ზე, ხელ­ში რაც მოხ­ვდა, თავ­დაც­ვის მიზ­ნით აიღო სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა გარ­დაც­ვლილს", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

  • შვილმკვდა­რი დედა ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ერთ პირს არ ჩა­უ­დე­ნია და მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლამ აგოს პა­სუ­ხი, ვინც კონ­ფლიქ­ტის დროს ად­გილ­ზე იყო. რო­გორც ელ­ვინ გუ­სე­ი­ნო­ვის დედა "ტვ პირ­ველს" უყ­ვე­ბა, მისი ვაჟი სამ­მა მო­ზარ­დმა გა­ი­ტყუა და მე­ჩეთ­თან სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს.

"ყვე­ლას დას­ჯას ვი­თხოვ, ვინც ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­მა ბიჭ­მა გა­ი­ტყუა სახ­ლი­დან ჩემი ერ­თა­დერ­თი ვაჟი. და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ იცო­და, რომ მისი ბიჭი ჩემი შვი­ლის მოკ­ვლას აპი­რებ­და. მო­ვი­და და მი­თხრა, მოკ­ლავ­სო" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას დედა.

ცნო­ბის­თვის, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ამამ­ლოს ახალ­გაზ­რდებს შო­რის სტა­დი­ონ­ზე და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. შემ­თხვე­ვა 15 ნო­ემ­ბერს მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZZ
0

ამ ხალხს მიხედვა უნდა! 

ქართველი
1

სრული განუკითხაობაა ქუჩაში. არასრულწლოვნებმა იციან რო დიდად არავინ დასჯის და კატასტროფა ხდება. მთავრობა!!!!!!!!!!! ან მიიღე კანონი და ყველა ნაძირალა დამნაშავე დასაჯე უმკაცრესად, ან მიიღებ მხედრიონს საქართველოში. ბათუმში ქუჩაში აღარ გაივლება!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა: ოჯახის, პროკურატურისა და ადვოკატის პოზიცია

"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა: ოჯახის, პროკურატურისა და ადვოკატის პოზიცია

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გუსეინ ნასიბოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

როგორც პროცესის შემდეგ პროკურორმა განმარტა, დანაშაულს სხვა თანამონაწილეები არ ჰყავს. მისივე თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულება, სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის დროს ადგილზე გამშველებლის როლში იმყოფებოდნენ.

" საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, ეს გახლავთ სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში გამშველებლის როლში. ამ ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მან რეალურად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. დანაშაული ერთმა პირმა ჩაიდინა და იქ მკვლელობის მონაწილეების არსებობა არ დასტურდება" - განუცხადა "ტვ პირველს" პროკურორმა.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა.

"ვინაიდან ბავშვი არის არასრულწლოვანი, არ აღიარებს. მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ მოეკლა დაზარალებული. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, ვინაიდან ის მოქმედებდა თავდაცვის რეჟიმში, ის იყო ძალადობის მსხვერპლი. მას სცემდნენ ბავშვები, სრულწლოვანი ადამიანები. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო გირაო და სხვადასხვა დამატებული ვალდებულებები, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია, რასაც ჩვენ გავასაჩივრებთ.

მის მიმართ ბულინგის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მას არ ჰქონდა იარაღი, უბრალოდ ცემის დროს, როდესაც ის წაიქცა მიწაზე, ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო საგანი, რომლითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს", - ამბობს ადვოკატი.

  • შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ ერთ პირს არ ჩაუდენია და მოითხოვს, რომ ყველამ აგოს პასუხი, ვინც კონფლიქტის დროს ადგილზე იყო. როგორც ელვინ გუსეინოვის დედა "ტვ პირველს" უყვება, მისი ვაჟი სამმა მოზარდმა გაიტყუა და მეჩეთთან სასიკვდილოდ გაიმეტეს.

"ყველას დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი ერთადერთი ვაჟი. დაკავებულის დედამ იცოდა, რომ მისი ბიჭი ჩემი შვილის მოკვლას აპირებდა. მოვიდა და მითხრა, მოკლავსო" - ამბობს მოკლული ახალგაზრდას დედა.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ახალგაზრდებს შორის სტადიონზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა 15 ნოემბერს მოხდა.