სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის- "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"
კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის-  "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"

პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მო­რი­გი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­წერ­და.

მისი თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლებ­ში სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და წა­მე­ბას.

მი­ნის­ტრის ამ გან­ცხა­დე­ბას სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა.

"თქვენ ღე­ლავთ და იმი­ტომ ღე­ლავთ, რომ რთუ­ლია ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ჩა­მო­რე­ცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია შე­უ­რა­ცხყო­ფა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არ ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი სი­ტყვა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ შე­იყ­ვანთ ხალ­ხს შეც­დო­მა­ში. ერთი სი­ტყვა არ ყო­ფი­ლა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, თქვე­ნი იყო ქალ­ბა­ტო­ნო ანი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი. უბ­რა­ლოდ, თქვენ ყო­ველ­თვის სარ­გებ­ლობთ ერთი რა­მით, რომ თქვე­ნი ხმა დარ­ბა­ზი­დან არ ის­მის, თუმ­ცა აქ მე­დი­აც არის, გა­ი­გებ­და თქვენს ეპი­თე­ტებს. ეს თქვენ­ზე მე­ტყვე­ლებს. მე არ მა­ნაღ­ვლებს, თქვენ ვის­ზე რა შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებთ“,- აღ­ნიშ­ნა რატი ბრე­გა­ძემ.

დე­პუ­ტა­ტებ­სა და მი­ნისტრს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და პარ­ლა­მენ­ტიც ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ, რო­მელ­საც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ნაც­ვლად მიჰ­ყავს პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა.

"შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე ნუ გა­დახ­ვალთ. გი­ნე­ბა არ გეშ­ლე­ბათ, რა ამ­ბა­ვია, ოთხი ადა­მი­ა­ნი გად­გათ თავ­ზე, ქალ­ბა­ტო­ნო ანი. ყვე­ლას გაქვთ საკ­მაო გა­მოს­ვლის დრო. რაც არ უნდა მწვა­ვე იყოს შე­ფა­სე­ბე­ბი ტრი­ბუ­ნი­დან, იგი­ვე მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი თქვენც თქვენს დროს შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ“, - მი­მარ­თა ვოლ­სკიმ ანა წით­ლი­ძეს.

"ქალ­ბა­ტო­ნო თინა, მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ მო­მი­ყე­ნე­ბია და ვის­მენთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენს უზ­რდე­ლო­ბას. სირ­ცხვი­ლია, რომ ქალი ასეთ სი­ტყვებს კად­რუ­ლობთ - და­გი­ორ­გა­ნი­ზებთ იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში ზრდი­ლო­ბის გაკ­ვე­თი­ლებს", - ასე კი რატი ბრე­გა­ძემ ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, თინა ბო­კუ­ჩა­ვას მი­მარ­თა.

მი­სი­ვე თქმით, ცუ­დია, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად სა­უ­ბარს ვერ მი­ეჩ­ვივ­ნენ და უზ­რდე­ლურ ეპი­თე­ტებს იყე­ნე­ბენ.

"ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა ასე რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?! მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვაც არ მით­ქვამს, თუმ­ცა თქვენ ახლა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, რა თქმა უნდა, თავი გა­მო­ი­ჩი­ნეთ ისევ და ისევ ამ შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბით. პრე­მი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვა და ყვე­ლას მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გე­ტყვით პირ­და­პირ - ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რო­მელ­მაც, ქალ­ბა­ტო­ნო თინა, და­ას­რუ­ლა ის სა­მარ­ცხვი­ნო პრაქ­ტი­კა, რაც თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და. ასე­ვე ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მოხ­და. ასე­ვე, ამა­ყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რო­მელ­მაც მისი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს წი­ნა­შე რე­კო­მენ­და­ცია გა­ე­წია, რომ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამით ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსი­ა­მოვ­ნებთ და მზად ხართ, შე­უ­რა­ცხყოთ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გზა­ზე ქმე­დით ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, თუმ­ცა მე ამით ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ.

ქალ­ბა­ტო­ნო თინა, თქვე­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მი ახლა რა­საც ამ­ბობთ, არის უზ­რდე­ლო­ბა, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით და სირ­ცხვი­ლია, რომ ქალი ესეთ სი­ტყვებს კად­რუ­ლობთ. ახლა მე არ შე­მოგ­ყვე­ბით ამა­ში, არ მინ­და შე­მოგ­ყვეთ ამ სა­უ­ბარ­ში, ეს არის უზ­რდე­ლო­ბა. იმე­დია, მე­დია აფიქ­სი­რებს თქვენს გა­მუდ­მე­ბულ შე­ძა­ხი­ლებს - "მონა, მონა“. თქვენ სხვა არა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ ქალ­ბა­ტო­ნო თინა, გე­ტყო­ბათ. მე თქვენ­თვის ერთი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ მო­მი­ყე­ნე­ბია, ვის­მენთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენს უზ­რდე­ლო­ბას. და­ას­რუ­ლეთ, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ნუ სა­უბ­რობთ, ვერ გა­და­ფა­რავთ, მიჩ­ვე­უ­ლი ხართ ნას­წავ­ლი გაქვთ. გა­ჩუმ­დით.

ცუ­დია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ეჩ­ვივ­ნენ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად სა­უ­ბარს და იყე­ნე­ბენ უზ­რდე­ლურ ეპი­თე­ტებს. და­გი­ორ­გა­ნი­ზებთ იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში ზრდი­ლო­ბის გაკ­ვე­თი­ლებს და თქვენ [ხა­ჯიშ­ვილს] გა­ჩუ­ქებთ წამ­ზომს, რათა ტყუ­ი­ლე­ბით არ ისა­უბ­როთ. და­უკ­ვირ­დით სი­ტყვებს, ჩემი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნო თინა, ძა­ლი­ან მა­გა­რი ხართ, ყო­ჩაღ. სირ­ცხვი­ლია, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ქა­ლის ლექ­სი­კა­ში არ ჯდე­ბა ის სი­ტყვე­ბი, რა­საც სა­უბ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ მი­ნისტრს ასე მი­მარ­თა:

"თქვენ და თქვე­ნი მთავ­რო­ბის სტან­დარ­ტი­თაც ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს სი­მუ­ლან­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­დით და ყოვ­ლად ამო­რა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სხვა გზავ­ნი­ლის გაჟ­ღე­რე­ბა და­გა­ვა­ლეს და ამა­საც ჩვე­უ­ლი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით ას­რუ­ლებთ. ახლა ირ­წმუ­ნე­ბით, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია და მისი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნით იმუქ­რე­ბით. თქვე­ნი უსაგ­ნო და უგ­ვა­ნო მუ­ქა­რის არა­ვის ეში­ნია, ბა­ტო­ნო რატი, მაგ­რამ ერთ კი­თხვა ნამ­დვი­ლად მაქვს - თუ წარ­სულ­ში ადა­მი­ა­ნი სი­მუ­ლან­ტობ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში თავს ყო­ველ­თვის გა­და­სა­რე­ვად გრძნობ­და ახლა რა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბით? ტყუ­ო­დით წარ­სულ­ში და ტყუ­ით ახ­ლაც და ასეთ მა­ტყუ­ა­რად და­გი­მახ­სოვ­რებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
2

რა სასაცილო სიფათები აქვთ ამ ნაცმაცუნა ქალოებს )))))))))))

ეკას
1

ესენი რომ მიბრუნდებიან რას იზამენო, თორემ ვინც არც წასვლა მობრუნებას ფიქრობს, უკეთესნი არიან.არც მოსაბრუნებელნი და არც წასასვლელი.ქვეყანა ცირკად აქციეს ნაც _ქოცობამ.იყოფენ და ვერ გაიყვეს მინდორ ველი .

ავტორი:

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის- "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში: ამჯერად რატი ბრეგაძესა და ბოკუჩავა-წითლიძეს შორის-  "სირცხვილია, ქალი რომ ესეთ სიტყვებს კადრულობთ. დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს"

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ის "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერდა.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებში სისტემური ხასიათი ჰქონდა წამებას.

მინისტრის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზიდან "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების შეძახილები მოჰყვა.

