პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდას პარ­ლა­მენ­ტმა სა­მი­ვე მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 80 ხმით, ერ­თხმად - მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს.

მი­ღე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღის და ღა­მის სა­ა­თებ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი/სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბა პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში - 1 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში - 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ იმა­ვე ქმე­დე­ბის მე­სა­მე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნა, ფი­ზი­კუ­რი პი­რი­სათ­ვის გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი­სა და ინი­ცი­ა­ტო­რის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის მაია ბი­თა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი პრე­ვენ­ცი­ულ ეფექტს ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ხმა­უ­რის დო­ნის ინ­დექ­სის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
0

შუაღამისას ქუჩებში რომ ბოლო ხმაზე აწეული მანქანებია,ან ფანჯრის დაბლა,დისტრიბუციის მძღოლს რომ არ ადარდებს რა დროა და ბოლო ხმაზე აკვნესრბს მუსიკას,იმათ არ ეხებათ?!...ისე ვარ გამწარებული ამ დისტრიბუტორებით რომ,რამე უბედურებას არ გადავეყარო მეშინია!

ფოსტა-ლიონი!
0

ხილიანზე ისმის შუაღამეს კლუბებში დაკრული მუსიკა, ვინმე აჯარიმებს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.

პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.