მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ..." - პირველი ინტერვიუ კარლო პონტის ქართველ შეყვარებულთან, მოულოდნელად შეცვლილ ცხოვრებაზე
"ჩემს ცხოვრებაში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ..." - პირველი ინტერვიუ  კარლო პონტის ქართველ შეყვარებულთან, მოულოდნელად შეცვლილ ცხოვრებაზე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის სოფი ლო­რე­ნის ვაჟი, დი­რი­ჟო­რი კარ­ლო პონ­ტი ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი ერთ დღე­ში იქცა პო­პუ­ლა­რულ სა­ხედ. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ცოტა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მელ­საც მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა არ უც­დია, თუმ­ცა პრე­სას­თან სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და.

მა­რი­ა­მი პრო­ფე­სი­ით ფარ­მა­ცევ­ტია, ზუმ­ბას ინ­სტრუქ­ტო­რო­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. ამ­ბობს, რომ ზუმ­ბა ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. ამ­ბობს, რომ მისი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მად­ლი­ე­რე­ბაა, ყო­ველ­თვის ფიქ­რობ­და, რომ იღ­ბლი­ა­ნი გოგო იყო და არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს მო­მავ­ლის იმე­დი.

მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­უ­რად AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც კარ­ლო პონ­ტის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გა­გიც­ნოთ, თუმ­ცა რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გაქვთ. თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- სა­ნამ ჩემ­ზე მო­გიყ­ვე­ბო­დეთ, მინ­და ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მად­ლო­ბით და­ვი­წყო. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის­თვის და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მე­სი­ჯი მომ­დის პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში, თუ რო­გორ მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და რო­გო­რი მო­ტი­ვა­ცია ვარ მათ­თვის ჩემი პი­რა­დი ის­ტო­რი­ით, მად­ლი­ე­რი ვარ სამ­ყა­რო­სი, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რა მხვდა წი­ლად.

ახლა კი რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვარ ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ით ვარ ფარ­მა­ცევ­ტი და ამ სფე­რო­ში ვი­მუ­შა­ვე 12 წელი, თუმ­ცა ბოლო ორი წე­ლია პრო­ფე­სია შე­ვიც­ვა­ლე და ფიტ­ნეს ინ­დუსტრი­ა­ში გად­მო­ვი­ნაც­ვლე. რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა ჩემი მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა. ახლა ვმუ­შა­ობ ზუმ­ბას ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რად, ჩემი მი­ზა­ნია ახა­ლი პრო­ფე­სი­ით შევ­ძლო რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქალ­ბა­ტო­ნის მო­ტი­ვა­ცია და გა­ჯან­სა­ღე­ბა.

- თქვენს ვი­დე­ო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მოჩ­ნდა ბე­ბია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დით, თუ არ ვცდე­ბი, მან გაგ­ზარ­დათ.

- ეთე­რი ბე­ბია დე­და­ჩე­მის დე­დაა, მას არ გა­ვუზ­რდი­ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი ამა­გი აქვს ჩემ­ზე, დედა როცა გარ­და­მეც­ვა­ლა, 21 წლის ვი­ყა­ვი და დე­დო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სწო­რედ მან გა­მი­წია, ბე­ბია არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი, ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას და მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს, მინ­და, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს მყავ­დეს ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი, აქე­და­ნაც ვე­ტყვი სა­ჯა­როდ, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვიცი რომ გა­უ­ხარ­დე­ბა ..

მა­რი­ა­მი შვილ­თან, ბე­ბი­ას­თან და კარ­ლო პონ­ტის­თან ერ­თად

- მარ­ტი­ვი არაა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გახ­დეთ მარ­ტო­ხე­ლა დედა, რო­გორ გა­და­ლა­ხეთ ეს პე­რი­ო­დი?

- მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ვერ ვუ­წო­დებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ რომ ის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი შვი­ლის აღ­ზრდა­ში. ოჯა­ხის დან­გრე­ვა მარ­ტი­ვი არას­დროს არ არის, მაგ­რამ ვფიქ­რობ, როცა ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ აბედ­ნი­ე­რებს, მშვი­დო­ბი­ა­ნი დაშ­ლა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. მთა­ვა­რია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ერ­თად ვაგ­რძე­ლებთ დე­მეტ­რე­ზე ზრუნ­ვას. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ იყო ჩემ­თვის მარ­ტი­ვი გა­და­სა­ტა­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ვარ­ჯიშ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა.

- ზუმ­ბა­თი რა ასა­კი­დან და­ინ­ტე­რეს­დით, ხში­რად გო­გო­ნე­ბი ვარ­ჯიშს წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად იწყე­ბენ...

- მე­უღ­ლეს რომ გავ­შორ­დი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პი დად­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. გა­რე­დან ვე­რა­ვინ მამ­ჩნევ­და, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­კარ­გუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემს ემო­ცი­ებ­ში და გან­ცდებ­ში. ვფიქ­რობ­დი გა­მო­სა­ვალ­ზე, თუ რა და­მეხ­მა­რე­ბო­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მე­ცა­და და ასე მოვ­ხვდი ზუმ­ბა­ზე, რა­მაც მარ­თლაც ძა­ლი­ან მიშ­ვე­ლა და სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პია აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. ამის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი რომ ზუმ­ბას ინ­სტრუქ­ტო­რი გავმხდა­რი­ყა­ვი, რად­გან ახლა მე დავ­ხმა­რე­ბო­დი სხვა გო­გო­ნებს და ამით გა­და­მე­ხა­და სამ­ყა­როს­თვის მად­ლო­ბა..

ვი­სარ­გებ­ლებ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ვი­ტყვი, რომ გლ­დან­ში "x-nine dance studio"-ში სულ ორი­ო­დე თვეა გავ­ხსე­ნი ზუმ­ბას ჯგუ­ფი და ვე­პა­ტი­ჟე­ბი ზუმ­ბა­ზე ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, ვი­საც სურს აქ­ტი­უ­რი და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა.

- გარ­და ვარ­ჯი­ში­სა, ფორ­მა­ში ყოფ­ნას რო­გორ ახერ­ხებთ. კვე­ბით თუ უწყობთ ხელს.

- გარ­და ზუმ­ბა­სი, ხან­და­ხან ვცდი­ლობ სიმ­ძი­მე­ე­ბით ვი­ვარ­ჯი­შო, დავ­კავ­დე ცურ­ვით. აი კვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მეც ძა­ლი­ან მი­ჭირს დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა, მაგ­რამ ვცდი­ლობ ძი­რი­თა­დად ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო, მი­ვი­ღო ნაკ­ლე­ბი ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი.

- მა­რი­ამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა თქვე­ნი ერთი "სთო­რი" ინ­სტაგ­რამ­ზე, ამ­ბობ­დით, რომ სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტიც კი არ გქონ­დათ, არ გქო­ნი­ათ ლაქ­შე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ერთ დღეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად მი­ი­ღეთ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა?

- დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და, ხში­რად მგო­ნია, რომ ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმში ვცხოვ­რობ… ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მიც­ნობ­და და ჩემ­ზე ისა­უბ­რებ­და. და რაც მთა­ვა­რია, შე­მიყ­ვა­რებ­და, რად­გან არ არის მარ­ტი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა, მე კი ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­მი­ღო და არ და­ი­შუ­რა პო­ზი­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა მაქვს წა­კი­თხუ­ლი და თი­თო­ე­ულ მათ­განს დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. აქვე იმა­საც ვი­ტყვი, რომ რო­დე­საც სხვი­სი სი­ხა­რუ­ლი ასე ახა­რებთ ადა­მი­ა­ნებს, ბედ­ნი­ე­რე­ბა მათ­თვი­საც არ და­ა­ყოვ­ნებს, მე მჯე­რა, რომ სამ­ყა­როს ეს პრინ­ცი­პი ამოძ­რა­ვებს.

ისიც მარ­თა­ლია, რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ე.წ. "ლაქ­შე­რუ­ლი" ცხოვ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ბევ­რი ოც­ნე­ბა აუხ­დე­ნე­ლი მქონ­და. ძა­ლი­ან დიდ­ხანს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის მწამ­და, რომ ერთ დღეს ჩემი ოც­ნე­ბე­ბიც და­ი­წყებ­და ახ­დე­ნას და ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ში მად­ლი­ე­რე­ბა და­მეხ­მა­რა და თვით რწმე­ნა, რომ მე "იღ­ბლი­ა­ნი გოგო ვარ". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი უიღ­ბლო­ბაც შე­მემ­თხვა ცხოვ­რე­ბა­ში, ჯი­უ­ტად ვარ­წმუ­ნებ­დი სა­კუ­თარ თავს, რომ იღ­ბლი­ა­ნი ვარ. ზო­გა­დად, ჩვენს აზ­რებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯე­რა, რა­საც გა­ვუშ­ვებთ სამ­ყა­რო­ში, ის რომ გვიბ­რუნ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყუ­რა­დღე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, თუ რო­გორ შე­ვეჩ­ვიე, ძა­ლი­ან არ გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ცოტა უხერ­ხუ­ლად ვარ ხოლ­მე, როცა ვა­ტყობ, რომ მიც­ნეს და მაკ­ვირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ალ­ბათ, მა­გა­საც მი­ვეჩ­ვე­ვი.

- პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ხში­რად მათ ჩრდილ­ქვეშ არი­ან და ეს ძა­ლი­ან არ მოს­წონთ. უცხო­ეთ­ში ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ხში­რად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან, თქვე­ნი მი­ზა­ნიც ეს არის?

- მე არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მეს ჩრდილ­ქვეშ მო­მი­წევს ყოფ­ნა, რად­გან მაქვს ჩემი საქ­მე, სა­დაც ვა­პი­რებ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვემ­სა­ხუ­რო ადა­მი­ა­ნებს. ჩემი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ვა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით, რად­გან სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბით ვიცი, რო­გო­რი პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას, მით უფრო, ზუმ­ბას. ჩემი მი­ზა­ნი ამ ეტაპ­ზე არ არის სა­ზღვარ­გა­რეთ კა­რი­ე­რის მო­წყო­ბა, პი­რი­ქით, მინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და კი­დევ უფრო გამ­შვე­ნი­ე­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნო.

- მა­რი­ამ, მო­მა­ვალ­ში უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბას თუ გა­ნი­ხი­ლავთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, მი­ფიქ­რია მაგ თე­მა­ზე და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეც ვი­დე­ქი, მაგ­რამ მიხ­ვდი, რომ არ შე­მიძ­ლია იმ გა­რე­მოს და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს, ასე რომ, ამ ეტა­პის­თვის არ ვგეგ­მავ და სურ­ვი­ლიც არ მაქვს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ნოს­ტალ­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ვფიქ­რობ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ბედ­ნი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა ვერც ვიყო, რო­გორც აქ, ჩემს სამ­შობ­ლო­ში. სხვა­თა შო­რის, ჩემ­მა ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა რუ­კა­მაც ასე მიჩ­ვე­ნა, რომ სამ­შობ­ლო­ში მეტი წარ­მა­ტე­ბა მე­ლის.

- ვიცი, რომ ამ ეტაპ­ზე არ ხართ მზად, რომ კარ­ლოს გაც­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­ჯა­როდ გვე­სა­უბ­როთ. რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ და გა­ნე­ბივ­რებთ.

- დიახ, ამ ეტაპ­ზე თავს ვი­კა­ვებთ ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან, მაგ­რამ კარ­ლო­ზე გე­ტყვით, რომ არის უსა­ზღვროდ კე­თი­ლი, უშუ­ა­ლო და ჯენტლმე­ნი ადა­მი­ა­ნი. აქვს სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ძნე­ლია მო­ი­წყი­ნო მას­თან, რაც მთა­ვა­რია, ზუს­ტად იცის ყო­ველ­თვის თუ რა მჭირ­დე­ბა და რა მა­ბედ­ნი­ე­რებს.

- ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, სოფი ლო­რენ­ზე გკი­თხავთ, ალ­ბათ არა­მარ­ტო თქვენ, მისი შვი­ლე­ბიც კი ვერ გა­მო­დი­ან დი­დე­ბუ­ლი დე­დის ჩრდი­ლი­დან. მახ­სოვს, ერთხელ გა­ნა­წყენ­დით კი­დეც, მუდ­მი­ვად რომ სოფი ლო­რე­ნის სარ­ძლოდ მო­გიხ­სე­ნი­ებ­დნენ. შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რო­გო­რი იყო...

- მე ვფიქ­რობ, რომ იყო უდი­დე­სი ლე­გენ­დის შვი­ლი ან ოჯა­ხის წევ­რი, არ ნიშ­ნავს ვინ­მეს ჩრდილ­ქვეშ დგო­მას, პი­რი­ქით, მე უდი­დეს პა­ტი­ვად მი­მაჩ­ნია, გა­აჩ­ნია სა­კითხს რო­გორ შევ­ხე­დავთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სტა­ტუსს, სა­დაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოვ­თქვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "სოფი ლო­რე­ნის სარ­ძლოდ" მო­მიხ­სე­ნი­ებ­დნენ, და­ვა­კონ­კრე­ტებ, იმა­ზე კი არ გავ­ღი­ზი­ან­დი, რომ სოფი ლო­რენ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბო­დი ან მის ე.წ. "ჩრდილ ქვეშ" ყოფ­ნა ვი­თა­კი­ლე, უბ­რა­ლოდ, სა­თა­ურ­ში სი­ტყვა "სარ­ძლო" არ მი­მაჩ­ნია ადეკ­ვა­ტუ­რად, რად­გან მე და კარ­ლოს ნიშ­ნო­ბა ჯე­რაც არ გვქო­ნია და ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს. ჩვენ ამ ეტაპ­ზე კვლა­ვაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, უფ­ლის ნე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტონ სო­ფი­ას, ზა­ფხულ­ში მო­მი­წია ორი თვით ჟე­ნე­ვა­ში ცხოვ­რე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, სხვა­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბიც და­ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნე და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ბევ­რი შე­კი­თხვა იყო შე­მო­სუ­ლი ჩემ­თან, პი­რად მე­სი­ჯებ­ში ქალ­ბა­ტონ სო­ფი­ას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამი­ტომ აქვე ვი­ტყვი, რომ ამ­ჟა­მად ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფია გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ, თავს ბევ­რად უკე­თე­სად გრძნობს და ვი­მე­დოვ­ნებ, მალე სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცირა
0

დიდ ბედნიერებას გისურვებთ ერთად!

იტალიაში ვარ.

მიხარია და მეამაყება ყველა ქართველის წარმატება და ბედნიერება. ყველამ უნდა გაგვიცნოს და გაიგოს როგორი კარგები ვართ ქართველები🙏

ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ, ძალიან კარგი წყვილი ხართ❤️❤️

მარი
8

უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებᲗ💞💞

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ..." - პირველი ინტერვიუ კარლო პონტის ქართველ შეყვარებულთან, მოულოდნელად შეცვლილ ცხოვრებაზე

"ჩემს ცხოვრებაში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ..." - პირველი ინტერვიუ  კარლო პონტის ქართველ შეყვარებულთან, მოულოდნელად შეცვლილ ცხოვრებაზე

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი ქართველ გოგონაზე იყო შეყვარებული. მარიამ შარმანაშვილი ერთ დღეში იქცა პოპულარულ სახედ. ალბათ, ძალიან ცოტა მედიასაშუალებაა, რომელსაც მისი ინტერვიუზე დათანხმება არ უცდია, თუმცა პრესასთან საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა.

მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზუმბა ძალიან დაეხმარა სტრესთან გამკლავებაში. ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო მადლიერებაა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი.

მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ექსკლუზიურად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.

- დაახლოებით ერთი წლის წინ, მთელმა საქართველომ, როგორც კარლო პონტის შეყვარებული, გაგიცნოთ, თუმცა როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. თქვენზე მოგვიყევით.

- სანამ ჩემზე მოგიყვებოდეთ, მინდა ჩემი პირველი ინტერვიუ მადლობით დავიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას პოზიტიური გამოხმაურებისთვის და დამოკიდებულებისთვის, უამრავი ადამიანის მესიჯი მომდის პირად შეტყობინებებში, თუ როგორ მგულშემატკივრობენ და როგორი მოტივაცია ვარ მათთვის ჩემი პირადი ისტორიით, მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული და მხარდაჭერა მხვდა წილად.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sharmanashvili (@mariamsharmanashvili)

ახლა კი რაც შემეხება მე, ვარ ძალიან მრავალფეროვანი და აქტიური ადამიანი, პროფესიით ვარ ფარმაცევტი და ამ სფეროში ვიმუშავე 12 წელი, თუმცა ბოლო ორი წელია პროფესია შევიცვალე და ფიტნეს ინდუსტრიაში გადმოვინაცვლე. როგორც ჩანს, ადამიანებზე ზრუნვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. ახლა ვმუშაობ ზუმბას ფიტნეს ინსტრუქტორად, ჩემი მიზანია ახალი პროფესიით შევძლო რაც შეიძლება მეტი ქალბატონის მოტივაცია და გაჯანსაღება.

- თქვენს ვიდეოებში რამდენიმეჯერ გამოჩნდა ბებია, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარულით მოიხსენიებდით, თუ არ ვცდები, მან გაგზარდათ.

- ეთერი ბებია დედაჩემის დედაა, მას არ გავუზრდივარ, მაგრამ ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე, დედა როცა გარდამეცვალა, 21 წლის ვიყავი და დედობა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან გამიწია, ბებია არის განსაკუთრებულად თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის მხარში მიდგას და მოტივაციას მაძლევს, მინდა, რომ ძალიან დიდხანს მყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი, აქედანაც ვეტყვი საჯაროდ, რომ ძალიან მიყვარს, ვიცი რომ გაუხარდება ..

მარიამი შვილთან, ბებიასთან და კარლო პონტისთან ერთად

- მარტივი არაა ახალგაზრდა ასაკში გახდეთ მარტოხელა დედა, როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?

- მარტოხელა დედას ვერ ვუწოდებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გაშორებულები ვართ, იმიტომ რომ ის საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი შვილის აღზრდაში. ოჯახის დანგრევა მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ ვფიქრობ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ვეღარ აბედნიერებს, მშვიდობიანი დაშლა საუკეთესო გამოსავალია. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, შევინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება და ერთად ვაგრძელებთ დემეტრეზე ზრუნვას. ფსიქოლოგიურად არ იყო ჩემთვის მარტივი გადასატანი, მაგრამ ძალიან დამეხმარა ვარჯიშზე კონცენტრირება.

- ზუმბათი რა ასაკიდან დაინტერესდით, ხშირად გოგონები ვარჯიშს წონაში დასაკლებად იწყებენ...

- მეუღლეს რომ გავშორდი, საკმაოდ რთული ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში მენტალურადაც და ფიზიკურადაც. გარედან ვერავინ მამჩნევდა, მაგრამ აბსოლუტურად დაკარგული ვიყავი ჩემს ემოციებში და განცდებში. ვფიქრობდი გამოსავალზე, თუ რა დამეხმარებოდა ამ მდგომარეობის გადალახვაში, გადავწყვიტე, რომ ფიზიკური აქტივობა მეცადა და ასე მოვხვდი ზუმბაზე, რამაც მართლაც ძალიან მიშველა და საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ ზუმბას ინსტრუქტორი გავმხდარიყავი, რადგან ახლა მე დავხმარებოდი სხვა გოგონებს და ამით გადამეხადა სამყაროსთვის მადლობა..

ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ გლდანში "x-nine dance studio"-ში სულ ორიოდე თვეა გავხსენი ზუმბას ჯგუფი და ვეპატიჟები ზუმბაზე ყველა იმ ქალბატონს, ვისაც სურს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების დაწყება.

- გარდა ვარჯიშისა, ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ. კვებით თუ უწყობთ ხელს.

- გარდა ზუმბასი, ხანდახან ვცდილობ სიმძიმეებით ვივარჯიშო, დავკავდე ცურვით. აი კვებას რაც შეეხება, მეც ძალიან მიჭირს დისციპლინის დაცვა, მაგრამ ვცდილობ ძირითადად ჯანსაღად ვიკვებო, მივიღო ნაკლები ტკბილეული და ცომეული.

- მარიამ, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა თქვენი ერთი "სთორი" ინსტაგრამზე, ამბობდით, რომ საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ გქონდათ, არ გქონიათ ლაქშერული ცხოვრება, თუმცა ერთ დღეს თქვენი ცხოვრება შეიცვალა, რამდენად მარტივად მიიღეთ ამხელა ყურადღება?

- დიახ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია, რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ… ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი გამიცნობდა და ჩემზე ისაუბრებდა. და რაც მთავარია, შემიყვარებდა, რადგან არ არის მარტივი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება, მე კი ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რომ საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიმიღო და არ დაიშურა პოზიტიური კომენტარები. თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც სხვისი სიხარული ასე ახარებთ ადამიანებს, ბედნიერება მათთვისაც არ დააყოვნებს, მე მჯერა, რომ სამყაროს ეს პრინციპი ამოძრავებს.

ისიც მართალია, რომ არასდროს ვყოფილვარ ე.წ. "ლაქშერული" ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა. ძალიან დიდხანს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ ყველაზე მეტად ამაში მადლიერება დამეხმარა და თვით რწმენა, რომ მე "იღბლიანი გოგო ვარ". მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უიღბლობაც შემემთხვა ცხოვრებაში, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის რომ გვიბრუნდება.

რაც შეეხება ყურადღებას ადამიანების მხრიდან, თუ როგორ შევეჩვიე, ძალიან არ გამიჭირდა, მაგრამ ცოტა უხერხულად ვარ ხოლმე, როცა ვატყობ, რომ მიცნეს და მაკვირდებიან, მაგრამ ალბათ, მაგასაც მივეჩვევი.

- პოპულარული ადამიანების მეორე ნახევრები ხშირად მათ ჩრდილქვეშ არიან და ეს ძალიან არ მოსწონთ. უცხოეთში ფიტნეს ინსტრუქტორები ხშირად ძალიან პოპულარულები არიან, თქვენი მიზანიც ეს არის?

- მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჩრდილქვეშ მომიწევს ყოფნა, რადგან მაქვს ჩემი საქმე, სადაც ვაპირებ დიდი სიყვარულით ვემსახურო ადამიანებს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ქართველი ქალბატონი დავაინტერესო აქტიური ცხოვრების წესით, რადგან საკუთარ თავზე გამოცდილებით ვიცი, როგორი პოზიტიური გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე ფიზიკურ აქტიურობას, მით უფრო, ზუმბას. ჩემი მიზანი ამ ეტაპზე არ არის საზღვარგარეთ კარიერის მოწყობა, პირიქით, მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ქალბატონების გაძლიერებაზე და კიდევ უფრო გამშვენიერებაზე ვიზრუნო.

- მარიამ, მომავალში უცხოეთში ცხოვრებას თუ განიხილავთ?

- სიმართლე გითხრა, მიფიქრია მაგ თემაზე და არჩევანის წინაშეც ვიდექი, მაგრამ მიხვდი, რომ არ შემიძლია იმ გარემოს და იმ ადამიანების გარეშე, ვინც საქართველოში მყავს, ასე რომ, ამ ეტაპისთვის არ ვგეგმავ და სურვილიც არ მაქვს, აღმოჩნდა, რომ ნოსტალგიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ სხვა ქვეყანაში ისეთი ბედნიერი შეიძლება ვერც ვიყო, როგორც აქ, ჩემს სამშობლოში. სხვათა შორის, ჩემმა ასტროლოგიურმა რუკამაც ასე მიჩვენა, რომ სამშობლოში მეტი წარმატება მელის.

- ვიცი, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, რომ კარლოს გაცნობისა და ურთიერთობის დეტალებზე საჯაროდ გვესაუბროთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ მამაკაცზე, რომელსაც ძალიან უყვარხართ და განებივრებთ.

- დიახ, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ჩვენი პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრისგან, მაგრამ კარლოზე გეტყვით, რომ არის უსაზღვროდ კეთილი, უშუალო და ჯენტლმენი ადამიანი. აქვს საოცარი იუმორი და შესაბამისად, ძნელია მოიწყინო მასთან, რაც მთავარია, ზუსტად იცის ყოველთვის თუ რა მჭირდება და რა მაბედნიერებს.

- ინტერვიუს დასასრულს, სოფი ლორენზე გკითხავთ, ალბათ არამარტო თქვენ, მისი შვილებიც კი ვერ გამოდიან დიდებული დედის ჩრდილიდან. მახსოვს, ერთხელ განაწყენდით კიდეც, მუდმივად რომ სოფი ლორენის სარძლოდ მოგიხსენიებდნენ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი იყო...

- მე ვფიქრობ, რომ იყო უდიდესი ლეგენდის შვილი ან ოჯახის წევრი, არ ნიშნავს ვინმეს ჩრდილქვეშ დგომას, პირიქით, მე უდიდეს პატივად მიმაჩნია, გააჩნია საკითხს როგორ შევხედავთ. რაც შეეხება ჩემს სტატუსს, სადაც უკმაყოფილება გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ "სოფი ლორენის სარძლოდ" მომიხსენიებდნენ, დავაკონკრეტებ, იმაზე კი არ გავღიზიანდი, რომ სოფი ლორენთან ვასოცირდებოდი ან მის ე.წ. "ჩრდილ ქვეშ" ყოფნა ვითაკილე, უბრალოდ, სათაურში სიტყვა "სარძლო" არ მიმაჩნია ადეკვატურად, რადგან მე და კარლოს ნიშნობა ჯერაც არ გვქონია და ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ამ ეტაპზე კვლავაც შეყვარებულები ვართ და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, უფლის ნებაა.

რაც შეეხება ქალბატონ სოფიას, ზაფხულში მომიწია ორი თვით ჟენევაში ცხოვრება და ბუნებრივია, ძალიან დავახლოვდით, სხვათა შორის, ქართული ტრადიციული კერძებიც დავაგემოვნებინე და ძალიან მოეწონა ქართული სამზარეულო. ბევრი შეკითხვა იყო შემოსული ჩემთან, პირად მესიჯებში ქალბატონ სოფიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ ამჟამად ქალბატონი სოფია გადის რეაბილიტაციას. ოპერაციის შემდგომ, თავს ბევრად უკეთესად გრძნობს და ვიმედოვნებ, მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება თავის აქტიური ცხოვრების რიტმს.