"თქვენ ღელავთ და იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი არ ყოფილა არცერთი სიტყვა. ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ერთი სიტყვა არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, თქვენი იყო ქალბატონო ანი, შეურაცხმყოფელი სიტყვები. უბრალოდ, თქვენ ყოველთვის სარგებლობთ ერთი რამით, რომ თქვენი ხმა დარბაზიდან არ ისმის, თუმცა აქ მედიაც არის, გაიგებდა თქვენს ეპითეტებს. ეს თქვენზე მეტყველებს. მე არ მანაღვლებს, თქვენ ვისზე რა შეფასებას გააკეთებთ“,- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

დეპუტატებსა და მინისტრს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტიც ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომელსაც შალვა პაპუაშვილის ნაცვლად მიჰყავს პლენარული სხდომა.

"შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ. გინება არ გეშლებათ, რა ამბავია, ოთხი ადამიანი გადგათ თავზე, ქალბატონო ანი. ყველას გაქვთ საკმაო გამოსვლის დრო. რაც არ უნდა მწვავე იყოს შეფასებები ტრიბუნიდან, იგივე მწვავე შეფასებები თქვენც თქვენს დროს შეგიძლიათ გააკეთოთ“, - მიმართა ვოლსკიმ ანა წითლიძეს.

"ქალბატონო თინა, მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია და ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ - დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს", - ასე კი რატი ბრეგაძემ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მიმართა.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ოპოზიციონერები კონსტრუქციულად საუბარს ვერ მიეჩვივნენ და უზრდელურ ეპითეტებს იყენებენ.

"ამდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა ასე როგორ მოახერხეთ?! მე თქვენთვის ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა თქვენ ახლა ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებითაც გეტყვით პირდაპირ - ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა. ასევე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც მისი მოქმედებების შედეგად, ევროკომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის საბჭოს წინაშე რეკომენდაცია გაეწია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ.

ქალბატონო თინა, თქვენი გამონათქვამი ახლა რასაც ამბობთ, არის უზრდელობა, პირდაპირ გეუბნებით და სირცხვილია, რომ ქალი ესეთ სიტყვებს კადრულობთ. ახლა მე არ შემოგყვებით ამაში, არ მინდა შემოგყვეთ ამ საუბარში, ეს არის უზრდელობა. იმედია, მედია აფიქსირებს თქვენს გამუდმებულ შეძახილებს - "მონა, მონა“. თქვენ სხვა არაფერი შეგიძლიათ ქალბატონო თინა, გეტყობათ. მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. დაასრულეთ, პარალელურ რეჟიმში ნუ საუბრობთ, ვერ გადაფარავთ, მიჩვეული ხართ ნასწავლი გაქვთ. გაჩუმდით.

ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ უზრდელურ ეპითეტებს. დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ [ხაჯიშვილს] გაჩუქებთ წამზომს, რათა ტყუილებით არ ისაუბროთ. დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი მოწოდება იქნება. ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. სირცხვილია, ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც საუბრობთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავამ მინისტრს ასე მიმართა:

"თქვენ და თქვენი მთავრობის სტანდარტითაც ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სიმულანტად მოიხსენიებდით და ყოვლად ამორალურ განცხადებებს აკეთებდით მისი ჯანმრთელობის შესახებ.

ბოლო რამდენიმე დღეა სხვა გზავნილის გაჟღერება დაგავალეს და ამასაც ჩვეული მონური მორჩილებით ასრულებთ. ახლა ირწმუნებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია და მისი რუსთავის ციხეში გადაყვანით იმუქრებით. თქვენი უსაგნო და უგვანო მუქარის არავის ეშინია, ბატონო რატი, მაგრამ ერთ კითხვა ნამდვილად მაქვს - თუ წარსულში ადამიანი სიმულანტობდა და სინამდვილეში თავს ყოველთვის გადასარევად გრძნობდა ახლა რა გაუმჯობესებაზე გველაპარაკებით? ტყუოდით წარსულში და ტყუით ახლაც და ასეთ მატყუარად დაგიმახსოვრებთ ქართველი ხალხი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

იხილეთ ასევე: