საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა (ვიდეო)
მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა (ვიდეო)

ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენტს ალექ­სან­დერ ვან დერ ბელ­ლენს მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო დღე ვერ ჰქონ­და. ის კი­ში­ნი­ოვ­ში მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენტ მაია სან­დუს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სან­დუს ძაღ­ლის­თვის მო­ფე­რე­ბა მო­ინ­დო­მა, რა დრო­საც მაია სან­დუს ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­მა უკბი­ნა.

მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტმა მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი მას შემ­დეგ შე­ი­ფა­რა, რაც ის ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და ერთი თათი და­კარ­გა. კოდ­რუ­ცის (ძაღ­ლის სა­ხე­ლი - რედ.), სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო პი­რის შე­ე­შინ­და და ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენტს ხელ­ზე ამი­ტო­მაც უკბი­ნა.

ინ­ცი­დენ­ტი სან­დუს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეზო­ში მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი მოლ­დო­ვას პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ იგორ გრო­სუს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა, რა დრო­საც ვან დერ ბელ­ლენს ხელი შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი კი­ში­ნი­ოვ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. 17 ნო­ემ­ბერს ის და სან­დუ მოლ­დო­ვურ-ავ­სტრი­ულ ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ვან დერ ბელ­ლე­ნი ღიად უჭერს მხარს მოლ­დო­ვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, რა­ზეც, იმე­დია, დაკ­ბე­ნის მერე არ აი­ღებს ხელს...

  • მო­ამ­ზა­და: ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იულია
1

ჰაჰაჰაჰაჰაააა!!

ლალი
6

არ დაბლოკოთ, "სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო პი­რის შე­ე­შინ­და"... ან ლაპარაკისას ხელების მოძრაობის გამო შეეშინდა, თორემ ძაღლი და კბენა?! "შარიკი" ადამიანებს უბრუნდებათ წამიერად, თორემ აბა ძაღლზე სად გაგიგიათ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა (ვიდეო)

მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა (ვიდეო)

ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელლენს მთლად სასიამოვნო დღე ვერ ჰქონდა. ის კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სანდუს ძაღლისთვის მოფერება მოინდომა, რა დროსაც მაია სანდუს ოთხფეხა მეგობარმა უკბინა.

მოლდოვას პრეზიდენტმა მიუსაფარი ძაღლი მას შემდეგ შეიფარა, რაც ის ავარიაში მოყვა და ერთი თათი დაკარგა. კოდრუცის (ძაღლის სახელი - რედ.), სავარაუდოდ, უცხო პირის შეეშინდა და ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე ამიტომაც უკბინა.

ინციდენტი სანდუს ადმინისტრაციის ეზოში მოხდა. მოგვიანებით ავსტრიის პრეზიდენტი მოლდოვას პარლამენტის წარმომადგენელ იგორ გროსუსთან შეხვედრაზე გამოჩნდა, რა დროსაც ვან დერ ბელლენს ხელი შეხვეული ჰქონდა.

ცნობისთვის, ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 17 ნოემბერს ის და სანდუ მოლდოვურ-ავსტრიულ ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ვან დერ ბელლენი ღიად უჭერს მხარს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას, რაზეც, იმედია, დაკბენის მერე არ აიღებს ხელს...

  • მოამზადა: ანრი კურტანიძემ