საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უმსხვილესი ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პროცესზე, რომელიც სამყაროს შეცვლის
მსოფლიოს უმსხვილესი ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პროცესზე, რომელიც სამყაროს შეცვლის

წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე სწრა­ფად დნე­ბა და რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ ძა­ლის­ხმე­ვა ამ ფაქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რათა ზღვის დო­ნის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მა­ტე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ.

კრი­ოს­ფე­რუ­ლი კლი­მა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვის ხუთ­შა­ბა­თის მოხ­სე­ნე­ბის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით მო­წო­დე­ბაა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი.

  • მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თუ გლო­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა პრე­ინ­დუსტრი­ულ სა­ბა­ზი­სო ნიშ­ნულ­ზე 2 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით აი­წევს, შე­საძ­ლოა, ამას პლა­ნე­ტის ზღვის დო­ნის 40 ფუტ­ზე მე­ტით აწე­ვა მოჰ­ყვეს - პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს შეც­ვლის.

ახა­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ხი­ფა­თო ვა­რა­უ­დე­ბი უფრო ახ­ლო­საა, ვიდ­რე მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ.

"შე­საძ­ლოა, ჩვენ მი­ვაღ­წი­ოთ ამ ტემ­პე­რა­ტუ­რულ ზღურ­ბლს, რომ­ლებ­ზეც დიდი ხა­ნია ვსა­უბ­რობ­დით, იმა­ზე ადრე, ვიდ­რე წლე­ბის წინ ვფიქ­რობ­დით“, - გა­ნა­ცხა­და რობ დე­კონ­ტომ, მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ტორ­მა.

მოხ­სე­ნე­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის 2 გრა­დუ­სით მა­ტე­ბა აი­ძუ­ლებს ბევ­რს, გა­იქ­ცეს სა­ნა­პი­რო და­სახ­ლე­ბე­ბი­დან.

IPCC-ის 2021 წლის ან­გა­რიშ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ა­ფა­სეს, რომ ზღვის დონე და­ახ­ლო­ე­ბით 0,9-დან 3,3 ფუ­ტამ­დე (0,28-დან 1,01 მეტ­რამ­დე) მო­ი­მა­ტებს 2100 წლის­თვის, თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი მტკი­ცე­ბით, ყი­ნუ­ლის სა­ფარს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. ახა­ლი კვლე­ვე­ბით კი დგინ­დე­ბა, რომ ყი­ნუ­ლის შრე­ე­ბის დნო­ბა უფრო დიდი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზია, ვიდ­რე IPCC 2 წლის წინ მი­იჩ­ნევ­და.

ახა­ლი ან­გა­რი­ში ასე­ვე ასა­ხავს, თუ რო­გორ ემუქ­რე­ბა მთის მყინ­ვა­რე­ბის მა­სის კლე­ბა ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კულ მა­რაგს და საფრ­თხეს უქ­მნის სას­მე­ლი წყლის წყა­რო­ებს. გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვის პროგ­რა­მის ბოლო მოხ­სე­ნე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი გეგ­მა­ვენ წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის ორ­ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბის მო­პო­ვე­ბას და წარ­მო­ე­ბას, რათა გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 1,5 გრა­დუსს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

წელს მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს მრა­ვა­ლი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი მსოფ­ლიო ყი­ნუ­ლის შე­სა­ხებ:

  • ან­ტარ­ქტი­დის ზღვის ყი­ნულ­მა მი­აღ­წია ყვე­ლა­ზე და­ბალ მაქ­სი­მუმს მას შემ­დეგ, რაც იმის ნი­შა­ნია, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ზღვის ყი­ნუ­ლის­თვის უფრო გამ­ძლე რე­გი­ონ­ში.
  • შვე­ი­ცა­რი­ის მყინ­ვა­რებ­მა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­სის და­ახ­ლო­ე­ბით 10% და­კარ­გეს.
  • გრენ­ლან­დი­ამ გა­ნი­ცა­და ზე­და­პი­რის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე სწრა­ფი დნო­ბა ის­ტო­რი­ა­ში.

