პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდენტიფიცირებულია 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი: ვინ არის "გოგონა ყვავილის ტატუთი", რომლის სასტიკმა მკვლელობამ 90-იან წლებში ბელგია შეძრა
იდენტიფიცირებულია 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი: ვინ არის "გოგონა ყვავილის ტატუთი", რომლის სასტიკმა მკვლელობამ 90-იან წლებში ბელგია შეძრა

ან­ტვერ­პენ­ში 31 წლის წინ ნა­პოვ­ნი ქა­ლის ცხე­და­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - იგი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე, რიტა რო­ბერტსია. სას­ტი­კად მოკ­ლულ ქა­ლის ღო­ბე­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი ცხე­და­რი 1992 წლის 3 ივ­ნისს, ან­ტვერ­პე­ნის ოლ­ქის დე­ურ­ნის რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე Groot Schijn-თან იპო­ვეს. მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ქა­ლის ამოც­ნო­ბა მარ­ცხე­ნა მხარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლის ტა­ტუ­თი გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბელ­გი­ის, ჰო­ლან­დი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ მა­ის­ში ახა­ლი ვებ­სა­ი­ტი შექ­მნა, სა­ხელ­წო­დე­ბით - Identify Me - მათი მი­ზა­ნი მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა იყო. ვებ­სა­იტ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მოკ­ლუ­ლი ქა­ლე­ბის სა­ხის რე­კონ­სტრუქ­ცია, ასე­ვე მათი პი­რა­დი ნივ­თე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის და სუ­რა­თე­ბის ნახ­ვა, რო­გო­რი­ცაა სამ­კა­უ­ლე­ბი და ტან­საც­მე­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა დე­ტა­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ, მათ შო­რის მისი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

რი­ტას ცხე­და­რი ან­ტვერ­პენ­ში, მდი­ნა­რე Groot Schijn-თან იპო­ვეს

სა­ბო­ლო­ოდ რიტა ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ტა­ტუს დახ­მა­რე­ბით ამო­იც­ნო და ბელ­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, რიტა რო­ბერტსი 31 წლის იყო, როცა 1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში კარ­დი­ფი­დან ან­ტვერ­პენ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ოჯახ­თან ბოლო კონ­ტაქ­ტი იმა­ვე წლის მა­ის­ში ჰქონ­და.

"ეს ამ­ბა­ვი შო­კის­მომ­გვრე­ლია. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის იმ მწუ­ხა­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად, რა­საც ახლა ვგრძნობთ", - ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

მაშინ რამ შეუშალათ ხელი, რატო ვერ ამოიცნეს. ეჭვი მაინც არავის გაუჩნდა?

თამაზი
0

ესენი ხო კარგად არიან? ოჯახი და პატრონი თუ ყავდა, არ მოიკითხეს? მითუმეტეს, იცოდნენ, რომ ბელგიაში იმყოფებოდა, რა პრობლემა იყო, მაშინვე ამოეცნოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს
ავტორი:

იდენტიფიცირებულია 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი: ვინ არის "გოგონა ყვავილის ტატუთი", რომლის სასტიკმა მკვლელობამ 90-იან წლებში ბელგია შეძრა

იდენტიფიცირებულია 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი: ვინ არის "გოგონა ყვავილის ტატუთი", რომლის სასტიკმა მკვლელობამ 90-იან წლებში ბელგია შეძრა

ანტვერპენში 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია - იგი ბრიტანეთის მოქალაქე, რიტა რობერტსია. სასტიკად მოკლულ ქალის ღობეზე გადაკიდებული ცხედარი 1992 წლის 3 ივნისს, ანტვერპენის ოლქის დეურნის რაიონში, მდინარე Groot Schijn-თან იპოვეს. მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ქალის ამოცნობა მარცხენა მხარზე არსებული ყვავილის ტატუთი გახდა შესაძლებელი.

ბელგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის პოლიციამ მაისში ახალი ვებსაიტი შექმნა, სახელწოდებით - Identify Me - მათი მიზანი მოკლული ქალის ვინაობის დადგენა იყო. ვებსაიტზე შესაძლებელი ხდება მოკლული ქალების სახის რეკონსტრუქცია, ასევე მათი პირადი ნივთების ვიდეოების და სურათების ნახვა, როგორიცაა სამკაულები და ტანსაცმელი. საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალები გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის მისი ფიზიკური მონაცემები.

რიტას ცხედარი ანტვერპენში, მდინარე Groot Schijn-თან იპოვეს

საბოლოოდ რიტა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ტატუს დახმარებით ამოიცნო და ბელგიის ხელისუფლებას დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, რიტა რობერტსი 31 წლის იყო, როცა 1992 წლის თებერვალში კარდიფიდან ანტვერპენში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახთან ბოლო კონტაქტი იმავე წლის მაისში ჰქონდა.

"ეს ამბავი შოკისმომგვრელია. სიტყვები არ მყოფნის იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობთ", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში...წყარო