მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟვანიას ქუჩაზე სროლის ფაქტზე დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის შვილია: "ჩემი ბიჭი ძაღლს სკვერში ასეირნებდა, ვიღაც ყაზახს უთქვამს, მოაშორე აქედანო, მერე ფეხი მოუქნევია, რასაც ჩხუბი მოჰყვა"
ჟვანიას ქუჩაზე სროლის ფაქტზე დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის შვილია: "ჩემი ბიჭი ძაღლს სკვერში ასეირნებდა, ვიღაც ყაზახს უთქვამს, მოაშორე აქედანო, მერე ფეხი მოუქნევია, რასაც ჩხუბი მოჰყვა"

თბი­ლის­ში, ნინო ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­ზე მო­ქა­ლა­ქე დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე ძაღლს ასე­ირ­ნებ­და, რა დრო­საც მას სხვა მო­ქა­ლა­ქეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და და დაჭ­რაც შე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად მოხ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენტს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. მან შვი­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში მი­იყ­ვა­ნა, იქი­დან გა­მო­სულს კი კონ­ფლიქ­ტი გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­თან მო­უ­ვი­და, რო­მე­ლიც იქვე ძაღლს ასე­ირ­ნებ­და.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც მან გვი­თხრა, კონ­ფლიქ­ტის დროს მისი შვი­ლიც და­იჭ­რა.

"რო­გორც ვიცი, ჩემი შვი­ლი დი­ლით ძაღლს ასე­ირ­ნებ­და. გუ­რა­მი 41 წლის არის, პა­ტა­რა კი არ არის, 4 შვი­ლის მა­მაა. ჰყავს ასე­ვე მე­ხუ­თე ოჯა­ხის წევ­რი, იგი­ვე შვი­ლი - პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლი. ეს პა­ტა­რა ძაღ­ლი ჰყავ­და სკვერ­ში ჩაყ­ვა­ნი­ლი. იქ იყო ყა­ზა­ხი, რო­მელ­საც არ მოს­წო­ნე­ბია, რომ ძაღლს ასე­ირ­ნებ­და სკვერ­ში. გუ­რა­მის­თვის უთ­ქვამს, მო­ა­შო­რე აქე­და­ნო. მოკ­ლედ, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, ყა­ზახს ფეხი მო­უქ­ნე­ვია ძაღ­ლის­თვის, ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი.

ჩემი შვი­ლიც დაჭ­რი­ლია. ფეხ­შია დაჭ­რი­ლი ია­რა­ღით. რო­დემ­დე უნდა იყოს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ასე ძა­ლა­დობს ცხო­ვე­ლებ­ზე? კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დად­გინ­დე­ბა. ვი­ღა­ცა ყა­ზახ­მა რა­ტომ უნდა და­მი­წყოს ჭკუ­ის რი­გე­ბა, პლუს ფეხი მო­უქ­ნი­ოს ჩემს ძაღლს... მე ძაღლს ჩემი შვი­ლის­გან კი არ ვარ­ჩევ" - გვე­უბ­ნე­ბა თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე და 236-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 121 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
1

საინტერესოა ახლა რას იტყვის ბ-ნი თამაზი გამოძიების შედეგზე რომ თურმე მის შვილს იარაღი ჰქონია თან და იმ ყაზახის მიმართულებით გაუსვრია რამდენჯერმე? და თუ მისი შვილი მართალია, დუმილის უფლებას რატომ იტოვებს? გამოვიდეს და თქვას როგორც იყო საქმე. იქნებ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრებიც, როგორც ბ-ნი თამაზი მოითხოვდა, მისი შვილის საწინააღმდეგოდ მეტყველებს და ამიტომაც ამჯობინებს ჩუმად იყოს?

oto
18

ყველაფერში ევროპას რო ვბაძავთ და მუხლებს ვუკოცნით, რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ უპატრონო ქუჩის ძაღლი? ან როგორ უნდა გაარჩიოს არამეძაღლე, ჩვეულებრივმა ადამიანმა რომელი ძაღლია ცოფიანი, ფსიტიანი და რომელი ჯანმრთელი? ამ ქვეყანაში იმდენი ძაღლის მოყვარულია, აიყვანონ თითო-თითო და კეთილი ინებონ და მოუარონ. ან ენა დაიმოკლონ. მარტო ლაპარაკი ადვილია. ადრე თუ გვიან, ქუჩის ძაღლების პრობლემა უნდა მოგვარდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ჟვანიას ქუჩაზე სროლის ფაქტზე დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის შვილია: "ჩემი ბიჭი ძაღლს სკვერში ასეირნებდა, ვიღაც ყაზახს უთქვამს, მოაშორე აქედანო, მერე ფეხი მოუქნევია, რასაც ჩხუბი მოჰყვა"

ჟვანიას ქუჩაზე სროლის ფაქტზე დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის შვილია: "ჩემი ბიჭი ძაღლს სკვერში ასეირნებდა, ვიღაც ყაზახს უთქვამს, მოაშორე აქედანო, მერე ფეხი მოუქნევია, რასაც ჩხუბი მოჰყვა"

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებული ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილია. რაც შეეხება ინციდენტს, ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე. მან შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანა, იქიდან გამოსულს კი კონფლიქტი გურამ ელიზბარაშვილთან მოუვიდა, რომელიც იქვე ძაღლს ასეირნებდა.

დეტალების გასარკვევად თამაზ ელიზბარაშვილს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, კონფლიქტის დროს მისი შვილიც დაიჭრა.

"როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, პატარა კი არ არის, 4 შვილის მამაა. ჰყავს ასევე მეხუთე ოჯახის წევრი, იგივე შვილი - პატარა დეკორატიული ძაღლი. ეს პატარა ძაღლი ჰყავდა სკვერში ჩაყვანილი. იქ იყო ყაზახი, რომელსაც არ მოსწონებია, რომ ძაღლს ასეირნებდა სკვერში. გურამისთვის უთქვამს, მოაშორე აქედანო. მოკლედ, შელაპარაკება მოხდა, ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ამას მოჰყვა ჩხუბი.

ჩემი შვილიც დაჭრილია. ფეხშია დაჭრილი იარაღით. როდემდე უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ასეთი გაბოროტებული ხალხი, რომელიც ასე ძალადობს ცხოველებზე? კამერების ჩანაწერებით ყველაფერი კარგად დადგინდება. ვიღაცა ყაზახმა რატომ უნდა დამიწყოს ჭკუის რიგება, პლუს ფეხი მოუქნიოს ჩემს ძაღლს... მე ძაღლს ჩემი შვილისგან კი არ ვარჩევ" - გვეუბნება თამაზ ელიზბარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.