პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის: „ამ ქალს პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო“, ევროპა რას ეტყვის, "ყოჩაღ, ტაშიო“?" - დავით ზურაბიშვილი მდინარაძის განცხადებაზე
"ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის: „ამ ქალს პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო“, ევროპა რას ეტყვის, "ყოჩაღ, ტაშიო“?" - დავით ზურაბიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

ეს არის გა­ბუ­ტუ­ლი, მდა­რე საქ­ცი­ე­ლი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ოც­ნე­ბა“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენტს აღარ უწო­დე­ბენ.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ბუ­ტუ­ლი ხალ­ხია.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­პას რომ ეტყვის, ამ ქალს მე პრე­ზი­დენ­ტად არ მო­ვიხ­სე­ნი­ე­ბო, ევ­რო­პა რას ეტყვის, ყო­ჩაღ, ტა­შიო? - ამის მერე შარლ მი­შე­ლი აღარ შეხ­ვდე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს? თუ იმას ეტყვის, რომ შენ კერ­ძო პირი ხარ? ეს არის გა­ბუ­ტუ­ლი, მდა­რე საქ­ცი­ე­ლი. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ბუ­ტუ­ლი ხალ­ხია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰყავს მტრე­ბი და ქვე­შევ­რდო­მე­ბი. ესე­ნი არი­ან ქვე­შევ­რდო­მე­ბი, ჩვენ ვართ მის­თვის მტრე­ბი. ბი­ძი­ნას მტრო­ბა ჯო­ბია მის ქვე­შევ­რდო­მო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ბა­ბია, რად­გან სხვა ვი­თა­რე­ბა­ში, ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მი­აქ­ცევ­და.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "წვე­ტი­ა­ნი“ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ხოლ­მე, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ბა­ბია, არა­ვინ ამას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­და და ამის გამო ჩი­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბას არ და­ა­პი­რებს. ეს არის სრუ­ლი სიბ­რიყ­ვე, თო­რემ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სახე წა­არ­თვეს მე­ო­რე ტუ­რის წინ, ეწე­რა "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი“, "48“ და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სახე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ეს არის გა­ჯი­უ­ტე­ბა შეც­დო­მა­ში, ეს არის სიბ­რიყ­ვე, რად­გან არ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ პრე­ზი­დენ­ტად, ამით პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა?

პრე­ზი­დენ­ტი ამ­ჟა­მად პო­ზი­ტი­ურ როლს ას­რუ­ლებს, ძა­ლი­ან გვი­ან და­ი­წყო პო­ზი­ტი­უ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ანა­ნებს ბი­ძი­ნას [ივა­ნიშ­ვილს]. ბი­ძი­ნა ხომ გე­ნი­ო­სია პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში? სა­თა­ვი­სო და პლას­ტი­ლი­ნე­ბი რომ ჰგო­ნია, მერე რომ მი­ი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც მი­ი­ღო. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რო­გო­რი "პლას­ტი­ლი­ნი“ იყო კარ­გად ვნა­ხეთ. ბი­ძი­ნას ეგო­ნა, რომ სა­ლო­მე იმ­დე­ნად დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ის თვალ­ში, რომ ის ხე­ლის გოგო იქ­ნე­ბა. ხე­ლის ბი­ჭე­ბი ჰყავს, მაგ­რამ ეს ვერ გახ­და ასე­თი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფრან­გულ LCI-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე, იმე­დოვ­ნებს თუ არა, რომ პუ­ტი­ნი და ასე­ვე, სი ძინ პინი ოდეს­მე გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან, უპა­სუ­ხა, რომ ეს მისი ში­ნა­გა­ნი რწმე­ნით ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და, რაც გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენ­და. "თუ მე­კი­თხე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ეს რე­ა­ლის­ტუ­რია?- არა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენტს აღარ უწო­დე­ბენ და მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მხო­ლოდ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლად.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენტს აღარ ვუ­წო­დებთ. ჩვე­ნი მხრი­დან ლე­გი­ტი­მა­ცია აღარ აქვს. ამი­ტომ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ მას არა პრე­ზი­დენ­ტად, არა­მედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლად, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ნი­შა­ში მშვე­ნივ­რად ჩაჯ­და, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გა­ას­წრო კი­დეც რა­დი­კა­ლიზ­მის ხა­რის­ხის ქმე­დე­ბე­ბით, თუ სა­უბ­რით ჩვენს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ რა­დი­კალ დე­პუ­ტა­ტებს, თუ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე გვი­წევს მე­გობ­რებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან ბო­დი­შე­ბის მოხ­და. დღეს ვდგა­ვართ და ვე­ბო­დი­შე­ბით. იმ­დე­ნად დამ­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სილიბისტრო
0

გამოგორდა ბოღმის ბუკეტი.

ბართლომე სახლთუხუციშვილი
2

გერმანიის, ან იტალიის პრეზიდენტმა იგივე რომ გააკეთოს თავისი ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ, რაც ზურაბიშვილმა, რას იტყვის ევროპა?

გერმანელები, თუ იტალიელები მკაცრნი იქნებოდნენ და აუცილებლად გადადგომას აიძულებდნენ კონსტიტუციის დამრღვევს!

იქაური ოპოზიცია გგონია ასე ხბოს აღტაცებით შეხვდება კონსტიტუციის დარღვევას?

აბა ჩვენ ქართველები ვართ არასრულფასოვანი ხალხი, თუ ჩვენი კონსტიტუციაა "რჩევები დამწყებ აგრონომს?"

ჰოდა, თუ ევროპა გინდათ, პირველ რიგში უნდა იაზროვნოთ ევროპულად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის: „ამ ქალს პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო“, ევროპა რას ეტყვის, "ყოჩაღ, ტაშიო“?" - დავით ზურაბიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

"ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის: „ამ ქალს პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო“, ევროპა რას ეტყვის, "ყოჩაღ, ტაშიო“?" - დავით ზურაბიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

ეს არის გაბუტული, მდარე საქციელი, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ "ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ უწოდებენ.

"პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ ქვეყანაზე გაბუტული ხალხია.

"ხელისუფლება ევროპას რომ ეტყვის, ამ ქალს მე პრეზიდენტად არ მოვიხსენიებო, ევროპა რას ეტყვის, ყოჩაღ, ტაშიო? - ამის მერე შარლ მიშელი აღარ შეხვდება სალომე ზურაბიშვილს? თუ იმას ეტყვის, რომ შენ კერძო პირი ხარ? ეს არის გაბუტული, მდარე საქციელი. საკუთარ ქვეყანაზე გაბუტული ხალხია. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მტრები და ქვეშევრდომები. ესენი არიან ქვეშევრდომები, ჩვენ ვართ მისთვის მტრები. ბიძინას მტრობა ჯობია მის ქვეშევრდომობას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ხელისუფლების მიერ გამოყენებული საბაბია, რადგან სხვა ვითარებაში, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა.

"სალომე ზურაბიშვილს "წვეტიანი“ გამონათქვამები ახასიათებს ხოლმე, მაგრამ ეს ბუნებრივია ხელისუფლების მიერ გამოყენებული საბაბია, არავინ ამას ყურადღებას არ მიაქცევდა და ამის გამო ჩინეთი საქართველოს დაპყრობას არ დააპირებს. ეს არის სრული სიბრიყვე, თორემ სალომე ზურაბიშვილს სახე წაართვეს მეორე ტურის წინ, ეწერა "სალომე ზურაბიშვილი“, "48“ და ირაკლი კობახიძის სახე და ბიძინა ივანიშვილის სახე. ამ ვითარებაში ეს არის გაჯიუტება შეცდომაში, ეს არის სიბრიყვე, რადგან არ მოიხსენიებენ პრეზიდენტად, ამით პრეზიდენტი აღარ იქნება?

პრეზიდენტი ამჟამად პოზიტიურ როლს ასრულებს, ძალიან გვიან დაიწყო პოზიტიური როლის შესრულება, მაგრამ ძალიან ანანებს ბიძინას [ივანიშვილს]. ბიძინა ხომ გენიოსია პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევაში? სათავისო და პლასტილინები რომ ჰგონია, მერე რომ მიიღო ისეთი, როგორიც მიიღო. გიორგი მარგველაშვილი როგორი "პლასტილინი“ იყო კარგად ვნახეთ. ბიძინას ეგონა, რომ სალომე იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიციის თვალში, რომ ის ხელის გოგო იქნება. ხელის ბიჭები ჰყავს, მაგრამ ეს ვერ გახდა ასეთი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. "თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სწორედ აღნიშნული განცხადების კომენტირებისას, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ უწოდებენ და მოიხსენიებენ, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილად.

"სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებით, თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს.

სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით. იმდენად დამზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში”, - განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ: