ავტორი:

"მისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ" - ნეთანიაჰუ ერდოღანზე

"მისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ" - ნეთანიაჰუ ერდოღანზე

ტერორიზმის მხარდამჭერი ერდოღანისგან ჭკუის სწავლებას არ მივიღებთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მოყვა, რომელმაც ისრაელს “ტერორისტი სახელმწიფო” უწოდა.

“ის ისრაელს ტერორისტ სახელმწიფოს ეძახის, მაგრამ თავისი ქმედებებით ის ჰამასის ტერორისტ სახელმწიფოს უჭერს მხარს…მან თავად დაბომბა თურქეთის საზღვრებში მყოფი ქურთების სოფლები - მისგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებთ,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დიდი ალბათობით ბოლო წლების განმავლობაში ქურთებით დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ქმედებებზე მიუთითებდა.