სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში
ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ ღა­ზა­ში, ალ-ში­ფას სა­ა­ვად­მყო­ფოს კომ­პლექსში ოპე­რა­ცი­უ­ლი გვი­რა­ბის შახ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • "სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე “ჰა­მა­სის“ გვი­რა­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მო­აშ­კა­რავ­და“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ჰა­მა­სი“ ის­რა­ე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს და მას ალ-ში­ფას სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ "ცრუ სცე­ნა­რე­ბის, შე­თი­თხნი­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი­სა და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის" გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღა­ზის სექ­ტო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თქმით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ახლა ჟანგბა­დი და წყა­ლი ამო­ე­წუ­რა. "პა­ცი­ენ­ტე­ბი წყურ­ვი­ლის­გან ყვი­რი­ან", - ამ­ბობს მუ­ჰა­მედ აბუ სალ­მია. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პი­რო­ბე­ბი "ტრა­გი­კუ­ლია". სალ­მი­ას თქმით, ალ-ში­ფას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 650-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი, 500 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და 5000 დევ­ნი­ლი იყო.

დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი კვლავ მოძ­რა­ო­ბენ კლი­ნი­კის შიდა სივ­რცე­ში. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოპე­რა­ცია "ჰა­მა­სის" წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და "ფრთხი­ლი, მე­თო­დუ­რი გზით". თუმ­ცა BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, რუშ­დი აბუ ალი­ფი, რო­მე­ლიც ჩარ­ჩე­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამ­ბობს, რომ ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი ყველ­გან არი­ან და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­ვრი­ან.

სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, აბუ სალ­მი­ას თქმით, ის­რა­ე­ლელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა აა­ფეთ­ქეს ალ-ში­ფას მთა­ვა­რი წყლის ხაზი. "ყველ­გან ის­ვრი­ან, ერთი შე­ნო­ბი­დან მე­ო­რე­ში ვე­რა­ვინ გა­და­დის, ჩვენ დავ­კარ­გეთ კო­მუ­ნი­კა­ცია კო­ლე­გებ­თან", - თქვა მან.

ცნო­ბის­თვის, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის თავ­დას­ხმას სულ მცი­რე, 1200 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 240-მდე კი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა და­ი­წყო კონ­ტრშე­ტე­ვა, ჰა­მა­სის მიერ მარ­თულ­მა ღა­ზის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ნი­მუმ 11 400 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­შინ, 16 ნო­ემ­ბერს ერთ-ერთი მძევ­ლის ცხე­და­რი ალ-ში­ფას სა­ა­ვად­მყო­ფოს მახ­ლობ­ლად იპო­ვეს. მსხვერ­პლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ისა­რა­ე­ლე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ჰა­მა­სის წევ­რებ­მა თა­ვი­სი სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

ამ ხალხის ევაკუაციაზე რატომ არავინ ზრუნავს?

Qeto
9

ჰოდა გვირაბიდან უზიდოს ჰამასმა წყალიც და ჟანგბადიც.....

ავტორი:

ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში

ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.

  • "საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბის ინფრასტრუქტურა გამოაშკარავდა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.

"ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაწესებულებას ახლა ჟანგბადი და წყალი ამოეწურა. "პაციენტები წყურვილისგან ყვირიან", - ამბობს მუჰამედ აბუ სალმია. ის აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში პირობები "ტრაგიკულია". სალმიას თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში 650-ზე მეტი პაციენტი, 500 სამედიცინო პერსონალი და 5000 დევნილი იყო.

დირექტორი ამბობს, რომ ისრაელის ჯარისკაცები კვლავ მოძრაობენ კლინიკის შიდა სივრცეში. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი ოპერაცია "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარეობდა "ფრთხილი, მეთოდური გზით". თუმცა BBC-ის ჟურნალისტი, რუშდი აბუ ალიფი, რომელიც ჩარჩენილია საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ამბობს, რომ ისრაელის ჯარისკაცები ყველგან არიან და ყველა მიმართულებით ისვრიან.

საავადმყოფოს დირექტორის, აბუ სალმიას თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ააფეთქეს ალ-შიფას მთავარი წყლის ხაზი. "ყველგან ისვრიან, ერთი შენობიდან მეორეში ვერავინ გადადის, ჩვენ დავკარგეთ კომუნიკაცია კოლეგებთან", - თქვა მან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმას სულ მცირე, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე კი მძევლად აიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო კონტრშეტევა, ჰამასის მიერ მართულმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მინიმუმ 11 400 ადამიანი დაიღუპა ამ ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 16 ნოემბერს ერთ-ერთი მძევლის ცხედარი ალ-შიფას საავადმყოფოს მახლობლად იპოვეს. მსხვერპლი იდენტიფიცირებულია და ისარაელელი ქალია, რომელიც ჰამასის წევრებმა თავისი სახლიდან გაიტაცეს.