სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროპლასტიკის მავნე გავლენა გარემოზე: როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ამინდზე?
მიკროპლასტიკის მავნე გავლენა გარემოზე: როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ამინდზე?

მიკ­როპ­ლას­ტიკ­მა უკვე შე­აღ­წია დე­და­მი­წის თით­ქმის ყვე­ლა ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში - ზღვის სიღ­რმი­დან ატ­მოს­ფე­როს უმაღ­ლეს ფე­ნე­ბამ­დე. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის უკვე ნა­წი­ლობ­რივ გავ­ლე­ნას ახ­დენს ამინ­დზეც.

ჟურ­ნალ Environmental Science & Technology Letters-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ატ­მოს­ფე­რო­ში არ­სე­ბულ მიკ­როპ­ლას­ტი­კას შე­უძ­ლია ღრუბ­ლე­ბის წარ­მოქ­მნა­შიც კი მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­დე­გად, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ამინ­დზე გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში.

მიკ­როპ­ლას­ტი­კა - ეს არის პლასტმა­სის პა­წა­წი­ნა ფრაგ­მენ­ტე­ბი, 5 მმ-ზე ნაკ­ლე­ბი ზო­მით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა პლასტმა­სის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ფუ­ჭე­ბი­სას - და­წყე­ბუ­ლი სინ­თე­ტი­კუ­რი ტან­საც­მლი­დან, მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი­თა და პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მსოფ­ლი­ოს ოკე­ა­ნე­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50-დან 75 ტრი­ლი­ო­ნი მიკ­როპ­ლას­ტი­კუ­რი ნა­წი­ლა­კი ცუ­რავს.

Environmental Science & Technology Letters-ის კვლე­ვა­ში პრობ­ლე­მის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტია წა­მო­წე­უ­ლი. კვლე­ვა აღ­წერს, თუ რო­გორ შე­აგ­რო­ვეს შან­დონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა სი­თხის 28 ნი­მუ­ში ღრუბ­ლე­ბი­დან აღ­მო­სავ­ლეთ ჩი­ნეთ­ში მდე­ბა­რე მთის, ტაის თავ­ზე, რათა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ თუ რო­გორ ურ­თი­ერთქმე­დებს პლას­ტი­კა ღრუბ­ლებ­თან.

კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე და უფრო მკვრივ ღრუბ­ლებ­ში მეტი მიკ­როპ­ლას­ტი­კა იყო. ეს არის უპი­რა­ტე­სად იმ მიკ­როპ­ლას­ტი­კის ნა­წი­ლა­კე­ბი, რაც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­მე­რე­ბის­გან, მათ შო­რის პო­ლი­ე­თი­ლენ ტე­რეფ­ტა­ლა­ტი, პო­ლიპ­რო­პი­ლე­ნი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნი, პო­ლის­ტი­რო­ლი და პო­ლი­ა­მი­დი. ნა­წი­ლა­კე­ბის უმე­ტე­სო­ბა იყო პა­წა­წი­ნა, 0,1 მმ-ზე ნაკ­ლე­ბი დი­ა­მეტ­რით, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი უფრო დიდი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მმ.

კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ რაც უფრო დიდ­ხანს რჩე­ბო­და პლას­ტი­კის ნა­წი­ლა­კე­ბი ღრუბ­ლის გა­რე­მო­ში ულტრა­ი­ის­ფე­რი შუ­ქი­სა და გა­ფილტრუ­ლი წყა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, მე­ტად უხეშ­დე­ბოდ­ნენ, მათ­ში გაზ­რდი­ლი იყო ვერ­ცხლის­წყა­ლის და ტყვი­ის ოდე­ნო­ბა. მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად უკვე ზე­მოქ­მე­დე­ბენ ღრუბ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მიკ­როპ­ლას­ტი­კა, ჰა­ე­რის ნა­კა­დებ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და ჩი­ნე­თის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან და არა ოკე­ა­ნე­დან ან მთე­ბი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მიკროპლასტიკის მავნე გავლენა გარემოზე: როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ამინდზე?

მიკროპლასტიკის მავნე გავლენა გარემოზე: როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ამინდზე?

მიკროპლასტიკმა უკვე შეაღწია დედამიწის თითქმის ყველა ბუნებრივ გარემოში - ზღვის სიღრმიდან ატმოსფეროს უმაღლეს ფენებამდე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის უკვე ნაწილობრივ გავლენას ახდენს ამინდზეც.

ჟურნალ Environmental Science & Technology Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ატმოსფეროში არსებულ მიკროპლასტიკას შეუძლია ღრუბლების წარმოქმნაშიც კი მიიღოს მონაწილეობა და შედეგად, გავლენა მოახდინოს ამინდზე გარკვეულ რეგიონებში.

მიკროპლასტიკა - ეს არის პლასტმასის პაწაწინა ფრაგმენტები, 5 მმ-ზე ნაკლები ზომით, რომლებიც წარმოიქმნება პლასტმასის პროდუქტების გაფუჭებისას - დაწყებული სინთეტიკური ტანსაცმლიდან, მანქანის საბურავებითა და პლასტმასის ბოთლებით დამთავრებული. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს ოკეანეებში დაახლოებით 50-დან 75 ტრილიონი მიკროპლასტიკური ნაწილაკი ცურავს.

Environmental Science & Technology Letters-ის კვლევაში პრობლემის სხვადასხვა ასპექტია წამოწეული. კვლევა აღწერს, თუ როგორ შეაგროვეს შანდონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სითხის 28 ნიმუში ღრუბლებიდან აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე მთის, ტაის თავზე, რათა შეემოწმებინათ თუ როგორ ურთიერთქმედებს პლასტიკა ღრუბლებთან.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაბალ სიმაღლეზე და უფრო მკვრივ ღრუბლებში მეტი მიკროპლასტიკა იყო. ეს არის უპირატესად იმ მიკროპლასტიკის ნაწილაკები, რაც დამზადებულია ჩვეულებრივი პოლიმერებისგან, მათ შორის პოლიეთილენ ტერეფტალატი, პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლისტიროლი და პოლიამიდი. ნაწილაკების უმეტესობა იყო პაწაწინა, 0,1 მმ-ზე ნაკლები დიამეტრით, თუმცა ზოგიერთი უფრო დიდი იყო, დაახლოებით 1,5 მმ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებოდა პლასტიკის ნაწილაკები ღრუბლის გარემოში ულტრაიისფერი შუქისა და გაფილტრული წყალის ზემოქმედების ქვეშ, მეტად უხეშდებოდნენ, მათში გაზრდილი იყო ვერცხლისწყალის და ტყვიის ოდენობა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ისინი გარკვეულწილად უკვე ზემოქმედებენ ღრუბლის ჩამოყალიბებაში.

კომპიუტერული მოდელების გამოყენებით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მიკროპლასტიკა, ჰაერის ნაკადებთან ერთად მოძრაობდა ჩინეთის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან და არა ოკეანედან ან მთებიდან.