მიიჩნევა, რომ დილის რუტინა მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაფერ ჯანსაღს, რასაც იღებთ გაღვიძების შემდეგ, დიდი სარგებლობა მოაქვს. არსებობს რამდენიმე სასმელი, რომლებსაც სასარგებლო თვისებებს მიაწერენ: ზოგს ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან და ზოგი იმუნიტეტს ამაღლებს.
მსგავს სასმელებს აქტიურად იყენებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და სწორედ მათ მიერ გაზიარებულ 3 რეცეპტს გთავაზობთ. ამბობენ, რომ ამ სასმელებს - ე.წ. დეტოქს-კოქტეილებს ისინი რეგულარულად იღებენ დილაობით და ამის წყალობით კანიც წესრიგში აქვთ, მთელი დღე ენერგიულები არიან და ორგანიზმსაც ისუფთავებენ.
49 წლის ვიქტორია ბექჰემს ყოველთვის უყვარდა ექსპერიმენტები სილამაზისა და ჯანმრთელობის ახალ და საინტერესო საშუალებებთან. ახლახან აღიარა, რომ ყოველი მისი დილა იწყება უჩვეულო ცხელი სასმლით - "ქერის ყავით", რომელიც რა თქმა უნდა, ყავა არ არის. ეს უკოფეინო სასმელი მოხალული და დაფქვილი ქერისგან არის მომზადებული.
"ყოველ დილას ქერის ყავით ვიწყებ. მასში არ არის არც ყავა და არც სხვა რაიმე სტიმულატორი. ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაუმჯობესებელი თვისებები აქვს".
ცნობილია, რომ კოფეინი კოლაგენის განახლებას ანელებს, ასე რომ, ვიქტორია შესაძლოა მართალია. ასევე უყვარს სასმელში დარიჩინის დამატება. გააგრძელეთ კითხვა