ფრანგული "ბორდოსა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა. ზურიკოსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დათი დაარქვეს.
წყვილისთვის დათი პირველი შვილია.
"15.11.2023… დათი დავითაშვილი!" - წერს ზურიკო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურიკო და მია დაქორწინდნენ. აი, რას ამბობდა ფეხბურთელის დედა, თამუნა წიწილაშვილი ჟურნალ "გზასთან" შვილისა და მისი მეუღლის შესახებ:
"მია არაჩვეულებრივი გოგოა. ხელი მოულოდნელად მოაწერეს. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან".