კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი? (ფოტოები)
ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი? (ფოტოები)

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, Victoria's Secret-ის მო­დე­ლი, ად­რი­ა­ნა ლიმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მოჰ­ყვა. მი­ზე­ზი ად­რი­ნას შეც­ვლი­ლი გა­რეგ­ნო­ბაა. ფა­ნე­ბი თვლი­ან, რომ მო­დელ­მა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თა და მისი გა­რეგ­ნო­ბა სწო­რედ ამი­ტომ შე­იც­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ად­რი­ა­ნას აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ ულა­მა­ზეს სუ­პერ­მო­დელს, ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცია პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და მხო­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მო­საზ­რე­ბაა, რომ მო­დელ­მა ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ი­ტა­რა.

42 წლის ლი­მამ ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს უპა­სუ­ხა, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი "ოჯა­ხუ­რი სტრე­სია".

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი თვლი­ან, რომ მო­დელ­მა რამ­დე­ნი­მე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია და სა­ხის ლიფ­ტინ­გი გა­ი­კე­თა. გან­სა­კუთ­რე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა "შიმ­ში­ლის თა­მა­შე­ბის" ახა­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე მის გა­მო­ჩე­ნას.

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლა­მაზ­მა­ნი შავ, გრძელ­სა­ხე­ლო­ე­ბი­ან კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მხო­ლოდ მის სა­ხეს მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა.

ბევ­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ 42 წლის ლი­მას, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, სახე ჯერ კი­დევ შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს ად­რი­ა­ნაა",

"არა მხო­ლოდ თვა­ლე­ბი, არა­მედ ცხვი­რიც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს",- წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ზო­გი­ერ­თი ვა­რა­უ­დობს, რომ მო­დე­ლის შეც­ვლი­ლი ვი­ზუ­ა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟის ბრა­ლია.

"მან უბ­რა­ლოდ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა. ის მა­ინც 100-ჯერ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი";

"ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს სა­ერ­თოდ გა­ვი­წყდე­ბათ, რო­გორ იც­ვლე­ბა ჩვე­ნი სხე­უ­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. ის დე­დაა, ჩვენც ვიც­ვლე­ბით და ჩვე­ნი სხე­უ­ლიც",- ამ კო­მენ­ტა­რე­ბით სცა­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მო­დე­ლის დაც­ვა.

ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ად­რი­ა­ნამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" უმა­კი­ა­ჟოდ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა

ლი­მამ კო­მენ­ტა­რებს პა­სუ­ხი Instagram-ზე გას­ცა. მან ფოტო ატ­ვირ­თა, რო­მელ­საც წარ­წე­რა და­ურ­თო: "თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას, ცელ­ქი ბი­ჭუ­ნას, ფეხს ახლა რომ იდ­გამს, -1 წლის ბი­ჭუ­ნას გა­დაღ­ლი­ლი დე­დის და სამი ძაღ­ლის გა­დაღ­ლი­ლი პატ­რო­ნის სახე. გმად­ლობთ, რომ ჩემ­ზე ღე­ლავთ", - წერს ად­რი­ა­ნა.

ად­რი­ა­ნა ლი­მამ Victoria's Secret-თან კონ­ტრაქ­ტი ახ­ლა­ხან გა­ნა­ახ­ლა. ლიმა 3 შვი­ლის დე­დაა: მათ­გან უმ­ცრო­სი 1 წლი­საა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
1

ფილერები ჩაიმატა ალბათ, რამხელა სახე აქვს 

თამაზი
24

ადრეც კარგი იყო, ახლაც მაგარია, მაკიაჟითაც ლამაზია და უმაკიაჟოთაც. კრიტიკას დაუწყებენ მხოლოდ შურიანები, ლაგატკის ტარივით გაღუნული ფეხებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი? (ფოტოები)

ადრიანა ლიმა ადრე და ახლა - რის გამო შეიცვალა ბრაზილიელი მოდელის გარეგნობა? - პლასტიკური ოპერაციები, თუ მაკიაჟი? (ფოტოები)

ბოლო რამდენიმე დღეა, Victoria's Secret-ის მოდელი, ადრიანა ლიმა სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. მიზეზი ადრინას შეცვლილი გარეგნობაა. ფანები თვლიან, რომ მოდელმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და მისი გარეგნობა სწორედ ამიტომ შეიცვალა. საზოგადოების ნაწილი ადრიანას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ულამაზეს სუპერმოდელს, ხელოვნური ჩარევა არ სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პლასტიკურ ოპერაციებზე დადასტურებული არ არის და მხოლოდ გულშემატკივრების მოსაზრებაა, რომ მოდელმა ოპერაციები ჩაიტარა.

42 წლის ლიმამ ნეგატიური კომენტარების ავტორებს უპასუხა, რომ მისი გარეგნობის ცვლილების მიზეზი "ოჯახური სტრესია".

თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მოდელმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია და სახის ლიფტინგი გაიკეთა. განსაკუთრებით ნეგატიური შეფასებები მოჰყვა "შიმშილის თამაშების" ახალი ფილმის პრემიერაზე მის გამოჩენას.

ბრაზილიელი ლამაზმანი შავ, გრძელსახელოებიან კაბაში იყო გამოწყობილი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მხოლოდ მის სახეს მიაქციეს ყურადღება.

ბევრი ამტკიცებდა, რომ 42 წლის ლიმას, ჩატარებული პროცედურების გამო, სახე ჯერ კიდევ შეშუპებული ჰქონდა.

"ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს ადრიანაა",

"არა მხოლოდ თვალები, არამედ ცხვირიც გაკეთებული აქვს",- წერენ სოციალურ ქსელში.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მოდელის შეცვლილი ვიზუალი განსხვავებული მაკიაჟის ბრალია.

"მან უბრალოდ წონაში მოიმატა. ის მაინც 100-ჯერ უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი";

"ნეგატიური კომენტარების ავტორებს საერთოდ გავიწყდებათ, როგორ იცვლება ჩვენი სხეული დროთა განმავლობაში. ის დედაა, ჩვენც ვიცვლებით და ჩვენი სხეულიც",- ამ კომენტარებით სცადეს გულშემატკივრებმა მოდელის დაცვა.

ნეგატიური კომენტარების შემდეგ, ადრიანამ "ინსტაგრამზე" უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ლიმამ კომენტარებს პასუხი Instagram-ზე გასცა. მან ფოტო ატვირთა, რომელსაც წარწერა დაურთო: "თინეიჯერი გოგონას, ცელქი ბიჭუნას, ფეხს ახლა რომ იდგამს, -1 წლის ბიჭუნას გადაღლილი დედის და სამი ძაღლის გადაღლილი პატრონის სახე. გმადლობთ, რომ ჩემზე ღელავთ", - წერს ადრიანა.

ადრიანა ლიმამ Victoria's Secret-თან კონტრაქტი ახლახან განაახლა. ლიმა 3 შვილის დედაა: მათგან უმცროსი 1 წლისაა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა