ავტორი:

"დიდი კაცი დაკარგა საქართველომ და ქისტეთმა" - გარდაიცვალა პანკისის ხეობის უხუცესი და დიდი პატრიოტი ხასო ხანგოშვილი

"დიდი კაცი დაკარგა საქართველომ და ქისტეთმა" - გარდაიცვალა პანკისის ხეობის უხუცესი და დიდი პატრიოტი ხასო ხანგოშვილი

81 წლის ასაკში გარდაიცვალა პანკისის ხეობის უხუცესი, მწერალი, საქართველოს დიდი პატრიოტი ხასო ხანგოშვილი.

"ბატონი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა!.. Მაგარი ქისტი, მაგარი ქართველი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მოსისხლეებს არიგებდა ისეთი კაცი იყო!.. Შარშან ერთადერთი ვაჟიშვილი ავარიაში დაეღუპა, დაიბარა ავარიაში დამნაშავე და სახალხოდ შეუნდო ყოველგვარი სასამართლოს და ამბების გარეშე!.. Მოკლედ დიდი კაცი დაკარგა საქართველომ და ქისტეთმა და მოიპოვა სასუფეველმა! ღმერთმა სული გაგინათლოს ხასო ძია და მიგიღოს იქ სადაც მართალნი განისვენენ!.. ვუსამძიმრებ ჩემს პანკისის ხეობას, ქისტებს და ოჯახს!.." - წერს მწერალი ბექა ქურხული.

ალაზნის პირას დაიბადა, წალკოტის მსგავს სოფელში, ულამაზეს ადამიანებს შორის... ბავშვობიდანვე ასწავლეს, რომ მისი მთავარი ღირებულებები უნდა ყოფილიყო ღირსება, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული, სტუმართმოყვარეობა... პროფესიით პედაგოგი იყო, პანკისელებს 28 წლის განმავლობაში ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა. გახლავთ ავტორი წიგნებისა "ქისტები", "აბრაგები", "საღვთო წიგნები", "ქისტების ადათ-წესები", "მონადირის მოგონებები"... ამბობდა, რომ პირველად კალამს მაშინ მოჰკიდა ხელი, როდესაც ქისტებსა და ქართველებს შორის გაუცხოების საფრთხე დაინახა. მშვიდად არასდროს ყოფილა, ედარდებოდა ქისტი ხალხი და მშობლიური საქართველო.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ხასოს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, პანკისის ხეობასა და საქართველოს