მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს... რაც შეეხება ტელევიზიას, გული მწყდება, რომ ეთერს ჩამოვშორდი" - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე
"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს... რაც შეეხება ტელევიზიას, გული მწყდება, რომ ეთერს ჩამოვშორდი" - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს" - ამ­ბობს ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მშვე­ნი­ე­რი ნინო მუმ­ლა­ძე.. იგი თა­ვის დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე ვრცლად და გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა...

- დღე­დღე­ო­ბით ორ თე­ატ­რში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი და სო­ხუ­მის, გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი...

- რთუ­ლია, დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­ში?

- უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც გვაქვს სპექ­ტაკ­ლე­ბი, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი... სირ­თუ­ლის რა გი­თხრათ, უფრო რთუ­ლი ის რე­ჟი­მია, რო­მელ­შიც მუ­შა­ო­ბა გვი­წევს. ბავ­შვე­ბი კი უმე­ტეს­წი­ლად გა­და­სა­რე­ვი მა­ყუ­რებ­ლე­ბი არი­ან... მსა­ხი­ო­ბი ბო­ლომ­დე ნე­ბის­მი­ერ სპექ­ტაკლში უნდა და­ი­ხარ­ჯო! მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას არ გან­სა­ზღვრავს, შენი პა­ტი­ო­სა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა შენი პრო­ფე­სი­ის მი­მართ.

იმე­დია, ბავ­შვე­ბის მო­ლო­დინს ვა­მარ­თლებთ... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სათ­ვლე­ლია. ზოგ­ჯერ არის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ ძა­ლი­ან მოგ­ვწონს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ბავ­შვმა ამ სპექ­ტაკლზე მო­ი­წყი­ნა... ზოგ­ჯერ არის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის ნაკ­ლე­ბად ფა­სე­უ­ლი იყოს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდეს... ეს უფრო რე­ჟი­სო­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ჩვენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენს მონ­დო­მე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვდებთ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ში. იგი­ვე მონ­დო­მე­ბით ვი­ხარ­ჯე­ბით, რო­გორც ზრდას­რუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლებ­ში არ ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- რა­ტომ­ღაც, ამ ეტაპ­ზე არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ას რომ ჩა­მოვ­შორ­დი, მარ­თლაც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი არხი. ტე­ლე­ვი­ზია და ზო­გა­დად, კა­მე­რა სხვა კომ­ფორ­ტია, სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მსა­ხი­ო­ბის მი­მართ, სხვა სიყ­ვა­რუ­ლია. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და დიდი იმე­დი მაქვს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, ეკ­რანს და­ვუბ­რუნ­დე.

- თქვე­ნი გმი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სა­ბა­ძი ქა­ლის რო­ლის თა­მა­ში არ მო­გიხ­დათ...

- ჩემი გმი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნად შე­იყ­ვა­რა, ეს არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და მად­ლი­ე­რი ვარ მა­ყუ­რებ­ლის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ყო­ველ­თვის დიდ კომ­პლი­მენ­ტებს ვი­ღებ­დი ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას... მო­მის­მე­ნია და კო­მენ­ტა­რებ­შიც არა­ერ­თი სა­ქე­ბა­რი სი­ტყვა წა­მი­კი­თხავს, რომ კარ­გად ვას­რუ­ლებ­დი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი შე­ფა­სე­ბაა... რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნაჟს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბით გა­ნი­ხი­ლავ­დნენ და რად­გან მა­ყუ­რე­ბელს გულ­თან ახ­ლოს მიჰ­ქონ­და, ყვე­ლაფ­რის მი­მართ ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცია იყო, ჩემ­თვის ესეც ერ­თგვა­რი კომ­პლი­მენ­ტია... თუ ახერ­ხებ მა­ყუ­რე­ბელ­ში გარ­კვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვიო, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შენს ნა­მუ­შე­ვარს ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია. მო­ა­ხერ­ხე მა­ყუ­რე­ბელ­ში ემო­ცი­ე­ბი გა­გეღ­ვი­ძე­ბი­ნა და ზუს­ტად ეს არის, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ვცდი­ლობთ, რო­დე­საც კა­მე­რის წინ ვდგე­ბით.

- ახ­სე­ნეთ, რომ ტე­ლე­ვი­ზია გე­ნატ­რე­ბათ... ხომ არ არის პერ­პექ­ტი­ვა, მალე რო­მე­ლი­მე არხზე გა­მოჩ­ნდეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მაქვს... არ ვიცი ასე რა­ტომ მოხ­და, ახალ სა­ხე­ებს ეძე­ბენ, თუ სხვა რამ არის მი­ზე­ზი, პა­სუ­ხი არ მაქვს, სი­მარ­თლე გი­თხრათ. არც რა­დი­ო­ში და არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიდი ხა­ნია არა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა არ მქო­ნია. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რად­გან რა­დი­ოც და ტე­ლე­ვი­ზი­აც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა.

- თქვენც არ გქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, იდეა შე­გე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ?

- რა თქმა უნდა, მცდე­ლო­ბა მქონ­და... სა­დაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, რა­ღაც ვერ­სი­ებს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვთა­ვა­ზობ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, რა­ტომ­ღაც ვერ­ცერ­თი პრო­ექ­ტი ვერ შედ­გა.

- რა სი­ახ­ლეა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ზო­გა­დად, თავს ვა­რი­დებ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ასე ღიად სა­უ­ბარს, რად­გან ჩემი პი­რა­დი იმი­ტო­მაც არის, რომ ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვო... ისე კი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს...

- გა­რეგ­ნულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, თა­ვის მოვ­ლა­ზე რას იტყო­დით?

- გა­სულ დღე­ებ­ში პოს­ტიც კი დავ­დე, მხო­ლოდ „დეტსკი“ კრემს ვხმა­რობ-მეთ­ქი... არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზედ­მეტ რუ­ტი­ნას, ზედ­მე­ტად ჩა­რე­ვას სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. არ ვიცი, ალ­ბათ გე­ნე­ტი­კას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით რომ სა­ხე­ზე ისე­თი არა­ფე­რი მჭირს, სე­რი­ო­ზულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­დეს... უკვე 39 წლის ვარ და არა­ნა­ი­რი ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია.

- ინექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ?

- არა, ჯერ არ მქო­ნია ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. ზოგი ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან იწყებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ აქვს... ათას პრო­ცე­დუ­რებ­ში ხარ­ჯა­ვენ ფულს. რო­დე­საც ჩემს თავს რა­ღაც ცვლე­ლე­ბებს შე­ვა­ტყობ, ვიგ­რძნობ, რომ ასა­კი რე­ა­ლუ­რად და­მე­ტყო, მეც ჩა­ვი­ტა­რებ მხო­ლოდ იმის­თვის, რომ კა­ნის კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო... მად­ლო­ბა ღმერ­თს, ასეთ რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ჩემს სა­ხეს და ვი­ზუ­ალს ჯერ ვერ ვა­ტყობ. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, ნა­ად­რე­ვად არ ჩა­ვე­რიო.

- სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, დი­ე­ტე­ბი რამ­დე­ნად არის თქვენს დღის წეს­რიგ­ში?

- მაგ მხრივ ეს ბოლო პე­რი­ო­დია, მო­ვი­კოჭ­ლებ... ხან ისეა, ხან ასე და შე­უძ­ლე­ბე­ლია მუ­დამ დი­ე­ტა­ზე იყო. არი­ან, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც იმის ნე­ბის­ყო­ფა აქვთ, სულ ჯან­საღ კვე­ბა­ზე, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზებ­ში იყ­ვნენ... მე ცოტა ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ვარ და მა­გის ნე­ბის­ყო­ფა ნამ­დვი­ლად არ მაქვს მუ­დამ ჩემი წონა, ფორ­მე­ბი ვა­კონ­ტრო­ლო...

- რო­გორც ვიცი, მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვართ... სა­მო­გა­ზუ­როდ ხომ არ ყო­ფილ­ხართ ახლო წარ­სულ­ში?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ... პან­დე­მი­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს არ გავ­ცდე­ნი­ვარ. მოგ­ზა­უ­რო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. ყო­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ემო­ცი­უ­რად, სუ­ლი­ე­რად მამ­დიდ­რებს... ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლიც ვერ ვარ, ვერ ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვიყო ნამ­ყო­ფი. ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ.

- სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­საც სტუმ­რობთ?

- დიახ, როცა დრო მაქვს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში მა­ინც ვი­მოგ­ზა­უ­რო... ჩემი წი­ნაპ­რე­ბიც თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­დნენ, მკვიდ­რი თბი­ლი­სე­ლი ვარ, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ვამ­ბობ, რომ ეს ქა­ლა­ქი „ყელ­ში მი­ჭერს“... სა­ცო­ბე­ბით, გი­ჟუ­რი რით­მით, მუდ­მი­ვი ნერ­ვი­უ­ლო­ბით, რომ სა­დღაც ვაგ­ვი­ა­ნებ და მეჩ­ქა­რე­ბა, ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ვიტ­ვირ­თე­ბი. ამ დროს ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა, რაც ძა­ლი­ან მამ­შვი­დებს. ახა­ლი რე­გი­ო­ნის აღ­მო­ჩე­ნა ხომ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, თუ არა, ჩემ­თვის უკვე ნაც­ნობ რე­გი­ო­ნებს ვსტუმ­რობ...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ვთვლი, რომ თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზია. ყველ­გან არ ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ მარ­თლაც ბევ­რი მი­ნა­ხავს. შე­უ­და­რე­ბე­ლი, ულა­მა­ზე­სია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ამი­ტო­მაც ჩემი ყო­ვე­ლი ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა ძა­ლი­ან დიდი „რეს­ტარ­ტია"...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს სვა­ნე­თი. ზემო სვა­ნეთ­ზე სა­ერ­თოდ ვგიჟ­დე­ბი, იქ ჩემ­თვის მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­აა, გარ­და იმ სი­ლა­მა­ზი­სა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ არ აღი­ა­როს... თუ­შეთ­მაც ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რად­გან თუ­შეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა თით­ქოს დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს. თით­ქოს იქ დრო გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ხვდე­ბი... ხევ­სუ­რეთ­ში და ჯა­ვა­ხეთ­ში ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ და აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ორი­ვე მალე ვნა­ხო...

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მამ­ვლო გეგ­მე­ბი?

- უახ­ლო­ე­სი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ახა­ლი წლის­თვის მზა­დე­ბაა... სახ­ლში ტრა­დი­ცია გვაქვს, ყო­ველ ახალ წელს, ნაძ­ვის ხის ახალ სა­თა­მა­შო­ებს ვყი­დუ­ლობთ. ერთი პა­ტა­რა "ნა­ბო­რი", 16 ცალი სა­თა­მა­შო უკვე შე­ვი­ძი­ნე...დე­და­ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ახალ წელ­ზე, გიჟ­დე­ბა და მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. ძა­ლი­ან ადრე იწყებს მზა­დე­ბას ახა­ლი წლის­თვის და ყვე­ლა­ზე დიდ სა­ჩუქ­რად ლა­მაზ, ძვირ­ფას ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ებს მი­იჩ­ნევს. მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­ლი წლის მი­მართ ჩვენ­თვი­საც გა­დამ­დე­ბი გახ­და. ამი­ტო­მაც ტრა­დი­ცია გვაქვს, ყო­ველ ახალ წელს ნაძ­ვის ხეს ახალ სა­თა­მა­შო­ებს შევ­მა­ტებთ ხოლ­მე...

ძა­ლი­ან მი­ხა­რია ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში რომ ბრუნ­დე­ბა ლე­ვან გვა­ზა­ვას სპექ­ტაკ­ლი, მი­უ­ზიკ­ლი - "სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა"... სპექ­ტაკ­ლი მოგ­ვი­თხრობს მთა­ვა­რი გმი­რის ებე­ნი­ზერ სკრუ­ჯის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1834 წელს ცხოვ­რობ­და ლონ­დონ­ში, იგი ძუნ­წი და და­უნ­დო­ბე­ლი გახ­ლდათ, მას სძულ­და დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, შობა. მას­ში ნათ­ლა­დაა ასა­ხუ­ლი, თუ რო­გორ შეც­ვა­ლა იგი ერთ ღა­მე­ში, რო­გორ ეზი­ა­რა იგი შო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას, რო­გორ იმოქ­მე­და მას­ზე აწ­მყოს, წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის სუ­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ და რო­გორ გა­კე­თილ­შო­ბილ­და იგი... აწ­მყოს სულს მე ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან უყ­ვართ ეს სპექ­ტაკ­ლი, შარ­შან ჩვე­ნე­ბებ­მა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. წელს ისევ უბ­რუნ­დე­ბა სცე­ნას და დე­კემ­ბრი­დან რე­პერ­ტუ­არ­ში იქ­ნე­ბა. ყვე­ლას ვურ­ჩევ, გვეწ­ვი­ონ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნა ელო­დე­ბათ...

- ანუ უკვე სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სით ხართ მო­ცუ­ლი შინ და გა­რეთ...

- დიახ და თუ წელ­საც გა­მი­მარ­თლებს, სახ­ლში არც ახლა შევ­ხვდე­ბი... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ახა­ლი წელი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი დღეა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ. (იცი­ნის)... სა­ღა­მო­ე­ბი მიგ­ვყავს და შარ­შან რომ დავ­ფიქ­რდი, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლია ახალ წელს სახ­ლში არ შევ­ხვედ­რი­ვარ. იმე­დია, წელ­საც ფორ­ტუ­ნა გა­მი­ღი­მებს და სად­მე სა­ღა­მოს წაყ­ვა­ნას შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ. ჩემ­თვის ისევ ისე­თი ბა­რა­ქი­ა­ნი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა ეს ახა­ლი წე­ლიც, რო­გორც სხვა დროს. ერ­თა­დერ­თი, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში იყო, როცა ყვე­ლა­ნი სახ­ლში ვის­ხე­დით და არ­სად არა­ფე­რი იმარ­თე­ბო­და. მა­შინ მეც ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში შევ­ხვდი ახალ წელს.

ლია
3

მიყვარს ეს გოგო.ბედნიერებას გისურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს... რაც შეეხება ტელევიზიას, გული მწყდება, რომ ეთერს ჩამოვშორდი" - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე

"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს... რაც შეეხება ტელევიზიას, გული მწყდება, რომ ეთერს ჩამოვშორდი" - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე

"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს" - ამბობს ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მშვენიერი ნინო მუმლაძე.. იგი თავის დღევანდელობაზე ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

- დღედღეობით ორ თეატრში ვარ დაკავებული... ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სოხუმის, გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი...

- რთულია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს საბავშვო სპექტაკლებში თამაში?

- უფროსი ადამიანებისთვისაც გვაქვს სპექტაკლები, თუმცა ძირითადად ბავშვებზეა მორგებული... სირთულის რა გითხრათ, უფრო რთული ის რეჟიმია, რომელშიც მუშაობა გვიწევს. ბავშვები კი უმეტესწილად გადასარევი მაყურებლები არიან... მსახიობი ბოლომდე ნებისმიერ სპექტაკლში უნდა დაიხარჯო! მაყურებელი ამას არ განსაზღვრავს, შენი პატიოსანი დამოკიდებულებაა შენი პროფესიის მიმართ.

იმედია, ბავშვების მოლოდინს ვამართლებთ... სხვათა შორის, ძალიან რთული გასათვლელია. ზოგჯერ არის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ბავშვმა ამ სპექტაკლზე მოიწყინა... ზოგჯერ არის სპექტაკლი, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად ფასეული იყოს, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს... ეს უფრო რეჟისორის პრეროგატივაა. ჩვენ, მსახიობები ჩვენს მონდომებას მაქსიმალურად ვდებთ პერსონაჟების განსახიერებაში. იგივე მონდომებით ვიხარჯებით, როგორც ზრდასრული მაყურებლისთვის.

- სატელევიზიო სერიალებში არ ხართ დაკავებული?

- რატომღაც, ამ ეტაპზე არ ვარ დაკავებული... ძალიან გული მწყდება, ტელევიზიას რომ ჩამოვშორდი, მართლაც ძალიან მენატრება სატელევიზიო ეთერი, ნებისმიერი არხი. ტელევიზია და ზოგადად, კამერა სხვა კომფორტია, სხვა დამოკიდებულებაა მსახიობის მიმართ, სხვა სიყვარულია. ძალიან მენატრება და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საშუალება მომეცემა, ეკრანს დავუბრუნდე.

- თქვენი გმირი მაყურებელმა შეიყვარა პოპულარულ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები“, მიუხედავად იმისა, რომ მისაბაძი ქალის როლის თამაში არ მოგიხდათ...

- ჩემი გმირი მაყურებელმა რამდენად შეიყვარა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ძალიან მეამაყება და მადლიერი ვარ მაყურებლის იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მსახიობი, ყოველთვის დიდ კომპლიმენტებს ვიღებდი ამ როლის შესრულებისას... მომისმენია და კომენტარებშიც არაერთი საქებარი სიტყვა წამიკითხავს, რომ კარგად ვასრულებდი, დამაჯერებელი ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი შეფასებაა... რაც შეეხება პერსონაჟს, რასაკვირველია, უარყოფითი კომენტარებით განიხილავდნენ და რადგან მაყურებელს გულთან ახლოს მიჰქონდა, ყველაფრის მიმართ ასეთი მძაფრი რეაქცია იყო, ჩემთვის ესეც ერთგვარი კომპლიმენტია... თუ ახერხებ მაყურებელში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვიო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ნამუშევარს ფუჭად არ ჩაუვლია. მოახერხე მაყურებელში ემოციები გაგეღვიძებინა და ზუსტად ეს არის, რასაც განსაკუთრებით ვცდილობთ, როდესაც კამერის წინ ვდგებით.

- ახსენეთ, რომ ტელევიზია გენატრებათ... ხომ არ არის პერპექტივა, მალე რომელიმე არხზე გამოჩნდეთ?

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მაქვს... არ ვიცი ასე რატომ მოხდა, ახალ სახეებს ეძებენ, თუ სხვა რამ არის მიზეზი, პასუხი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ. არც რადიოში და არც ტელევიზიაში დიდი ხანია არანაირი შეთავაზება არ მქონია. ძალიან გული მწყდება, რადგან რადიოც და ტელევიზიაც ძალიან მომენატრა.

- თქვენც არ გქონიათ მცდელობა, იდეა შეგეთავაზებინათ?

- რა თქმა უნდა, მცდელობა მქონდა... სადაც ხელი მიმიწვდებოდა, რაღაც ვერსიებს კოლეგებთან ერთად ვთავაზობდი. სამწუხაროდ, რატომღაც ვერცერთი პროექტი ვერ შედგა.

- რა სიახლეა თქვენს პირად ცხოვრებაში?

- ზოგადად, თავს ვარიდებ ჩემს პირად ცხოვრებაზე ასე ღიად საუბარს, რადგან ჩემი პირადი იმიტომაც არის, რომ ჩემთვის დავიტოვო... ისე კი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს...

- გარეგნულ ცვლილებებზე, თავის მოვლაზე რას იტყოდით?

- გასულ დღეებში პოსტიც კი დავდე, მხოლოდ „დეტსკი“ კრემს ვხმარობ-მეთქი... არ ვარ ადამიანი, რომელიც ზედმეტ რუტინას, ზედმეტად ჩარევას საკუთარ გარეგნობაში ყურადღებას აქცევს. არ ვიცი, ალბათ გენეტიკას უნდა ვუმადლოდეთ, ჯერჯერობით რომ სახეზე ისეთი არაფერი მჭირს, სერიოზულ ჩარევას საჭიროებდეს... უკვე 39 წლის ვარ და არანაირი ინექციური პროცედურა არ ჩამიტარებია.

- ინექციების წინააღმდეგი ხართ?

- არა, ჯერ არ მქონია ამის საჭიროება. ზოგი ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცვლილება არ აქვს... ათას პროცედურებში ხარჯავენ ფულს. როდესაც ჩემს თავს რაღაც ცვლელებებს შევატყობ, ვიგრძნობ, რომ ასაკი რეალურად დამეტყო, მეც ჩავიტარებ მხოლოდ იმისთვის, რომ კანის კარგი მდგომარეობა შევინარჩუნო... მადლობა ღმერთს, ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ჩემს სახეს და ვიზუალს ჯერ ვერ ვატყობ. ამიტომაც ვცდილობ, ნაადრევად არ ჩავერიო.

- სავარჯიშო დარბაზები, დიეტები რამდენად არის თქვენს დღის წესრიგში?

- მაგ მხრივ ეს ბოლო პერიოდია, მოვიკოჭლებ... ხან ისეა, ხან ასე და შეუძლებელია მუდამ დიეტაზე იყო. არიან, ალბათ, ადამიანები, რომლებსაც იმის ნებისყოფა აქვთ, სულ ჯანსაღ კვებაზე, სავარჯიშო დარბაზებში იყვნენ... მე ცოტა ზარმაცი ადამიანი ვარ და მაგის ნებისყოფა ნამდვილად არ მაქვს მუდამ ჩემი წონა, ფორმები ვაკონტროლო...

- როგორც ვიცი, მოგზაურობა გიყვართ... სამოგაზუროდ ხომ არ ყოფილხართ ახლო წარსულში?

- არა, სამწუხაროდ... პანდემიიდან მოყოლებული საქართველოს ფარგლებს არ გავცდენივარ. მოგზაურობა მართლაც ძალიან მიყვარს, ვგიჟდები და ძალიან მენატრება. ყოველი მოგზაურობა ემოციურად, სულიერად მამდიდრებს... ამ მხრივ ძალიან განებივრებულიც ვერ ვარ, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყო ნამყოფი. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვყოფილვარ.

- საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსაც სტუმრობთ?

- დიახ, როცა დრო მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ საქართველოს ფარგლებში მაინც ვიმოგზაურო... ჩემი წინაპრებიც თბილისში გაიზარდნენ, მკვიდრი თბილისელი ვარ, მაგრამ არის მომენტები, როცა ვამბობ, რომ ეს ქალაქი „ყელში მიჭერს“... საცობებით, გიჟური რითმით, მუდმივი ნერვიულობით, რომ სადღაც ვაგვიანებ და მეჩქარება, ძალიან ვიღლები. ფსიქოლოგიურად ძალიან ვიტვირთები. ამ დროს ჩემთვის აუცილებელია ქალაქიდან გასვლა, რაც ძალიან მამშვიდებს. ახალი რეგიონის აღმოჩენა ხომ დიდი ბედნიერებაა, თუ არა, ჩემთვის უკვე ნაცნობ რეგიონებს ვსტუმრობ...

ძალიან მიყვარს ჩვენი სამშობლო, ვთვლი, რომ თითქმის ყველა კუთხე ერთმანეთზე ლამაზია. ყველგან არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მართლაც ბევრი მინახავს. შეუდარებელი, ულამაზესია ჩვენი ქვეყანა და ამიტომაც ჩემი ყოველი ქალაქიდან გასვლა ძალიან დიდი „რესტარტია"...

ძალიან მიყვარს სვანეთი. ზემო სვანეთზე საერთოდ ვგიჟდები, იქ ჩემთვის მართლაც განსხვავებული ენერგიაა, გარდა იმ სილამაზისა, რომელიც შეუძლებელია ვინმემ არ აღიაროს... თუშეთმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან თუშეთში მოგზაურობა თითქოს დროში მოგზაურობას ჰგავს. თითქოს იქ დრო გაჩერებულია და ადამიანი საერთოდ სხვა რეალობაში ხვდები... ხევსურეთში და ჯავახეთში ჯერ არ ვყოფილვარ და აუცილებლად მინდა ორივე მალე ვნახო...

- როგორია თქვენი სამომამვლო გეგმები?

- უახლოესი სამომავლო გეგმები ახალი წლისთვის მზადებაა... სახლში ტრადიცია გვაქვს, ყოველ ახალ წელს, ნაძვის ხის ახალ სათამაშოებს ვყიდულობთ. ერთი პატარა "ნაბორი", 16 ცალი სათამაშო უკვე შევიძინე...დედაჩემი შეყვარებულია ახალ წელზე, გიჟდება და მისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია. ძალიან ადრე იწყებს მზადებას ახალი წლისთვის და ყველაზე დიდ საჩუქრად ლამაზ, ძვირფას ნაძვის ხის სათამაშოებს მიიჩნევს. მისი ასეთი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ ჩვენთვისაც გადამდები გახდა. ამიტომაც ტრადიცია გვაქვს, ყოველ ახალ წელს ნაძვის ხეს ახალ სათამაშოებს შევმატებთ ხოლმე...

ძალიან მიხარია ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რომ ბრუნდება ლევან გვაზავას სპექტაკლი, მიუზიკლი - "საშობაო სიმღერა"... სპექტაკლი მოგვითხრობს მთავარი გმირის ებენიზერ სკრუჯის შესახებ, რომელიც 1834 წელს ცხოვრობდა ლონდონში, იგი ძუნწი და დაუნდობელი გახლდათ, მას სძულდა დღესასწაულები და განსაკუთრებით, შობა. მასში ნათლადაა ასახული, თუ როგორ შეცვალა იგი ერთ ღამეში, როგორ ეზიარა იგი შობის საიდუმლოებას, როგორ იმოქმედა მასზე აწმყოს, წარსულისა და მომავლის სულების გამოცხადებამ და როგორ გაკეთილშობილდა იგი... აწმყოს სულს მე ვთამაშობ. ძალიან უყვართ ეს სპექტაკლი, შარშან ჩვენებებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. წელს ისევ უბრუნდება სცენას და დეკემბრიდან რეპერტუარში იქნება. ყველას ვურჩევ, გვეწვიონ, ძალიან საინტერესო წარმოდგენა ელოდებათ...

- ანუ უკვე საახალწლო სამზადისით ხართ მოცული შინ და გარეთ...

- დიახ და თუ წელსაც გამიმართლებს, სახლში არც ახლა შევხვდები... მოგეხსენებათ, ჩვენნაირი ადამიანებისთვის ახალი წელი შემოსავლიანი დღეა, მარტივად რომ ვთქვათ. (იცინის)... საღამოები მიგვყავს და შარშან რომ დავფიქრდი, დაახლოებით 15 წელია ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. იმედია, წელსაც ფორტუნა გამიღიმებს და სადმე საღამოს წაყვანას შემომთავაზებენ. ჩემთვის ისევ ისეთი ბარაქიანი და შემოსავლიანი იქნება ეს ახალი წელიც, როგორც სხვა დროს. ერთადერთი, პანდემიის პერიოდში იყო, როცა ყველანი სახლში ვისხედით და არსად არაფერი იმართებოდა. მაშინ მეც ოჯახურ გარემოში შევხვდი ახალ წელს.