ამავდრო­უ­ლად, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს ახა­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ვა­რა­უ­დობს, რომ და­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის დაშ­ლა უკვე გარ­და­უ­ვა­ლია და რომ გრენ­ლან­დი­ის მყინ­ვა­რე­ბი ხუთ­ჯერ სწრა­ფად დნე­ბა, ვიდ­რე 20 წლის წინ.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ახა­ლი ICCI ან­გა­რი­ში გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს COP28-ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, მსოფ­ლიო ლი­დე­რებს შო­რის კლი­მა­ტის დის­კუ­სი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც დუ­ბა­ი­ში 30 ნო­ემ­ბრი­დან 12 დე­კემ­ბრამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიოს უმსხვილესი ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პროცესზე, რომელიც სამყაროს შეცვლის

მსოფლიოს უმსხვილესი ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პროცესზე, რომელიც სამყაროს შეცვლის

წამყვანი მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება და რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ამ ფაქტის მოსაგვარებლად, რათა ზღვის დონის კატასტროფული მატება თავიდან აიცილონ.

კრიოსფერული კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ხუთშაბათის მოხსენების მთავარი თემა სწორედ მსოფლიო ლიდერების მისამართით მოწოდებაა, გაითვალისწინონ მათი გაფრთხილებები.

  • მოხსენებაში ნათქვამია, რომ თუ გლობალური საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ საბაზისო ნიშნულზე 2 გრადუსი ცელსიუსით აიწევს, შესაძლოა, ამას პლანეტის ზღვის დონის 40 ფუტზე მეტით აწევა მოჰყვეს - პროცესი, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლის.

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ სახიფათო ვარაუდები უფრო ახლოსაა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ.

"შესაძლოა, ჩვენ მივაღწიოთ ამ ტემპერატურულ ზღურბლს, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, იმაზე ადრე, ვიდრე წლების წინ ვფიქრობდით“, - განაცხადა რობ დეკონტომ, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის დირექტორმა.

მოხსენებაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გლობალური ტემპერატურის 2 გრადუსით მატება აიძულებს ბევრს, გაიქცეს სანაპირო დასახლებებიდან.

IPCC-ის 2021 წლის ანგარიშში მეცნიერებმა შეაფასეს, რომ ზღვის დონე დაახლოებით 0,9-დან 3,3 ფუტამდე (0,28-დან 1,01 მეტრამდე) მოიმატებს 2100 წლისთვის, თუმცა მაშინდელი მტკიცებით, ყინულის საფარს საფრთხე არ ემუქრებოდა. ახალი კვლევებით კი დგინდება, რომ ყინულის შრეების დნობა უფრო დიდი შეშფოთების მიზეზია, ვიდრე IPCC 2 წლის წინ მიიჩნევდა.

ახალი ანგარიში ასევე ასახავს, თუ როგორ ემუქრება მთის მყინვარების მასის კლება ჰიდროენერგეტიკულ მარაგს და საფრთხეს უქმნის სასმელი წყლის წყაროებს. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ბოლო მოხსენებამ აჩვენა, რომ მსოფლიო ლიდერები გეგმავენ წიაღისეული საწვავის ორჯერ მეტი რაოდენობის მოპოვებას და წარმოებას, რათა გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუსს არ აღემატებოდეს.

წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს მრავალი შემაშფოთებელი ნიშანი მსოფლიო ყინულის შესახებ:

  • ანტარქტიდის ზღვის ყინულმა მიაღწია ყველაზე დაბალ მაქსიმუმს მას შემდეგ, რაც იმის ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ზღვის ყინულისთვის უფრო გამძლე რეგიონში.
  • შვეიცარიის მყინვარებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში დარჩენილი მასის დაახლოებით 10% დაკარგეს.
  • გრენლანდიამ განიცადა ზედაპირის მეორე ყველაზე სწრაფი დნობა ისტორიაში.

ამავდროულად, მეცნიერებმა გამოავლინეს ახალი კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დაშლა უკვე გარდაუვალია და რომ გრენლანდიის მყინვარები ხუთჯერ სწრაფად დნება, ვიდრე 20 წლის წინ.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი ICCI ანგარიში გავლენას მოახდენს COP28-ის მოლაპარაკებებზე, მსოფლიო ლიდერებს შორის კლიმატის დისკუსიებზე, რომლებიც დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე გაიმართება.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი