ავტორი:

რას მალავს "ჰამასი" ღაზის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ - ისრაელი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სამედიცინო ცენტრის სარდაფიდან კადრებს აქვეყნებს

რას მალავს "ჰამასი" ღაზის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ - ისრაელი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სამედიცინო ცენტრის სარდაფიდან კადრებს აქვეყნებს

ისრაელის არმია ინტერნეტში ღაზის საავადმყოფოს კადრებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ "ჰამასი“საავადმყოფოების სარდაფებს იარაღის დასამალად და მძევლების დასაკავებლად იყენებს.

  • "ჰამასი" იმალება საავადმყოფოებში. დღეს ამას მსოფლიოს წინაშე გავამჟღავნებთ“, - განაცხადა IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

ჰაგარიმ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, "ჰამასი“ იარაღს რანტისის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში ინახავდა, პალატებს კი მძევლების დასაკავებლად იყენებდა.

დანიელ ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ ის თავად იმყოფებოდა ღაზის სექტორში, რანტისის ბავშვთა საავადმყოფოში და გადაიღო ვიდეო. მისი განცხადებით, ეს არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ომის იარაღად იყენებს. ჰაგარიმ აჩვენა გვირაბის შესასვლელის ვიდეო, რომელიც იყო სკოლისა და საავადმყოფოს მახლობლად, ელექტროპანელით, რომელიც, მისი თქმით, აკავშირებდა მზის პანელებს გვირაბში გამავალ სადენებთან.

ვიდეოკადრებში ჩანს ღრმა გვირაბი, შახტა, კიბით. ”ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტების გვირაბი”, - განუცხადა ჰაგარიმ ჟურნალისტებს.

”ეს არის ომის დანაშაული, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჰამასი იყენებს საავადმყოფოებს, როგორც ომის ინსტრუმენტს,”- თქვა ჰაგარიმ.

IDF-ის ცნობით, საავადმყოფოს სარდაფში აღმოჩენილ იარაღებს შორის იყო ყუმბარები, AK-47 ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, RPG და სხვა. ჰაგარიმ ტერიტორიას "ჰამასის სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი" უწოდა. პრესკონფერენცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ისრაელი საავადმყოფოებზე გამიზნულ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

მოტოციკლი ჰამასის ტერორისტებმა გამოიყენეს მძევლის გადასაყვანად

"ჩვენ არ ვერჩით მშვიდობიან მოსახლეობას. განსაკუთრებით ავადმყოფებს, ქალებს და ბავშვებს. ჩვენი ომი არის "ჰამასის“ წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰაგარიმ.

"ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისრაელის ბრალდებები უარყო. ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა მედჰათ აბასმა, CNN-ს განუცხადა, რომ ღაზას საავადმყოფოები "მხოლოდ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება და არა ვინმეს ან რამის დასამალად"...წყარო