მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)
რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)

დღეს, 17 ნო­ემ­ბერს, ერევ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ერთი და და­შავ­და სამი ადა­მი­ა­ნი.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შო­რის ერთ-ერთი არის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბით, მან ჩა­ი­სუნ­თქა დიდი ოდე­ნო­ბით კვამ­ლი, რის გა­მოც ცუ­დად გახ­და და მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულს, "არ­მენპ­რე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

მე­დი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­მი­ის ფა­კულ­ტე­ტის შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ის თქმით, ამ ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ე.წ. სა­ტუმ­ბი და­ნად­გა­რი და ასე­ვე იყო გა­მო­ყო­ფი­ლი გა­სახ­დე­ლი სივ­რცე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. მიმ­დე­ბა­რე ოთახ­ში კი არის ქი­მი­უ­რი მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის უკვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და შე­ა­მოწ­მეს ტე­რი­ტო­რია ქი­მი­კო­სებ­მა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და დად­გინ­და, რომ ჰა­ერ­ში არ გაფ­რქვე­უ­ლა სა­ხი­ფა­თო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი სამი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპი­კერ­მა ქნარ მი­სა­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ნო­ბა­ში ჯერ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, რა­საც მოჰ­ყვა აფეთ­ქე­ბა. მისი თქმით, ხან­ძა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, ძაბ­ვის მერ­ყე­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია. მი­სი­ვე ცნო­ბით, ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა ად­გილ­ზე შე­ნა­ხუ­ლი ქი­მი­უ­რი მა­სა­ლე­ბი. ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
12

რუსი ძმები ხო არ წაეხმარნენ?

გიო
11

რამ და კგბ მ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)

რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)

დღეს, 17 ნოემბერს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

დაშავებულების შორის ერთ-ერთი არის პოლიციელი, რომელიც აფეთქების შემდეგ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა. სამართალდამცველთა განცხადებით, მან ჩაისუნთქა დიდი ოდენობით კვამლი, რის გამოც ცუდად გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაღუპულს, "არმენპრესის" ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია. დანარჩენი დაშავებულებიც ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.

მედიის ცნობით, აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა. პოლიციის თქმით, ამ ოთახში განთავსებული იყო ე.წ. სატუმბი დანადგარი და ასევე იყო გამოყოფილი გასახდელი სივრცე თანამშრომლებისთვის. მიმდებარე ოთახში კი არის ქიმიური მასალების საცავი, რომელიც არ დაზიანებულა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დაათვალიერეს და შეამოწმეს ტერიტორია ქიმიკოსებმა და სხვა სპეციალისტებმა და დადგინდა, რომ ჰაერში არ გაფრქვეულა სახიფათო ნივთიერებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებული სამი დაზარალებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

უნივერსიტეტის სპიკერმა ქნარ მისაკიანმა განაცხადა, რომ შენობაში ჯერ გაჩნდა ხანძარი, რასაც მოჰყვა აფეთქება. მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ძაბვის მერყეობამ გამოიწვია. მისივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ადგილზე შენახული ქიმიური მასალები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.