კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ქართული ტრადიციული კერძი და მათი შექმნის ისტორია
4 ქართული ტრადიციული კერძი და მათი შექმნის ისტორია

კუ­ლი­ნა­რია ერის კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. რაც უფრო ძვე­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ერი, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და სპე­ცი­ფი­კუ­რია მათი კერ­ძე­ბი. ქარ­თულ ეროვ­ნულ კერ­ძებს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხეს თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კერ­ძი გა­აჩ­ნია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას და დღე­საც ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

1. ხინ­კა­ლი

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ხინ­კა­ლი თბი­ლი­სის ჩრდი­ლო­ე­თით, პირ­ქუშ მთებ­ში წარ­მო­იშ­ვა. თუ­შე­ბი და ფშა­ვე­ბი მისი შექ­მნის პირ­ვე­ლო­ბა­ზე დღემ­დე და­ვო­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ხინ­კა­ლი კავ­კა­სი­ე­ლი მწყემ­სე­ბის­თვის გათ­ბო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლდათ. ისი­ნი ხინ­კალს ცხვრის ხორ­ცით ამ­ზა­დებ­დნენ. ქა­ლაქ­ში ხინ­კლის რე­ცეპ­ტის გავ­რცე­ლე­ბი­სას, ცხვრის ხორ­ცი სა­ქონ­ლის და ღო­რის ხორ­ცმა ჩა­ა­ნაც­ვლა. არის ვერ­სია, რომ ხინ­კლის ნა­ო­ჭე­ბის ფორ­მა ბორ­ჯღალს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ბორ­ჯღა­ლი მზის და სი­ცო­ცხლის მა­რა­დი მოძ­რა­ო­ბის სიმ­ბო­ლოა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც პოვა ასახ­ვა. ფშავ­ში ხინ­კალს ამ­ზა­დებ­დნენ ხახ­ვით, წი­წა­კით, ბე­გ­ქონ­და­რით ან კვლი­ა­ვით. ფარშში ასე­ვე ურევ­დნენ და­კე­პილ პიტ­ნა­საც, რაც კერძს სა­ხა­სი­ა­თო არო­მატს სძენ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ხინ­კალს 28 ნა­ო­ჭი ჰქონ­და. ხინ­კა­ლი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ფორ­მით, ერ­თგვარ ჭურ­ჭლის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებს, მას აქვს ხე­ლის მო­სა­კი­დი (კუჭი) და შიგ­ნით ბუ­ლი­ო­ნის წვე­ნიც ას­ხია. ამ კერ­ძის მირ­თმე­ვაც კი ხე­ლოვ­ნე­ბაა!

2. ხაშ­ლა­მა

ხაშ­ლა­მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კოლ­ხას აღ­მო­სავ­ლე­თით, დი­ა­ო­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და კერ­ძოდ ახ­ლან­დელ კა­ხეთ­ში, ერთი გლე­ხი ხარ-გუთ­ნით მი­წას ამუ­შა­ვებ­და. რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ჯა­ფარ უძი­ნა­რი ყო­ფი­ლა და გუ­თან­ზე ჩა­მოს­ძი­ნე­ბია. მეხრეს გა­რე­შე მიშ­ვე­ბუ­ლი ხარი, თურ­მე ერ­თსა და იმა­ვე ნახ­ნავ­ზე ტრი­ა­ლებ­და და ტრი­ა­ლებ­და. მიწა გას­კდა და მი­ხოც და ხა­რიც ქვეს­კნელ­ში, ჰა­დე­სის სამ­ფლო­ბე­ლო­ში ჩა­ვარ­დნი­ლან. ხარი ქვაბ­ში ჩა­ვარ­და, გლე­ხი ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა. ხმა­ურ­ზე ჰა­დე­სი მი­სუ­ლა კა­ხელ გლეხ­თან და უკი­თხავს, აქ რო­გორ მოხ­ვდიო? მი­ხოს არ უნ­დო­და ეღი­ა­რე­ბი­ნა რომ დაღ­ლილს ჩა­ე­ძი­ნა და მო­ა­ტყუა,- „ხაშ­ლა­მის მო­ხარ­შვა მინ­დო­და და ცე­ცხლის ან­თე­ბა და­მე­ზა­რა, ვი­ფიქ­რე ჩა­ვალ და ჰა­დეს­თან მოვ­ხარ­შა­მო“.- „ხაშ­ლა­მა რა­ღა­აო?“ - უკი­თხავს გა­ო­ცე­ბულ ქვეს­კნე­ლის ღმერ­თს.- „ემ­სა­ათ­ში გა­გა­სინ­ჯებ, ოღონდ მა­ი­ტა შენ გა­ი­ქე, ცე­ზა­რას გვირ­გვი­ნი­დან სამი-ოთხი ფო­თო­ლი დაფ­ნა გა­მა­აძ­რე, ორი თავი ხახ­ვი, ოთხი თავი ნი­ო­რი და ბლო­მათ მა­რი­ლი მა­ი­ტაო.ჰა­დეს­საც უმალ შე­უს­რუ­ლე­ბია მისი და­ნა­ბა­რე­ბი. როცა ჰა­დეს­მა ხაშ­ლა­მას გემო გა­უ­სინ­ჯა, გლეხს უთხრა: - „შენ ისე­თი ღვთი­უ­რი რამე მა­ჭა­მე, ზევსმა დამ­ლახ­ვროს თუ აქ დაგ­ტო­ვოო“. აუ­რა­ცხე­ლი ოქრო-ვერ­ცხლით და­უ­ჯილ­დო­ე­ბია და გა­მო­უშ­ვია უკან. სოფ­ლად დაბ­რუ­ნე­ბულს ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ყო­ლია კა­ხე­ლე­ბის­თვის. მას შემ­დეგ, რო­დე­საც ვინ­მე გარ­და­იც­ვლე­ბა, კა­ხე­ლე­ბი ხაშ­ლა­მით ის­ტუმ­რებ­დნენ იმ იმე­დით, რომ ჰა­დესს უკან გა­მო­ეშ­ვა. ასე დამ­კვიდ­რდა ხაშ­ლა­მის ტრა­დი­ცია.

3. ჩა­ქა­ფუ­ლი

ეს წვნი­ა­ნი და სა­ოც­რად არო­მა­ტუ­ლი კერ­ძი სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდა, რად­გან მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ორი უმ­თავ­რე­სი პრო­დუქ­ტი - ცხვრის ხორ­ცი და ტარ­ხუ­ნა ქარ­თლ-კა­ხუ­რი კერ­ძე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ჩა­ქა­ფუ­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ცეპ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბატ­კნის ხორ­ცი დო­მი­ნი­რებს. კერ­ძის გემო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არო­მა­ტი ტარ­ხუ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩა­ქა­ფუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ მისი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ხორ­ცი მო­ქაფ­ვის გა­რე­შე იხარ­შე­ბა მწვა­ნილ­თან და სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტებ­თან ერ­თად. ჩა­ქა­ფუ­ლი წმინ­დად ქარ­თუ­ლი კერ­ძია, რო­მელ­საც სხვა ქვეყ­ნებ­ში ანა­ლო­გი არ აქვს.

4. აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი

აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის ის­ტო­რია ძველ ლა­ზებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მე­თევ­ზე­ო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლად აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი მათ გა­მო­ა­ცხვეს და ნა­ვის ფორ­მა, თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უ­კავ­ში­რეს. ყველ­ში ჩა­ძი­რუ­ლი კვერ­ცხის გული კი ნავ­ში ჩამ­წყვდე­უ­ლი მზის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა.

თქვენ რო­მე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის შექ­მნის ლე­გენ­და გსმე­ნი­ათ?

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
11

მეგობრებო, ვიყოთ ობიექტურები- მაზე რაც მთავრდება, არც ერთი კერძი არაა ქართული.ხაშლამა,ყაურმა, ტოლმა, შაურმა.

ასეა ასე
3

მითები და ზღაპრები ბავშვებზე მოსაყოლად რო დაიძინონ, კი კაია, მარა მაგის იმედზე თავის სუ გამოთაყვანება, ცოტა ძალიან ცუდია. რაც მანდ წერია დიდი ალბათობით 90-იან წლებში უშუქობაში და ნავთის სუნში მიღებული გაბრუებით, მოგონილი ზღაპრებია. ცოტა მეტი სერიოზულობა და საქმის ცოდნაა საჭირო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

4 ქართული ტრადიციული კერძი და მათი შექმნის ისტორია

4 ქართული ტრადიციული კერძი და მათი შექმნის ისტორია

კულინარია ერის კულტურული და ისტორიული განვითარების დამახასიათებელი ნიშანია. რაც უფრო ძველი და განვითარებულია ერი, მით უფრო საინტერესო და სპეციფიკურია მათი კერძები. ქართულ ეროვნულ კერძებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ისტორიული კერძი გააჩნია, რომელიც არასოდეს კარგავს პოპულარობას და დღესაც ძალიან მოთხოვნადია როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

1. ხინკალი

გადმოცემის თანახმად, ხინკალი თბილისის ჩრდილოეთით, პირქუშ მთებში წარმოიშვა. თუშები და ფშავები მისი შექმნის პირველობაზე დღემდე დავობენ. თავდაპირველად, ხინკალი კავკასიელი მწყემსებისთვის გათბობის კარგი საშუალება გახლდათ. ისინი ხინკალს ცხვრის ხორცით ამზადებდნენ. ქალაქში ხინკლის რეცეპტის გავრცელებისას, ცხვრის ხორცი საქონლის და ღორის ხორცმა ჩაანაცვლა. არის ვერსია, რომ ხინკლის ნაოჭების ფორმა ბორჯღალს განასახიერებს. ქართველებისთვის ბორჯღალი მზის და სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლოა, რომელმაც შესაძლოა ქართულ კულინარიაშიც პოვა ასახვა. ფშავში ხინკალს ამზადებდნენ ხახვით, წიწაკით, ბეგქონდარით ან კვლიავით. ფარშში ასევე ურევდნენ დაკეპილ პიტნასაც, რაც კერძს სახასიათო არომატს სძენდა. ტრადიციულად, ხინკალს 28 ნაოჭი ჰქონდა. ხინკალი თავისი უნიკალური ფორმით, ერთგვარ ჭურჭლის ფუნქციასაც ასრულებს, მას აქვს ხელის მოსაკიდი (კუჭი) და შიგნით ბულიონის წვენიც ასხია. ამ კერძის მირთმევაც კი ხელოვნებაა!

<iframe src=https://new.hotsale.ge/new_iframe_markup/ style="border:0px #ffffff none;" class="hotsale-iframe" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="100%" width="100%" allowfullscreen></iframe>

2. ხაშლამა

ხაშლამას ძალიან საინტერესო და სახალისო ლეგენდა უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, კოლხას აღმოსავლეთით, დიაოხის ტერიტორიაზე და კერძოდ ახლანდელ კახეთში, ერთი გლეხი ხარ-გუთნით მიწას ამუშავებდა. რამდენიმე დღის ნაჯაფარ უძინარი ყოფილა და გუთანზე ჩამოსძინებია. მეხრეს გარეშე მიშვებული ხარი, თურმე ერთსა და იმავე ნახნავზე ტრიალებდა და ტრიალებდა. მიწა გასკდა და მიხოც და ხარიც ქვესკნელში, ჰადესის სამფლობელოში ჩავარდნილან. ხარი ქვაბში ჩავარდა, გლეხი ბეწვზე გადარჩა. ხმაურზე ჰადესი მისულა კახელ გლეხთან და უკითხავს, აქ როგორ მოხვდიო? მიხოს არ უნდოდა ეღიარებინა რომ დაღლილს ჩაეძინა და მოატყუა,- „ხაშლამის მოხარშვა მინდოდა და ცეცხლის ანთება დამეზარა, ვიფიქრე ჩავალ და ჰადესთან მოვხარშამო“.- „ხაშლამა რაღააო?“ - უკითხავს გაოცებულ ქვესკნელის ღმერთს.- „ემსაათში გაგასინჯებ, ოღონდ მაიტა შენ გაიქე, ცეზარას გვირგვინიდან სამი-ოთხი ფოთოლი დაფნა გამააძრე, ორი თავი ხახვი, ოთხი თავი ნიორი და ბლომათ მარილი მაიტაო.ჰადესსაც უმალ შეუსრულებია მისი დანაბარები. როცა ჰადესმა ხაშლამას გემო გაუსინჯა, გლეხს უთხრა: - „შენ ისეთი ღვთიური რამე მაჭამე, ზევსმა დამლახვროს თუ აქ დაგტოვოო“. აურაცხელი ოქრო-ვერცხლით დაუჯილდოებია და გამოუშვია უკან. სოფლად დაბრუნებულს ყველაფერი მოუყოლია კახელებისთვის. მას შემდეგ, როდესაც ვინმე გარდაიცვლება, კახელები ხაშლამით ისტუმრებდნენ იმ იმედით, რომ ჰადესს უკან გამოეშვა. ასე დამკვიდრდა ხაშლამის ტრადიცია.

<iframe src=https://new.hotsale.ge/new_iframe_markup1/ style="border:0px #ffffff none;" class="hotsale-iframe" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="100%" width="100%" allowfullscreen></iframe>

3. ჩაქაფული

ეს წვნიანი და საოცრად არომატული კერძი სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოში გაჩნდა, რადგან მის შემადგენლობაში არსებული ორი უმთავრესი პროდუქტი - ცხვრის ხორცი და ტარხუნა ქართლ-კახური კერძებისთვისაა დამახასიათებელი. ჩაქაფულის ტრადიციული რეცეპტის შემადგენლობაში ბატკნის ხორცი დომინირებს. კერძის გემო და განსხვავებული არომატი ტარხუნის დამსახურებაა. ჩაქაფულის სახელწოდება სავარაუდოდ მისი მომზადების ტექნოლოგიიდან მომდინარეობს. ხორცი მოქაფვის გარეშე იხარშება მწვანილთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად. ჩაქაფული წმინდად ქართული კერძია, რომელსაც სხვა ქვეყნებში ანალოგი არ აქვს.

<iframe src=https://new.hotsale.ge/new_iframe_markup2/ style="border:0px #ffffff none;" class="hotsale-iframe" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="100%" width="100%" allowfullscreen></iframe>

4. აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპურის ისტორია ძველ ლაზებს უკავშირდება, რომლებიც ძირითადად მეთევზეობით იყვნენ დაკავებულები. გადმოცემის თანახმად, პირველად აჭარული ხაჭაპური მათ გამოაცხვეს და ნავის ფორმა, თავიანთ საქმიანობას დაუკავშირეს. ყველში ჩაძირული კვერცხის გული კი ნავში ჩამწყვდეული მზის განსახიერებაა.

<iframe src=https://new.hotsale.ge/new_iframe_markup3/ style="border:0px #ffffff none;" class="hotsale-iframe" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="100%" width="100%" allowfullscreen></iframe>

თქვენ რომელი ტრადიციული კერძის შექმნის ლეგენდა გსმენიათ?