პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს" - სააკაშვილი
"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს" - სააკაშვილი

ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­გე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო და­პყრო­ბის მუ­ქა­რა, ახლა ჩვენ უნდა ხმა­მაღ­ლა ვაფრ­თხი­ლებ­დეთ ყვე­ლა შე­საძ­ლო პარტნი­ორს ამ დიდ საფრ­თხე­ზე, ვი­თხოვ­დეთ გამ­ყოფ ხა­ზებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის დამ­კვირ­ვებ­ლის რი­ცხოვ­ნო­ბის გაზ­რდას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, უნდა შე­ჩერ­დეს რუ­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"უნდა მო­ვი­თხო­ვოთ ანტი-სა­ჰა­ე­რო დაც­ვის და ანტი-სა­ტან­კო სის­ტე­მე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გად­მო­ცე­მა! გა­და­უ­დებ­ლად უნდა შე­ვა­ჩე­როთ რუ­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

უნდა შევ­ძლოთ ქვეყ­ნის შიგ­ნით ყვე­ლა ძი­რი­თად ჯგუფ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, სი­ძულ­ვი­ლის ინ­სტრუ­მენტზე უა­რის თქმა, რად­გან შიდა მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან უად­ვი­ლებს აგ­რე­სორს ამო­ცა­ნას.

ტყუ­ი­ლად ჰგო­ნია ვინ­მეს, რომ რუ­სე­ბის­თვის თვა­ლე­ბის პა­ჭუ­ნით და მათი და­ვა­ლე­ბე­ბის ჩუ­მად შეს­რუ­ლე­ბით, ჩვენ პირ­და­პირ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ, საქ­მე იმა­შია, რომ რუ­სებს სჭირ­დე­ბათ სიმ­ბო­ლო­ე­ბი და ასე­თი სიმ­ბო­ლო არის ის, რაც მან ვერ მო­ა­ხერ­ხა 2008-ში - რუ­სუ­ლი დრო­შა და რუსი ჯა­რის­კა­ცის ჩექ­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრში. აქამ­დე ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბით, (მათ შო­რის, ჩემი და­ტყვე­ვე­ბით) ან უმოქ­მე­დო­ბით ოლი­გარ­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენს მტერს ამ ამო­ცა­ნას მხო­ლოდ უად­ვი­ლებს“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სერ­გეი ლავ­როვ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: “ევ­რო­კავ­ში­რი არ მა­ლავს გან­ზრახ­ვას, გაგ­ვა­ძე­ვოს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან და ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან, ეს არ გა­მო­ვა“.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
elene
0

ბოროტი სული, დორბლიანი, შლეგი და საზიზღარი პროვოკატორი

ვერ ისვენებ გადასცე ...
0

ვერ ისვენებ გადასცე ღრუსებს დარჩენილი საქართველოც !

რატომ გარეთ არა ხარ მიშა სააკიან-ო თბილისსაც ხომ ჩააბარებდი კალანტარიანს შენს თანამოძმეს !! აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ეყოთ გადამთიელ უცხოტომელ მონგოლ-ღრუსებს - მიშაჯან რა საწყენია ტო ბოლომდე რომ ვერ ჩააბარე საქართველო 

ავტორი:

"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს" - სააკაშვილი

"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს" - სააკაშვილი

ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უნდა შეჩერდეს რუსების შემოდინება საქართველოში.

"უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში.

უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის, რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში - რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.