სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა
რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოლქ ბუ­რი­ა­ტი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვა, თუ ისი­ნი თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ ვერ გა­ჩუქ­დე­ბი­ან.

  • ბუ­რი­ა­ტი­ის სა­ხალ­ხო ხუ­რალ­მა, 16 ნო­ემ­ბერს, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერ­თდრო­უ­ლად სამი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. ახა­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იმ ცხო­ვე­ლებ­საც ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ევ­თა­ნა­ზია, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. ორი თვის შემ­დეგ კი არ და­თან­ხმდე­ბი­ან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის სახ­ლში წაყ­ვა­ნა­ზე.

ამ ვა­დე­ბის გას­ვლის შემ­დეგ - 30 (უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბის­თვის) და 60 დღე (პატ­რო­ნი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის) - სა­ხელ­მწი­ფო წყვეტს ცხო­ვე­ლის მოვ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას. შე­საძ­ლოა, თავ­შე­სა­ფარ­მა უარი თქვას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მოკ­ვლა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­შე­სა­ფარს მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის­თვის სახ­სრე­ბის მო­ძი­ე­ბა თა­ვად მო­უ­წევს.

ახა­ლი კა­ნო­ნით ასე­ვე ნე­ბა­დარ­თუ­ლია ძაღ­ლე­ბის და­ხოც­ვა, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმი­ან ადა­მი­ა­ნებს ან არი­ან "სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­ში". ამავდრო­უ­ლად, კა­ნო­ნი არ გან­მარ­ტავს, თუ რას წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლის „სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­ში“ ქცე­ვა.

გარ­და ამი­სა, ბუ­რი­ა­ტი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი უშ­ვებს მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის ევ­თა­ნა­ზი­ას, თუ ცხო­ველს აქვს „გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა“, „სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მწვა­ვე ტრავ­მა“, ასე­ვე ძაღ­ლი თუ მა­წან­წა­ლაა, ან მას აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ან სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნებს ანი­ჭებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტონ, რა უნდა გა­ა­კე­თონ მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია არა­ერ­თი რე­გი­ო­ნის (ძი­რი­თა­დად ციმ­ბი­რი­სა და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბის ფონ­ზე, დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. სას­ტი­კი ზო­მე­ბის მომ­ხრე­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ზე.

ამავდრო­უ­ლად, რუ­სეთ­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი "ცხო­ვე­ლებ­თან პა­სუ­ხის­მგებ­ლუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც კრძა­ლავს მათ მი­მართ სი­სას­ტი­კეს. ამ კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვებს ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ცხო­ვე­ლებს ევ­თა­ნა­ზი­ის უფ­ლე­ბა აქვთ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი ავად არი­ან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბი უნდა და­ი­ჭი­რონ, გა­ას­ტე­რი­ლონ, აც­რან და და­აბ­რუ­ნონ ყო­ფილ ჰა­ბი­ტატ­ში. ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე შე­საძ­ლე­ბე­ლია თავ­შე­საფ­რებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის შე­ნახ­ვაც.

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მიერ მი­ღე­ბულ კა­ნონს, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად უშ­ვებს უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას.

კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ „და­ჭე­რა-სტე­რი­ლი­ზე­ბა-ვაქ­ცი­ნა­ცია-დაბ­რუ­ნე­ბის“ (TSVR) სქე­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რუ­სეთ­ში, არა­ე­ფექ­ტუ­რია.

ისი­ნი თვლი­ან, რომ სის­ტე­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ნუ­სი ის არის, რომ "სა­ჭი­რო­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­ტე­რი­ა­ლურ ხარ­ჯებს".

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურულო
0

მაგ ცხოველების "დაცვით, კარგად ითბობენ ხელს ეს ე.წ. დამცველები და მსგავსი კანონის მიღებაზე რევოლუციას მოაწყობენ ედრენამატ. არადა, რა დამცველებიც ბრძანდებიან, კარგად ჩანს იქედან, რომ სტერილიზაციისკენ მომწოდებლები და პირველი მომხრეები ეგენი არიან! 

ია
5

ამერიკაში ეს ვადა განისაზღვრება 5-დღით,თუ მაწანწალა ძაღლს არავინ იშვილებს 5-დღეში,მას აძინებენ.ევროპაშიც იგივეა განსხვავებული ვადებით. P.S. ბურიატიაც რომ გვაჯობებს ამ საკითხის გადაწყვეტაში. აქ უკვე ქუჩაში გავლაც ექსტრიმი გახდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა

რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა

რუსეთის ფედერაციის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა, თუ ისინი თავშესაფარში ცხოვრებიდან ერთი თვის შემდეგ ვერ გაჩუქდებიან.

  • ბურიატიის სახალხო ხურალმა, 16 ნოემბერს, შესაბამისი კანონპროექტი ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო. ახალი კანონის თანახმად, იმ ცხოველებსაც ჩაუტარდებათ ევთანაზია, რომლებსაც პატრონები სახელმწიფო თავშესაფარში ჩააბარებენ. ორი თვის შემდეგ კი არ დათანხმდებიან შინაური ცხოველის სახლში წაყვანაზე.

ამ ვადების გასვლის შემდეგ - 30 (უსახლკარო ცხოველებისთვის) და 60 დღე (პატრონიანი ცხოველებისთვის) - სახელმწიფო წყვეტს ცხოველის მოვლის დაფინანსებას. შესაძლოა, თავშესაფარმა უარი თქვას შინაური ცხოველის მოკვლაზე, ამ შემთხვევაში, თავშესაფარს მისი მოვლა-პატრონობისთვის სახსრების მოძიება თავად მოუწევს.

ახალი კანონით ასევე ნებადართულია ძაღლების დახოცვა, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს ან არიან "სოციალურად საშიში". ამავდროულად, კანონი არ განმარტავს, თუ რას წარმოადგენს ცხოველის „სოციალურად საშიში“ ქცევა.

გარდა ამისა, ბურიატიაში მიღებული კანონი უშვებს მაწანწალა ძაღლების ევთანაზიას, თუ ცხოველს აქვს „განუკურნებელი დაავადება“, „სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ტრავმა“, ასევე ძაღლი თუ მაწანწალაა, ან მას აქვს ადამიანებისთვის ან სხვა ცხოველებისთვის საშიში დაავადებები.

მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც რეგიონებს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთონ მაწანწალა ცხოველებთან დაკავშირებით. კანონი მიღებულია არაერთი რეგიონის (ძირითადად ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის) ხელისუფლების მოწოდების ფონზე, დაშვებულიყო მაწანწალა ძაღლების მკვლელობა. სასტიკი ზომების მომხრეებმა ყურადღება გაამახვილეს ზოგიერთ რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანებზე თავდასხმის რაოდენობის ზრდაზე.

ამავდროულად, რუსეთში არსებობს კანონი "ცხოველებთან პასუხისმგებლური მოპყრობის შესახებ", რომელიც კრძალავს მათ მიმართ სისასტიკეს. ამ კანონის დამრღვევებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველებს ევთანაზიის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავად არიან. სხვა შემთხვევაში, მაწანწალა ცხოველები უნდა დაიჭირონ, გაასტერილონ, აცრან და დააბრუნონ ყოფილ ჰაბიტატში. ბიუჯეტის ხარჯზე შესაძლებელია თავშესაფრებში ცხოველების შენახვაც.

ცხოველთა უფლებების დამცველები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რომელიც პოტენციურად უშვებს უპატრონო ცხოველების მკვლელობას.

კანონის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ „დაჭერა-სტერილიზება-ვაქცინაცია-დაბრუნების“ (TSVR) სქემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება რუსეთში, არაეფექტურია.

ისინი თვლიან, რომ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მინუსი ის არის, რომ "საჭიროებს მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებს".