მსახიობი ჯოვანი ანტონელი საცურაო კოსტუმში პოზირებს. სერიალ "კლონის" 47 წლის ვარსკვლავმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "როგორ ცხელა", - წერს მსახიობი.
"ინსტაგრამზე" ჯოვანას 10 მილიონი გამომწერი ჰყავს. გულშემატკივრები ბრაზილიელი მსახიობის ფოტოს აღფრთოვანებით შეხვდნენ და დადებითი კომენატრები არ დაიშურეს.
"რა სხეულია";
"დარწმუნებული ხარ, რომ არსებობ? იდეალური ხარ“;
"როგორია, იყო ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში?“;
"ქალღმერთი“;
"არ გრცხვენია სხვა ქალების დაკომპლექსება? - მშურს“ - წერენ კომენტარებში.
ცოტა ხნის წინ, მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სპორტი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ის ყოველ დღე ვარჯიშობს, მათ შორის კვირაში რამდენიმე დღე პერსონალურ ტრენერთან. მსახიობი ასევე ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, უარს ამბობს საყვარელ "აკრძალულ“ საკვებზე.
ანტონელას ჰყავს ერთი ვაჟი კოლეგა მურილო ბენისიოსგან. წყვილი სერიალ კლონში შეყვარებულებს თამაშობდა. ოჯახი ბავშვის დაბადებიდან მალე დაინგრა.
მოგვიანებით, ანტონელას ტყუპი გოგონები შეეძინა, კლონის ვარსკვლავის ქალიშვილების მამა რეჟისორი ლეონარდო ნოგეირაა.
წაიკითხეთ ასევე: