პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს
"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პა­რიზ­ში, 2023 წლის "ოქ­როს ბურ­თის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ლი­ო­ნელ მე­სის­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, ამ ეპი­ზოდ­მა მისი წარ­მოდ­გე­ნა არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა:

"მე­სის­თან შეხ­ვედ­რა იყო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ. ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბი­სას მესი ჩემ­გან მარ­ჯვნივ იჯდა. ფეხ­ბურ­თე­ლებს გვი­თხრეს, რომ სა­რეკ­ლა­მო პა­უ­ზი­სას არ გვე­მოძ­რა­ვა და ად­გი­ლი არ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.

უცებ, მესი ადგა და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა. ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და, ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. ხელი გა­მო­მი­წო­და, და­ვი­ბე­ნი უცებ და ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით, რის შემ­დე­გაც თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და. ამ­ხე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი რომ დგე­ბა და გა­მარ­ჯო­ბის სათ­ქმე­ლად შენ­თან მო­დის, არ ვიცი, მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ", - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ინ­ტერ­ნეტ გა­და­ცე­მა­ში "არ გა­ჩერ­დე, უგულ­შე­მატ­კივ­რე სა­ქარ­თვე­ლო", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სპონ­სო­რო­ბით გა­დის.

შე­გახ­სე­ნებთ, 30 ოქ­ტომ­ბერს პა­რიზ­ში, ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოს "ოქ­როს ბურ­თის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და გა­სუ­ლი სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის და­სა­ხელ­და. "კვა­რამ" ოქ­როს ბურ­თის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის მე-17 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯუდ ბე­ლინ­გე­მი, ჰარი კე­ი­ნი და ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნე­სი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ხვი­ჩა მე­უღ­ლეს­თან, ნიცა თა­ვა­ძეს­თან მი­ვი­და. წყვი­ლი ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ჩან­და, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. ხვი­ჩამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მცი­რე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა და თქვა, რომ "ასეთ რა­მე­ზე ვერც იოც­ნე­ბებ­და".

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

დიდი პელეც ხომ აფასებდა ქართველ საამაყო ფეხბურთელ მიშა მესხს, საბჭოთა კავშირის დროს.გაიხარე ხვიჩა, სულ წარმატებები,ჯანმრთელობა და ბედნიერება მინდა გისურვო!

დავით ჭანტურია
1

ამ ჟესტით ყველას უთხრა მესიმ, რომ ყველაზე ახლოს მის გემოვნებასთან და მისი გადმოსახედიდან მომავალი კვარასია....ამით ბევრი რამეა ნათქვამი,ასე მხოლოდ დიდი პიროვნებები იქცევიან....და მან უდიდესი სტიმული მისცა ამით ახლად დაბადებულ მომავალში უდიდეს ფეხბურთელს ,რომელსაც ჯერ ბოლომდე არ უთქვამს თავის სათქმელი,მიუხედავად იმისა,რომ 22 წლის ასაკში სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელად მოასწრო და დასახელდა და ეს ყველაფერი პირველივე სეზონში ,რაც მართლა თუ სასწაული არა მინიმუმ დასაფასებელია... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზში, 2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ამ ეპიზოდმა მისი წარმოდგენა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით მთლიანად შეცვალა:

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.

უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემსკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა, დავიბენი უცებ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის, არ ვიცი, მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ", - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერნეტ გადაცემაში "არ გაჩერდე, უგულშემატკივრე საქართველო", რომელიც საქართველოს ბანკის სპონსორობით გადის.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიმართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესოთა შორის დასახელდა. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან მივიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ "ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა".

ნახეთ ასევე: