ავტორი:

"ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ - მაყურებლისთვისაც... ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ" - ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება სერიალს მიღმა

"ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ - მაყურებლისთვისაც... ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ" - ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება სერიალს მიღმა

წლებია, მსახიობი ანა მჭედლიძე "ჩემი ცოლის დაქალებში" თამუნას როლს ასრულებს. სერიალის ბოლო ეპიზოდებში, მაყურებლებისთვის თამუნას ცვლილება განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად მის მტკიცე ხასიათს...

- ანა, სერიალის ახალ სეზონზე როგორ თამუნას ელოდი?

- სცენარი სულ სიურპრიზებითაა სავსე. ახლა დადებითი მოლოდინი მქონდა: ვიცოდი, ჩვენს "ხაზში" რაღაც საინტერესო მოხდებოდა, თუმცა კონკრეტულად - რა, არ ვიცოდი...

- მუშაობა ახლა უფრო იოლია თუ წინათ უფრო გიმარტივდებოდა?

- წინათ, ჩვენს სცენებში სულ მხიარულება იყო. ახლა ცოტათი დაძაბულობა "შემოვიდა". მუშაობა მაშინაც სასიამოვნო იყო და ახლაც ასეა. ჩემი პერსონაჟის გარდასახვა ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოხდა: თენგო რუსეთში წავიდა, შემდეგ ჩამოვიდა, შეცვლილი თამუნა დახვდა...

- როგორ ფიქრობ, რა აიძულებს თამუნას, რომ თენგოსთან ერთად იცხოვროს?

- რა თქმა უნდა, თავდაპირველი გრძნობები, რაც ამ წყვილს ერთმანეთის მიმართ ჰქონდა, აღარ არის: თენგო და თამუნა გაიზარდნენ, რაღაცები გადააფასეს... მგონია, თამუნა ღირსეული ქალია და თენგოსთან თანაცხოვრებას ღირსეულად აგრძელებს. თან, ჯერჯერობით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებს. თენგოც არ არის ცუდი ადამიანი, რომ თამუნა მის პიროვნებას ვერ იტანდეს. ჩემს გმირს ქმარი ისეთი უყვარს, როგორიც არის. ვიცით, თენგო როგორც ჯაჯღანებს, მაგრამ ეს მისი საუბრის მანერაა, გადმოცემის ასეთი უნარი აქვს. ხომ ვხედავთ, მაგალითად, ბატები როგორ უყვარს, მათ შესახებ როგორ საუბრობს, არა? კეთილი გული აქვს... წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ თამუნა კარგი გოგო მგონია (იღიმის).

- შოთიკო ნოზაძესთან (თენგოს როლის შემსრულებელთან) თანამშრომლობის მერე, შენს ლექსიკონში უცენზურო სიტყვები ხომ არ გაჩნდა?

- პირველად ეგ სიტყვები შოთიკოსგან არ გამიგონია (იცინის). ჩემთვის ყველაზე საყვარელი წამებია, როცა შოთიკო იცინის. მის "საფირმო ჩაცინებას" ვგულისხმობ. ეკრანზე ძალიან სასაცილოა და რეალურ ცხოვრებაში, როცა თვალებში მიყურებს და იცინის, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სიტუაცია იქნება?! შოთიკოსთან მუშაობა ძალიან კარგია, რადგან გადაღება სულ ხალისიანად მიმდინარეობს.

- ალბათ, პერსონაჟის სახელით ხშირად მოგმართავენ. ეს დამღლელი არ არის?

- არა, არა!.. ვინც არ მიცნობს, "თამუნას" ხშირად მეძახის. ფაქტია, სანამ უცხო ადამიანები სახელს მკითხავენ, მეუბნებიან, - თამუნათი გიცნობთო. პრობლემა არ მაქვს.

- შენი მონაწილეობით გადაღებულ ძველ ეპიზოდებს როცა უყურებ, როგორი განცდა გეუფლება?

- საერთოდ, ეკრანზე საკუთარი თავის ნახვა მიჭირს. ეპიზოდების ეთერში გასვლიდან გარკვეული პერიოდის მერე, "ჩავუჯდები" და ვუყურებ. მართლა არ მჯერა, რომ ჩვენი პერსონაჟების თავს ამდენი რამ მოხდა: ბაქართან დაკავშირებული ამბები, ხინკლის კუჭების ბიზნესი, ლუნას ისტორიები, ღალატის ამბავი... ძალიან საინტერესოა და მსიამოვნებს, როცა შემთხვევით, ძველ ეპიზოდებს ვაწყდები.

- შენს მაშინდელ სამსახიობო ოსტატობას როგორ აფასებ?

- ეს სხვამ უნდა შეაფასოს. თავად საკუთარ თავს სულ კრიტიკულად ვუყურებ. საერთოდ, ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყო...

- მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ, რაც ახლა თამუნას თავს ხდება? სამეგობროში უღირსი წინადადებით თუ მოუმართავთ?

- კონკრეტულად, ჩემს სამეგობროში მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ასეთი ამბავი ახლობლებისგან გამიგია... სერიალში თამუნასთვის ბაქარის წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ბაქართან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მით უმეტეს - ბოლო წლებში, რჩევებსაც ეკითხებოდა... ბევრი კარგი შეხვედრა ჰქონდათ. ახლა რაც მოხდა, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ - მაყურებლისთვისაც. ბაქარის საქციელს ცუდად ვაფასებ, რა თქმა უნდა!..წაიკითხეთ სრულად