საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?
რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?

ის­ლან­დია ვულ­კან Fagradalsfjall-ის ამოფრქვე­ვის მო­ლო­დინ­შია. მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ის­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლა­ქის, რე­ი­კი­ა­ვი­კის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბის აქ­ტი­ვო­ბის ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ამოფრქვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ად­გი­ლობ­რივ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ქა­ლა­ქი გრინ­და­ვი­კი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მაგ­მა­ზე მდე­ბა­რე­ობს, უკვე ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია.

ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბის გამო პი­რუ­ტყვი­სა და ფერ­მის ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მოხ­დე­ბა… ამ დრო­ის­თვის კი კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

"მაგ­მა აღარ არის დიდ სიღ­რმე­ში, ამი­ტომ მის ამოფრქვე­ვას ძა­ლი­ან მალე ვე­ლო­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ან სულ მცი­რე რამ­დე­ნი­მე დღე­ში",- აცხა­დებს ვი­დირ რე­ი­ნი­სო­ნი, ის­ლან­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ვულ­კა­ნი Fagradalsfjall ის­ლან­დი­ის რე­ი­კი­ა­ნე­სის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, დე­და­ქა­ლა­ქი­დან 32 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ვულ­კა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ამოფრქვე­ვა 2021, 2022 და 2023 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და, მა­ნამ­დე იგი 800 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი იყო.

ბოლო ცნო­ბი­ლი ამოფრქვე­ვა ის­ლან­დი­ა­ში მოხ­და ჰო­ლუ­ჰ­რა­უნ­ში, 2014 წელს, ვულ­კან­მა Eyjafjallajökull-მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია 2010 წელს. დღეს, ქვე­ყა­ნა­ში ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის დროს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის საფრ­თხე ძა­ლი­ან მცი­რეა. სე­ის­მუ­რი სად­გუ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად ახ­დე­ნენ მათ პროგ­ნო­ზი­რე­ბას.

ის­ლან­დია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად აქ­ტი­უ­რი რე­გი­ო­ნია მსოფ­ლი­ო­ში, მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
7

"ბოლო ცნო­ბი­ლი ამოფრქვე­ვა ის­ლან­დი­ა­ში მოხ­და ჰო­ლუ­ჰ­რა­უნ­ში, 2014 წელს, ვულ­კან­მა Eyjafjallajökull-მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია 2010 წელს."

ამოცანა გვეკითხება: რომელ წელს ამოიფრქვა ვულკანი Eyjafjallajökull?

დავითი61
0

სახელებზე კარგი ანეგდოტი ვრცელდებოდა დასავლეთში 2010 ში, იმ დიდი ამოფრქვევისას. ვულკან ევჯაფჯალაჯოკულს წარუდგინეს თურქმენეთის პრეზიდენტი ნურმუხამედ შახნურმუხამეტდინოვი. ორივე მოსასულიერებელი გახდა. ინგლისური პრესა ძალიან ხალისობდა. 

ავტორი:

რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?

რამდენიმე საათი ვულკანის ამოფრქვევამდე და ევაკუირებული დედაქალაქი - ისლანდია დიდი გამოწვევისთვის ემზადება: რას ამბობენ სეისმოლოგები?

ისლანდია ვულკან Fagradalsfjall-ის ამოფრქვევის მოლოდინშია. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, სამხრეთ-დასავლეთით ისლანდიის დედაქალაქის, რეიკიავიკის მიმდებარე რეგიონში მიწისძვრების აქტივობის ზრდა შეინიშნება.

ამოფრქვევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. მოსალოდნელი საშიშროების გამო, ქალაქი გრინდავიკი, რომელიც პირდაპირ მაგმაზე მდებარეობს, უკვე ევაკუირებულია.

ნახევარკუნძულის მეწყერსაშიში ზონების გამო პირუტყვისა და ფერმის ცხოველების გადარჩენა ვერ მოხდება… ამ დროისთვის კი კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილება აკრძალულია.

"მაგმა აღარ არის დიდ სიღრმეში, ამიტომ მის ამოფრქვევას ძალიან მალე ველოდებით, რამდენიმე საათში, ან სულ მცირე რამდენიმე დღეში",- აცხადებს ვიდირ რეინისონი, ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელი.

ვულკანი Fagradalsfjall ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 2021, 2022 და 2023 წლებში დაფიქსირდა, მანამდე იგი 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

ბოლო ცნობილი ამოფრქვევა ისლანდიაში მოხდა ჰოლუჰრაუნში, 2014 წელს, ვულკანმა Eyjafjallajökull-მა სერიოზული პრობლემები გამოიწვია 2010 წელს. დღეს, ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის დროს ადამიანის სიცოცხლის საფრთხე ძალიან მცირეა. სეისმური სადგურები ძალიან კარგად ახდენენ მათ პროგნოზირებას.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე გეოგრაფიულად აქტიური რეგიონია მსოფლიოში, მის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 აქტიური ვულკანია.