მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით
პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით

"ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, X-ის (ყო­ფი­ლი "თვი­თე­რი“) მომ­ხა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფი გახ­და, რომ­ლებ­საც რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა არ აქვთ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ამ "ინფლუ­ენ­სე­რებ­მა" გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად, მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი და­აგ­რო­ვეს. კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ყალ­ბი ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი, ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ "ჰა­მა­სის" მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­საც კი უარ­ყოფ­და.

დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ინფლუ­ენ­სე­რე­ბის ეს ჯგუ­ფი თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ფულს X-ის ახა­ლი, ისე­თი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ფა­სი­ა­ნი გა­მო­წე­რა და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი.

  • ახალ ინფლუ­ენ­სე­რებ­ში ლი­დე­რობს 24 წლის ამე­რი­კე­ლი, ჯექ­სონ ჰინ­კლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბე­ლა­დის, იო­სებ სტა­ლი­ნის რო­მან­ტი­ზე­ბით.
ჯექ­სო­ნი თვლის, რომ მსოფ­ლი­ოს სტა­ლი­ნი სჭირ­დე­ბა

"ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე შე­ტე­ვის შემ­დეგ, ჯექ­სონ ჰინ­კლის გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა X-ზე 4-ჯერ გა­ი­ზარ­და და ახლა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ოდ­ში მისი გვერ­დის ნახ­ვე­ბი, რეტვი­ტე­ბი, ლა­ი­ქე­ბი და კო­მე­ნა­ტე­რე­ბი ყვე­ლა­ზე მეტი იყო.

ამ პე­რი­ოდ­ში მან 20-მი­ლი­ონ­ზე მეტი რეტვი­ტი და­აგ­რო­ვა და და­წე­რა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პოს­ტე­ბის 75%. ანუ 20 ცნო­ბი­ლი პოს­ტი­დან 15 ჰინ­კლი­საა. მო­ნა­ცე­მე­ბი კომ­პა­ნია Logically-ის აქვს, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ალ­გო­რით­მებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლიზ­ში იყე­ნებს.

ჰინ­კლმა სა­კუ­თა­რი ფო­ტოც კი ჩას­ვა პუ­ტინ­თან ერ­თად

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჰინ­კლის პოს­ტე­ბის ბუ­მის სა­ი­დუმ­ლო მის კონ­ტენ­ტშია. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ყალბ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას, რომ­ლე­ბიც ემო­ცი­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ის აქ­ვეყ­ნებს მა­სა­ლას, სა­დაც ჩა­ნან დაჭ­რი­ლი, ან და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და ასე შემ­დეგ. ეს კი აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს.

ფე­იკ­მა "ცა­ხა­ლის" გე­ნერ­ლის ტყვე­ო­ბა­ზე 18 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა

ამას­თანave, ამე­რი­კელს მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტზე არა­ვი­თა­რი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია. აქ­ტი­ვის­ტის კა­რი­ე­რა თავ­და­პირ­ვე­ლად ისე და­ი­წყო, რო­გორც ეკო­ლოგ­მა.17 წლის ასაკ­ში Teen Vogue-მ გა­რე­მოს დაც­ვის ახალ­გაზ­რდა ენ­თუ­ზი­ას­ტებ­ში მო­იხ­სე­ნია.

  • თუმ­ცა პო­პუ­ლა­რუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც თავი MAGA-კო­მუ­ნის­ტად გა­მო­ა­ცხა­და, ანუ გახ­და კო­მუ­ნის­ტი და თან დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი. ჰინ­კლი ფიქ­რობს, რომ კო­მუ­ნიზ­მი პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა­სა და სტა­ლი­ნის გან­დი­დე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

7 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმამ­დე, ჰინ­კლი პირ­ველ რიგ­ში, ცნო­ბი­ლი იყო კრემ­ლის პრო­პა­გან­დის თე­ზი­სე­ბის გა­მე­ო­რე­ბით: ის "ამ­ხელ­და“ "კი­ევ­ში ნა­ცის­ტებს“ და ყო­ველ­გვა­რი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თის გა­რე­შე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

რუ­სულ პრო­პა­გან­და­საც მეტი რა უნ­დო­და?! ჰინ­კლი თა­ვი­ანთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სტუმ­რად მი­იწ­ვი­ეს, მათ შო­რის, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ და Russia Today-ის ეთერ­ში, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო "Российская газета“ "ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტს“ უწო­დებს.

თუმ­ცა "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ჯექ­სონ ჰინ­კლი ამ კონ­ფლიქტზე გა­და­ერ­თო. ყო­ველ დღე აქ­ვეყ­ნებს ათო­ბით პოსტს, სა­დაც ის­რა­ელს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“ და "ალ-ქა­ი­დას­თან“ აი­გი­ვებს.

ჰინ­კლის ზო­გი­ერ­თი პოს­ტი BBC-იმ შე­ის­წავ­ლა და და­ამ­ტკი­ცა, რომ ყალ­ბი იყო. მა­გა­ლი­თად, ვი­დეო, რო­მე­ლიც ჯექ­სონ­მა დადო და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ღა­ზა­ზე ის­რა­ე­ლის ავი­ა­ი­ე­რი­ში იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ა­ლუ­რად, სი­რი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იყო.

კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, ის ლი­ბე­რა­ლურ ებ­რა­ულ გა­ზეთს Haaretz ცი­ტი­რებ­და, სა­დაც თით­ქოს დად­გე­ნი­ლი იყო, რომ "ჰა­მა­სის" შე­ტე­ვას 900 ებ­რა­ე­ლი შე­ე­წი­რა და არა 1200, ხოლო ნა­ხე­ვა­რი იმ 900-დან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო. თუმ­ცა მსგავ­სი გა­მო­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა და Haaretz-მა ჰინ­კლის პოსტს თავ­ხე­დუ­რი ტყუ­ი­ლი უწო­და. ბი­ჭის "თვით­მა" კი 5-მი­ლი­ონ ნახ­ვა­ზე მეტი და­აგ­რო­ვა და დღემ­დე არ წა­უშ­ლია.

მე­ტიც, ჰინ­კლი უარ­ყოფს ჰა­მა­სის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს. ამ­ტკი­ცებს, რომ ის­რა­ელ­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ Supernova-ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არა ბო­ე­ვი­კე­ბის მიერ, არა­მედ ჯვა­რე­დი­ნი ცე­ცხლის გამო და­ი­ღუპ­ნენ. "ჰა­მა­სი არ არის 7 ოქ­ტომ­ბრის სიმ­ხე­ცე­ში დამ­ნა­შა­ვე“, - წერს პოს­ტში.

BBC-სთან სა­უ­ბარ­ში, ჰინ­კლმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ამ კონ­ფლიქტზე სი­მარ­თლეს ავ­რცე­ლებს.

"მე არ ვცდი­ლობ ამით რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღო. მირ­ჩევ­ნია, სი­მარ­თლით გა­მო­ვი­მუ­შა­ვო, ვიდ­რე ამ პრობ­ლე­მებ­ზე ტყუ­ი­ლე­ბი გა­ვავ­რცე­ლო“, - ამ­ბობს ჰინ­კლი.

  • ჰინ­კლი ერ­თა­დერ­თი ინფლუ­ენ­სე­რი არ არის, ვინც ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ნის გა­რე­შე ცდი­ლობს ის­რა­ე­ლი-ჰა­მა­სის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბის წყა­რო იყოს.

ერთ-ერთი ასე­თი მა­რიო ნავ­ფა­ლია, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის თე­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე კი სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სფე­რო­ში იყო. ნავ­ფალს X-ში მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის კონ­ფლიქტს ყო­ველ­დღი­უ­რად აშუ­ქებს და არც ერთ მხა­რეს არ უჭერს მხარს. მისი ყო­ვე­ლი პოს­ტი იწყე­ბა ასე - "სას­წრა­ფოდ". ხში­რად სი­ახ­ლის წყა­როს არ ასა­ხე­ლებს და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

ერთხელ სი­რი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ეს ღა­ზა­ში მოხ­და. მო­გი­ვა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლა, თუმ­ცა არის კი­დევ ერთი ყალ­ბი სი­ახ­ლე, სა­დაც წერ­და, რომ "ჰა­მა­სმა" ის­რა­ე­ლის გე­ნე­რა­ლი ტყვედ აიყ­ვა­ნა. პოსტმა 18 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა და დღემ­დე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

კონ­ფლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბის სხვა ინფლუ­ენ­სე­რებს შო­რის არი­ან: კო­ლინგ რაგი და დო­მი­ნი­კი მა­კგი, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის დიდი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან. რაგი ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ჰეზ­ბო­ლამ“ ის­რა­ე­ლის სა­ზღვა­რი პა­რაპ­ლა­ნე­ბით გა­დაკ­ვე­თა.

  • ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა "ლა­ი­ქე­ბი­თა" და "რეთ­ვი­თე­ბით"

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი შა­ი­ან სარ­და­რი­ზა­დე პო­პუ­ლა­რულ ფე­ი­კებს სწავ­ლობს. "სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ალ­გო­რით­მე­ბი შო­კის­მომ­გვრე­ლი ან სკან­და­ლუ­რი კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბას ახა­ლი­სებს, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ. ომე­ბი ასე­თი კონ­ტენ­ტის­თვის ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს იძ­ლე­ვა“, - ამ­ბობს შა­ი­ა­ნი.

ილონ მას­კის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პრე­მი­უმ-გა­მო­წე­რა ამას კი­დევ უფრო უწყობს ხელს, იმი­ტომ რომ ალ­გო­რით­მი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რო­მელ­თა კონ­ტენ­ტიც ფა­სი­ა­ნია და ასეთ კონ­ტენტს უფრო ხში­რად თავ­ში­ვე აჩ­ვე­ნებს.

ამ რე­ფორ­მის მი­ხედ­ვით, X-ის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ფა­სი­ა­ნი გა­მომ­წე­რე­ბი მი­ი­ღეს და რაც მთა­ვა­რია, რეკ­ლა­მის შე­მო­სავ­ლის მე­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. რეკ­ლა­მი­დან შე­მო­სა­ვა­ლი ნახ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ნა­წილ­დე­ბა.

სხვა­დას­ხვა ინფლუ­ენ­სერს გა­მო­წე­რის სხვა­დას­ხვა ფასი აქვს. მა­გა­ლი­თად, ჰინ­კლის გა­მო­წე­რა თვე­ში 3 დო­ლა­რი ღირს. ფა­სი­ა­ნი გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ სა­ჯა­როვ­დე­ბა.

წყა­რო

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმბერ
2

გაგიკვირდეთ ხო, ნახევარი საქართველო ეგ ტიპია სამწუხაროდ

ეკა
4

ამისთანებს ამერიკაში ეძახიან lowlife ანუ საზიზღარი ადამიანია, პოპულარუბისათვის ყველაფერს კადრულობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით

პუტინის მხარდამჭერი და სტალინის მეხოტბე 24 წლის ამერიკელი - X, როგორც ფეიკის გავრცელების საშუალება: ვინ როგორ გამოიმუშავებს ფულს ისრაელ-ჰამასის თემაზე სპეკულაციებით

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროები სოციალური ქსელის, X-ის (ყოფილი "თვითერი“) მომხარებელთა ჯგუფი გახდა, რომლებსაც რეგიონთან დაკავშირებით არავითარი ექსპერტული ცოდნა არ აქვთ, თუმცა აღნიშნულ პლატფორმაზე ამ კონფლიქტთან დაკავშირებით მათ მიერ გამოქვეყნებული სიახლეები პოპულარულია.

ამ "ინფლუენსერებმა" გადაუმოწმებელი ინფორმაციის რეგულარული გავრცელების შედეგად, მილიონობით გამომწერი დააგროვეს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყალბი ვიდეოები და ფოტოები, ზოგჯერ საერთოდ "ჰამასის" მიერ ჩადენილ დანაშაულსაც კი უარყოფდა.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფლუენსერების ეს ჯგუფი თავისი პოპულარობით სარგებლობს და ფულს X-ის ახალი, ისეთი ახალი ფუნქციებით გამოიმუშავებს, როგორებიცაა ფასიანი გამოწერა და სარეკლამო შემოსავალი.

  • ახალ ინფლუენსერებში ლიდერობს 24 წლის ამერიკელი, ჯექსონ ჰინკლი, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიყვარულით და საბჭოთა კავშირის ბელადის, იოსებ სტალინის რომანტიზებით.
ჯექსონი თვლის, რომ მსოფლიოს სტალინი სჭირდება

"ჰამასის" ისრაელზე შეტევის შემდეგ, ჯექსონ ჰინკლის გამომწერთა რაოდენობა X-ზე 4-ჯერ გაიზარდა და ახლა 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში მისი გვერდის ნახვები, რეტვიტები, ლაიქები და კომენატერები ყველაზე მეტი იყო.

ამ პერიოდში მან 20-მილიონზე მეტი რეტვიტი დააგროვა და დაწერა ყველაზე პოპულარული პოსტების 75%. ანუ 20 ცნობილი პოსტიდან 15 ჰინკლისაა. მონაცემები კომპანია Logically-ის აქვს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს დეზინფორმაციის ანალიზში იყენებს.

ჰინკლმა საკუთარი ფოტოც კი ჩასვა პუტინთან ერთად

სოციალურ ქსელებში ჰინკლის პოსტების ბუმის საიდუმლო მის კონტენტშია. ის ხშირად აქვეყნებს ყალბ ფოტო და ვიდეო მასალას, რომლებიც ემოციებზეა გათვლილი. ის აქვეყნებს მასალას, სადაც ჩანან დაჭრილი, ან დაღუპული ბავშვები, განადგურებული სახლები და ასე შემდეგ. ეს კი აუდიტორიის ყურადღებას იქცევს.

ფეიკმა "ცახალის" გენერლის ტყვეობაზე 18 მილიონი ნახვა დააგროვა

ამასთანave, ამერიკელს მიმდინარე კონფლიქტზე არავითარი ექსპერტული ცოდნა არ გააჩნია. აქტივისტის კარიერა თავდაპირველად ისე დაიწყო, როგორც ეკოლოგმა.17 წლის ასაკში Teen Vogue-მ გარემოს დაცვის ახალგაზრდა ენთუზიასტებში მოიხსენია.

  • თუმცა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც თავი MAGA-კომუნისტად გამოაცხადა, ანუ გახდა კომუნისტი და თან დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. ჰინკლი ფიქრობს, რომ კომუნიზმი პუტინის მხარდაჭერასა და სტალინის განდიდებაში გამოიხატება.

7 ოქტომბრამდე, ანუ "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმამდე, ჰინკლი პირველ რიგში, ცნობილი იყო კრემლის პროპაგანდის თეზისების გამეორებით: ის "ამხელდა“ "კიევში ნაცისტებს“ და ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთის გარეშე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.

რუსულ პროპაგანდასაც მეტი რა უნდოდა?! ჰინკლი თავიანთ ტელევიზიებში სტუმრად მიიწვიეს, მათ შორის, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და Russia Today-ის ეთერში, ხოლო სახელმწიფო "Российская газета“ "ამერიკელ ჟურნალისტს“ უწოდებს.

თუმცა "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ჯექსონ ჰინკლი ამ კონფლიქტზე გადაერთო. ყოველ დღე აქვეყნებს ათობით პოსტს, სადაც ისრაელს "ისლამურ სახელმწიფოსთან“ და "ალ-ქაიდასთან“ აიგივებს.

ჰინკლის ზოგიერთი პოსტი BBC-იმ შეისწავლა და დაამტკიცა, რომ ყალბი იყო. მაგალითად, ვიდეო, რომელიც ჯექსონმა დადო და ამტკიცებდა, რომ ღაზაზე ისრაელის ავიაიერიში იყო აღბეჭდილი, აღმოჩნდა, რომ რეალურად, სირიაში გადაღებული კადრები იყო.

კიდევ ერთი მაგალითი, ის ლიბერალურ ებრაულ გაზეთს Haaretz ციტირებდა, სადაც თითქოს დადგენილი იყო, რომ "ჰამასის" შეტევას 900 ებრაელი შეეწირა და არა 1200, ხოლო ნახევარი იმ 900-დან სამხედრო მოსამსახურე იყო. თუმცა მსგავსი გამოძიება არ ყოფილა და Haaretz-მა ჰინკლის პოსტს თავხედური ტყუილი უწოდა. ბიჭის "თვითმა" კი 5-მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა და დღემდე არ წაუშლია.

მეტიც, ჰინკლი უარყოფს ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამტკიცებს, რომ ისრაელში გამართულ ფესტივალ Supernova-ზე იმყოფებოდა და იქ მყოფი ადამიანები არა ბოევიკების მიერ, არამედ ჯვარედინი ცეცხლის გამო დაიღუპნენ. "ჰამასი არ არის 7 ოქტომბრის სიმხეცეში დამნაშავე“, - წერს პოსტში.

BBC-სთან საუბარში, ჰინკლმა განაცხადა, რომ ის ამ კონფლიქტზე სიმართლეს ავრცელებს.

"მე არ ვცდილობ ამით რაიმე სარგებელი მივიღო. მირჩევნია, სიმართლით გამოვიმუშავო, ვიდრე ამ პრობლემებზე ტყუილები გავავრცელო“, - ამბობს ჰინკლი.

  • ჰინკლი ერთადერთი ინფლუენსერი არ არის, ვინც ყოველგვარი ცოდნის გარეშე ცდილობს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ სიახლეების წყარო იყოს.

ერთ-ერთი ასეთი მარიო ნავფალია, რომელიც დუბაიში ცხოვრობს, კრიპტოვალუტების თემით არის დაკავებული, მანამდე კი სამზარეულოს მოწყობილობების სფეროში იყო. ნავფალს X-ში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ყოველდღიურად აშუქებს და არც ერთ მხარეს არ უჭერს მხარს. მისი ყოველი პოსტი იწყება ასე - "სასწრაფოდ". ხშირად სიახლის წყაროს არ ასახელებს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ერთხელ სირიაში გადაღებული სარაკეტო იერიშის კადრები გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ ეს ღაზაში მოხდა. მოგივანებით პოსტი წაშალა, თუმცა არის კიდევ ერთი ყალბი სიახლე, სადაც წერდა, რომ "ჰამასმა" ისრაელის გენერალი ტყვედ აიყვანა. პოსტმა 18 მილიონი ნახვა დააგროვა და დღემდე ხელმისაწვდომია.

კონფლიქტის გაშუქების სხვა ინფლუენსერებს შორის არიან: კოლინგ რაგი და დომინიკი მაკგი, რომლებიც ტრამპის დიდი მხარდამჭერები არიან. რაგი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "ჰეზბოლამ“ ისრაელის საზღვარი პარაპლანებით გადაკვეთა.

  • ფულის გამომუშავება "ლაიქებითა" და "რეთვითებით"

BBC-ის კორესპონდენტი შაიან სარდარიზადე პოპულარულ ფეიკებს სწავლობს. "სოციალური ქსელების ალგორითმები შოკისმომგვრელი ან სკანდალური კონტენტის გავრცელებას ახალისებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგულარულად და მიზანმიმართულად ავრცელებენ. ომები ასეთი კონტენტისთვის ნაყოფიერ ნიადაგს იძლევა“, - ამბობს შაიანი.

ილონ მასკის მიერ მოფიქრებული პრემიუმ-გამოწერა ამას კიდევ უფრო უწყობს ხელს, იმიტომ რომ ალგორითმი უპირატესობას ანიჭებს იმ მომხმარებლებს, რომელთა კონტენტიც ფასიანია და ასეთ კონტენტს უფრო ხშირად თავშივე აჩვენებს.

ამ რეფორმის მიხედვით, X-ის მომხმარებლებმა საკუთარი ფასიანი გამომწერები მიიღეს და რაც მთავარია, რეკლამის შემოსავლის მეწილეები გახდნენ. რეკლამიდან შემოსავალი ნახვების რაოდენობის მიხედვით ნაწილდება.

სხვადასხვა ინფლუენსერს გამოწერის სხვადასხვა ფასი აქვს. მაგალითად, ჰინკლის გამოწერა თვეში 3 დოლარი ღირს. ფასიანი გამომწერების რაოდენობა არ საჯაროვდება.

წყარო

ავტორი: ანრი კურტანიძე