სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს
გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

35 წლის კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი გრა­იმ­სი, მისი და ილონ მას­კის სა­ერ­თო სამ შვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, შვი­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შეძ­ლოს, რა­შიც, მისი თქმით, მას­კი უშ­ლის ხელს.

თუმ­ცა და­უდ­გრო­მე­ლი ილონ მას­კი სა­სა­მარ­თლოს­თვი­საც კი მი­უწ­ვდო­მე­ლია.

სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, გრა­იმსს, 12 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მო­უ­წია მას­კის დევ­ნა, რათა მის­თვის მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­ე­ცა. მომ­ღე­რა­ლი და მი­ლი­არ­დე­რი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და მათ 3 შვი­ლი ჰყავთ. ამ­ჟა­მად, გრა­იმ­სი მისი, რო­გორც მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხოვს.

მე­დი­ის ცნო­ბით, გრა­იმსმა 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ქი­რა­ვა, რათა მას­კის­თვის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე მი­ე­კი­თხათ და მის­თვის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­ე­ცათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ტე­ხას­ში, ტექ-მაგ­ნა­ტის ცხე­ნე­ბის რან­ჩო­შიც კი ჩა­ვი­და, თუმ­ცა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა უპა­სუ­ხა, რომ მას­კი იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ბუ­თე­ბის მი­ხედ­ვით, გრა­იმ­სის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, 13 ოქ­ტომ­ბრი­დან 20 ოქ­ტომ­ბრამ­დე, მას­კის პოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ და მისი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბის თვალ­თვა­ლიც კი მო­უ­წი­ათ. მრა­ვა­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის 3 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ: X-ში, Tesla-სა და SpaceX-ში.

გრა­იმსს, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლიც კლერ ბა­უ­ჩე­რია, მი­ლი­არ­დერ­თან სამი შვი­ლი ჰყავს. X Æ A-1, იგი­ვე X, წყვილს 2020 წლის მა­ის­ში შე­ე­ძი­ნათ, ხოლო მე­ო­რე გო­გო­ნა, სა­ხე­ლად Exa Dark Sideræl, რო­მელ­საც ასე­ვე Y-ს ეძა­ხი­ან, 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­ნდა. მასკს და გრა­იმსს მე­სა­მე შვი­ლი, Techno Mechanicus, იგი­ვე ტაუც ჰყავთ, რო­მე­ლიც შარ­შან, ივ­ნის­ში და­ი­ბა­და.

გრა­იმ­სი მასკს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ ის ბავ­შვებ­თან საკ­მა­რის დროს არ ატა­რებს და მა­საც უკ­რძა­ლავს მათ ერთ-ერთ შვილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თავ­და­პირ­ვე­ლად, სწო­რედ მასკმა უჩივ­ლა გრა­იმსს. ილო­ნი სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მე­ნებ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბი­დან, მათ­ზე "ზრუნ­ვა და კონ­ტრო­ლი" მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. მი­ლი­არ­დე­რის თქმით, ის თა­ვის ტე­ხა­სის სახ­ლში, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მი­ნი­მუმ 6 თვე მა­ინც რჩე­ბა ზე­დი­ზედ და მათ­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს.

გრა­იმსმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­კის სარ­ჩე­ლი გა­აკ­რი­ტი­კა და მას შე­უ­სა­ბა­მო უწო­და. მან მას­კი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ის სა­შუ­ა­ლოდ, 2-3 დღეს მა­ინც ატა­რებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და ბავ­შვებს საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს.

პრე­სას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ორი­ვე მხა­რე თავს იკა­ვებს.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღმერთო!
0

რა სახეები აქვთ! ორივენი ფსიქიატრიულიდან გამოქცეულებს ჰგვანან!

