რიში სუნაკმა, მისმა მეუღლემ, აკშატა მურტმა დაუნინგ სტრიტზე, იმ ადგილას, სადაც ცხოვრობენ, ინდოელთა ტრადიციული დღესასწაული, სინათლის ფესტივალი დივალი აღნიშნეს.
ამ დღის აღსანიშნავად მათ სპეციალური სანთლები დაანთეს. პრემიერის ცოლს ტრადიციული ინდური სამოსი ეცვა. მოგვიანებით, სუნაკი ოჯახთან ერთად შეუერთდა საუთჰემპტონში შეკრებილ ადამიანებს და მათთან ერთად აღნიშნა დივალი.
ცნობისთვის, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი აზიელი პრემიერ-მინისტრია.