კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?
"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?

დმა­ნის­ში 18 წლის ბიჭი თა­ნა­სოფ­ლელ­მა ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ამამ­ლო­ში მოხ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ცი­დენტს წინ კა­მა­თი უძღო­და, რაც სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია. ის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

"რო­გორც გა­ვი­გე, 5 ბიჭი ჩხუ­ბობ­და, სამი იმ არას­რულ­წლო­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, ყვე­ლა გა­იქ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის არის, ვინც 18 წლის ბიჭს დანა და­არ­ტყა და მოკ­ლა" - ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო:

"ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ნო­ემ­ბერს, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 2005 წელს და­ბა­დე­ბულ ე.გ.-ს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გულ-მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ნ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

გნიდა ! უნდა ამოალპო კლეტკაში !

სამწუხარო რეალობაა
13

გაგებით მოკიდეთ ხომ გითხრეს თქვენ თან ვაკე საბურთალოზე არ მომხდარა ფაქტი ამიტომ ,,ელიტას" არ ანაღვლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?

"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?

დმანისში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ამამლოში მოხდა.

ცნობილია, რომ ინციდენტს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

"როგორც გავიგე, 5 ბიჭი ჩხუბობდა, სამი იმ არასრულწლოვანის მეგობარი, ყველა გაიქცა, დაახლოებით 15 წლის არის, ვინც 18 წლის ბიჭს დანა დაარტყა და მოკლა" - ჰყვება ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.