ლილი
2

დაიკიდეთ, ექსცენტრიკი მილიარდერების მეტი რა ყოლია მსოფლიოს. თან ვედრო 10 დოლარად. კარლოს ფიცკერალდი დაგუგლეთ. მე-19 საუკუნეში მაგის ხელში იყო მთელი კაუჩუკის ინდუსტრია. ოქროზე მეტი ფასი ქონდა კაუჩუკს მაშინ. ილონ მასკი მაგასთან შედარებით ირაკლი ზარქუაა. ტიპმა უზარმაზარი გემი აატანინა ხალხს ზურგით მაღალ მთებში, მეორე მხარეს მდინარეში რო ჩაეშვა. და იქ ოპერის თეატრი რო მოეწყო. სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებზეა საუბარი. და ოპერაზე)))) კიდე ერთი იყო, ჰოვარდ ჰიუზი. ეგ თვითმფრინავით ჰოლივუდის ვილების სახურავებზე ჯდებოდა. ზოგს ბაობაბები გადააქვს გემებით და ასე. იხალისეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

გრაიმსი ილონ მასკის წინააღმდეგ: მომღერალსა და მილიარდერს შორის სასამართლო დავა გრძელდება: გრაიმსი შვილთან მიახლოებას ცდილობს, მასკი კი ამის საშუალებას არ აძლევს

35 წლის კანადელი მომღერალი გრაიმსი, მისი და ილონ მასკის საერთო სამ შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს. ის ყველანაირად ცდილობს, შვილებთან მიახლოება შეძლოს, რაშიც, მისი თქმით, მასკი უშლის ხელს.

თუმცა დაუდგრომელი ილონ მასკი სასამართლოსთვისაც კი მიუწვდომელია.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, გრაიმსს, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე მოუწია მასკის დევნა, რათა მისთვის მეურვეობის მოპოვებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გადაეცა. მომღერალი და მილიარდერი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მათ 3 შვილი ჰყავთ. ამჟამად, გრაიმსი მისი, როგორც მშობლის უფლებების დაცვას ითხოვს.

მედიის ცნობით, გრაიმსმა 4 ადამიანი დაიქირავა, რათა მასკისთვის სხვადასხვა ლოკაციებზე მიეკითხათ და მისთვის სასამართლოს დოკუმენტები გადაეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ტეხასში, ტექ-მაგნატის ცხენების რანჩოშიც კი ჩავიდა, თუმცა მომსახურე პერსონალმა უპასუხა, რომ მასკი იქ არ იმყოფებოდა.

საბუთების მიხედვით, გრაიმსის დაქირავებული პირები, 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე, მასკის პოვნას ცდილობდნენ და მისი კერძო თვითმფრინავების თვალთვალიც კი მოუწიათ. მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ისინი იძულებული გახდნენ, იურიდიული დოკუმენტები ბიზნესმენის 3 სხვადასხვა კომპანიაში დაეტოვებინათ: X-ში, Tesla-სა და SpaceX-ში.

გრაიმსს, რომლის ნამდვილი სახელიც კლერ ბაუჩერია, მილიარდერთან სამი შვილი ჰყავს. X Æ A-1, იგივე X, წყვილს 2020 წლის მაისში შეეძინათ, ხოლო მეორე გოგონა, სახელად Exa Dark Sideræl, რომელსაც ასევე Y-ს ეძახიან, 2021 წლის დეკემბერში, სუროგაციის გზით გაჩნდა. მასკს და გრაიმსს მესამე შვილი, Techno Mechanicus, იგივე ტაუც ჰყავთ, რომელიც შარშან, ივნისში დაიბადა.

გრაიმსი მასკს ადანაშაულებს, რომ ის ბავშვებთან საკმარის დროს არ ატარებს და მასაც უკრძალავს მათ ერთ-ერთ შვილთან მიახლოებას.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდაპირველად, სწორედ მასკმა უჩივლა გრაიმსს. ილონი სასამართლოს დოკუმენებში ამტკიცებს, რომ ბავშვების დაბადებიდან, მათზე "ზრუნვა და კონტროლი" მისი პასუხისმგებლობა იყო. მილიარდერის თქმით, ის თავის ტეხასის სახლში, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობს, მინიმუმ 6 თვე მაინც რჩება ზედიზედ და მათზე სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

გრაიმსმა მოგვიანებით მასკის სარჩელი გააკრიტიკა და მას შეუსაბამო უწოდა. მან მასკი დაადანაშაულა, რომ ის საშუალოდ, 2-3 დღეს მაინც ატარებს დასავლეთ სანაპიროზე და ბავშვებს საკმარის ყურადღებას არ აქცევს.

პრესასთან კომენტარის გაკეთებისგან ორივე მხარე თავს იკავებს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა