ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მე-7 ტურში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე“ შოტლანდიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა საქართველოს ნაკრები მოედანზე:
პირველი ტაიმი ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, თუმცა სტუმრებიც ახერხებდნენ თამაშიც გამწვავებას. ხვიჩა კვარაცხელია აქტიურობდა მარცხენა ფლანგიდან ვნახეთ მისი დრიბლინგიც და პასებიც. ის ასევე ძალიან აქტიურად ეხმარებოდა დაცვას. ასევე აქტიური იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ჯერ ზუსტად დაარტყა კარისკენ, თუმც ბურთი მეკარემ მოიგერია. მალევე კი უზუსტესი შორეული პასი მისცა კაკაბაძეს, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა საჯარიმოში, სადაც უკვე კვარაცხელიამ იმარჯვა და მე-15 წუთზე გოლი გაიტანა. მატჩის დანარჩენ დროშიც საქართველო უტევდა, აღსანიშნავია ჩვენების უსწრაფესი კონტრშეტევები, თუმცა მეტი გოლი პირველ ტაიმში აღარ გასულა და პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ქართველებმა შეტევებით დაიწყეს, თუმცა მალევე შოტლანდიელებს მიეცათ გოლის გატანის შანსი, რაც გამოიყენეს. გიორგი მამარდაშვილმა ჩვენი ნაკრები ვერ გადაარჩინა. ბურთი ქართველების კარში 49-ე წუთზე სკოტ მაკტომინიმ გაიტანა.
გოლის გაშვების შემდეგ ქართველებმა თამაშის ტემპს კიდევ უფრო მოუმატეს, 52-ე წუთზე კვარაცხელიას ჰქონდა შანსი დაეწინაურებინა გუნდი, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარში დარტყმაში მეკარემ შეუშალა ხელი. აი, 57-ე წუთზე კი იგივე მეკარე უშანსოდ დარჩა მას მერე, რაც ჩაკვეტაძის კიდევ ერთი უზუსტესი პასის შემდეგ, "კვარამ" ჩვეული ცრუ მოძრაობებით შეაღწია მეტოქის საჯარიმოში და ულამაზესი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 61-ე წუთზე მამარდაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და სასწაულად მოიგერია შოტლანდიელი ფეხბურთელის მიერ ახლო მანძილიდან, თავით დარტყმული ბურთი.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს ქართველებმა მთელი უპირატესობა სტუმრებს გადააბარეს, რაც ანგარიშზეც აისახა - 90-ე წუთზე შოტლანდიელებმა კვლავ შეძლეს გათანაბრება. გოლი შენკლენდმა გაიტანა.
შოტლანდიასთან საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთს შეხვდება, რომელიც A ჯგუფის ლიდერია.
იხილეთ ასევე: