პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?
აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მან­ქა­ნი­დან, რო­მელ­საც ე.წ. აფხა­ზუ­რი ნომ­რე­ბი აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გად­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­დე­ო­კად­რებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­ბო­ლო­ოდ სკან­და­ლად იქცა.

ამის მერე კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი აფხა­ზე­თის მკვიდ­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და რო­მელ­საც ეკუთ­ვნის მან­ქა­ნა, ბო­დიშს იხ­დის. მისი თქმით, ინ­ცი­დენ­ტი შემ­თხვე­ვით მოხ­და და მან დრო­შის შე­სა­ხებ არ იცო­და. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ბიჭი წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ ტექსტს ჰყვე­ბა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ახალ­გაზ­რდას ბო­დი­შის მოხ­და აი­ძუ­ლეს.

მის­მა "თა­ვის მარ­თლე­ბამ“ სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რიც შე­ი­ძი­ნა, რად­გან ბიჭი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზე­თის­თვის "არა­მე­გობ­რუ­ლი“ ქვე­ყა­ნაა".

"ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ქორ­წილ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ერთ-ერთი სტუ­მა­რი ჩაჯ­და ჩემს მან­ქა­ნა­ში. რო­გორც გა­ირ­კვა, მან ამო­ი­ღო ქარ­თუ­ლი დრო­შა და ფან­ჯა­რა­ში გა­მო­კი­და. ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთლი­ა­ნად სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სი­ტუ­ა­ცია იყო. ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი აფხა­ზე­თის­თვის არა­მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც დღემ­დე არ მო­ა­წე­რა ხელი მშვი­დო­ბი­ან შე­თან­ხმე­ბას. მე არ მი­ვაქ­ციე იმ მო­მენტს ყუ­რა­დღე­ბა, როცა ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და ხალ­ხი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჰქონ­და. ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას, ვი­საც უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­ვუ­ტა­ნე, პირ­ველ რიგ­ში მა­მას და ძმურ აფხაზ ერს“, - ამ­ბობს ბიჭი. წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
0

საქართველოში ამდენი რუსი , რომ ჩამოეთესლა, რა საქართველომ რუსეთთან უკვე გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება? იქნებ სამშვიდობო და მეგობრობის შესახებ დადებული ხელშეკრულების შედეგად ფუნქციონირებს საქართველოში იანდექსი, ბილაინი, მაგნიტი და ასობით ათასი რუსი აგენტი და ტერორისტი?

თენგო
8

ამ ხალხთან საჭიროა მუშაობა და მათი დაცვა სამწუხაროთ ჩვენ მთავრობა აფხაზეთისთვის ვერ იცლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?

აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მანქანიდან, რომელსაც ე.წ. აფხაზური ნომრები აქვს, საქართველოს დროშაა გადმოკიდებული. ვიდეოკადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ სკანდალად იქცა.

ამის მერე კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი, რომელსაც რუსული წყაროები აფხაზეთის მკვიდრად მოიხსენიებენ და რომელსაც ეკუთვნის მანქანა, ბოდიშს იხდის. მისი თქმით, ინციდენტი შემთხვევით მოხდა და მან დროშის შესახებ არ იცოდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭი წინასწარ გამზადებულ ტექსტს ჰყვება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდას ბოდიშის მოხდა აიძულეს.

მისმა "თავის მართლებამ“ საბოლოოდ პოლიტიკური ელფერიც შეიძინა, რადგან ბიჭი აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთისთვის "არამეგობრული“ ქვეყანაა".

"ინტერნაციონალურ ქორწილში ვიმყოფებოდი, ერთ-ერთი სტუმარი ჩაჯდა ჩემს მანქანაში. როგორც გაირკვა, მან ამოიღო ქართული დროშა და ფანჯარაში გამოკიდა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად საყოფაცხოვრებო სიტუაცია იყო. ვიცი, რომ საქართველო ჩვენი აფხაზეთისთვის არამეგობრული ქვეყანაა, რომელმაც დღემდე არ მოაწერა ხელი მშვიდობიან შეთანხმებას. მე არ მივაქციე იმ მომენტს ყურადღება, როცა ჩემს მანქანაში ჩაჯდა ხალხი, ვისაც საქართველოს დროშა ჰქონდა. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც უსიამოვნება მოვუტანე, პირველ რიგში მამას და ძმურ აფხაზ ერს“, - ამბობს ბიჭი. წყარო

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