თეთრი სახლი ისრაელის მიერ ალ-შიფას საავადმყოფოში დაწყებულ ოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ სურთ საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარების მისაღებად იმყოფებიან, იარაღით ბრძოლა მიმდინარეობდეს, ან მასზე საჰაერო დარტყმა განხორციელდეს.
"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმას და არ გვინდა ვიხილოთ იარაღით ბრძოლა საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, შესაძლოა ჯვარედინ ცეცხლში მოხვდნენ,“- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.
მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საავადმყოფოები და პაციენტები დაცული უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში "ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.