მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: "ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ დაბრუნებას“ - რას წერს რადას დეპუტატი?
ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: "ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ დაბრუნებას“ - რას წერს რადას დეპუტატი?

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ამ მე­ო­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მო­ქა­ლა­ქე არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბა. ამის შე­სა­ხებ მაც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ, მე კი თქვენ გაც­ნო­ბებთ. ვე­ლო­დე­ბით "მზვე­რა­ვის" უკ­რა­ი­ნა­ში სწრაფ (თუმ­ცა სა­ეჭ­ვო) დაბ­რუ­ნე­ბას“, - წერს უმაღ­ლე­სი რა­დად დე­პუ­ტა­ტი ნა­ტა­ლია პიპა პარ­ტია "გო­ლო­სი­დან“. საქ­მე შე­ე­ხე­ბა სწო­რედ პი­პა­სა და არეს­ტო­ვიჩ­სა შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას.

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცია აცხა­დევს, რომ 29 დე­პუ­ტა­ტის ჯგუ­ფის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის წარ­მო­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­სა და დე­პუ­ტატ ნა­ტა­ლია პი­პას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო. ზა­ფხულ­ში ნა­ტა­ლია პი­პას ოდე­სის ქუ­ჩა­ში ერთ-ერთ მო­ზარ­დთან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და. ბიჭი ქუ­ჩა­ში რუ­სულ ენა­ზე ას­რუ­ლებ­და საბ­ჭო­თა მომ­ღერ­ლის, ვიქ­ტორ ცოის სიმ­ღე­რებს, რა­ზეც სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა.

დე­პუ­ტატს ახალ­გაზ­რდამ უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც ქალ­მა პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და ნა­ტა­ლია პიპა უკ­რა­ი­ნა­ში ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ოქ­ტომ­ბერ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის ჯგუფ­მა უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა და არეს­ტო­ვიჩს და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

ამ დრო­ის­თვის არეს­ტო­ვი­ჩი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. ორი კვი­რის წინ ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა აშშ-დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი.

დღეს არეს­ტო­ვიჩ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი წერს, რომ მის ად­ვო­კა­ტებს გან­ცხა­დე­ბე­ბის და სარ­ჩე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან.

"ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ჩემს ად­ვო­კა­ტებს უარი უთხრეს ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბი­სა და შე­გე­ბე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის მი­ღე­ბა­ზე. უბ­რა­ლოდ, არ არე­გის­ტრი­რე­ბენ. ეს ნიშ­ნავს, რომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა კონ­ტრო­ლი თა­ვად გვარ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ აქვს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბა? ჩვენ, რა თქმა უნდა, სა­სა­მარ­თლოს გზით წა­ვალთ. დე­მოკ­რა­ტია შვიდ­მი­ლი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ა­ბი­ჯებს. ერთი-ორი. ერთი-ორი“, – წერს არეს­ტო­ვი­ჩი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
1

ნელ-ნელა იკვეთება რეალური სურათი თუ ვინ ვინ არის. ისე არ მოხდეს რომ თვითონ უკრაინელმა ხალხმა ამათ (ზელენსკი, არესტოვიჩი, ერმაკი და სხვები) გადაუაროს. მე მგონი მანდ ყველაზე წესიერი და მართალი ადამიანი ზალუჟნია. ისე, ეს ნაცები რატომ არიან ჩუმად და არაფერს არ ამბობენ ამ საკითხთან დაკავშირებით?

ნანული
1

ეს თამაშის ნაწილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: "ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ დაბრუნებას“ - რას წერს რადას დეპუტატი?

ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: "ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ დაბრუნებას“ - რას წერს რადას დეპუტატი?

უკრაინის პოლიციამ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ.

"მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ამის შესახებ მაცნობა უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ, მე კი თქვენ გაცნობებთ. ველოდებით "მზვერავის" უკრაინაში სწრაფ (თუმცა საეჭვო) დაბრუნებას“, - წერს უმაღლესი რადად დეპუტატი ნატალია პიპა პარტია "გოლოსიდან“. საქმე შეეხება სწორედ პიპასა და არესტოვიჩსა შორის არსებულ დაპირისპირებას.

უკრაინის პოლიცია აცხადევს, რომ 29 დეპუტატის ჯგუფის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩსა და დეპუტატ ნატალია პიპას შორის უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ზაფხულში ნატალია პიპას ოდესის ქუჩაში ერთ-ერთ მოზარდთან დაპირისპირება მოუვიდა. ბიჭი ქუჩაში რუსულ ენაზე ასრულებდა საბჭოთა მომღერლის, ვიქტორ ცოის სიმღერებს, რაზეც სახალხო დეპუტატმა შენიშვნა მისცა.

დეპუტატს ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციაში იჩივლა. მომხდარის შემდეგ, ალექსეი არესტოვიჩმა სასამართლოს მიმართა და ნატალია პიპა უკრაინაში ეროვნული შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ოქტომბერში დეპუტატების ჯგუფმა უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში განცხადება შეიტანა და არესტოვიჩს დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაში დასდეს ბრალი.

ამ დროისთვის არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება. ორი კვირის წინ ყოფილმა მრჩეველმა აშშ-დან გამოაქვეყნა ფოტოები.

დღეს არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა. ყოფილი მრჩეველი წერს, რომ მის ადვოკატებს განცხადებების და სარჩელის რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან.

"ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს უარი უთხრეს ყველა განცხადებისა და შეგებებული სარჩელის მიღებაზე. უბრალოდ, არ არეგისტრირებენ. ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე. საინტერესოა, ვინ აქვს ქვეყანაში ასეთი ძალაუფლება? ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით წავალთ. დემოკრატია შვიდმილიანი ნაბიჯებით მიაბიჯებს. ერთი-ორი. ერთი-ორი“, – წერს არესტოვიჩი.

წაიკითხეთ ასევე: