პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს
სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბის ნა­წი­ლი ტო­ვებს ჩვენს გა­ლაქ­ტი­კას, რისი ზუს­ტი მი­ზე­ზიც უც­ნო­ბია.

ირ­მის ნახ­ტომს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი მზის სის­ტე­მა მდე­ბა­რე­ობს, რო­გორც ჩანს, არ შე­უძ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ლაქ­ტი­კათ­შო­რის სივ­რცე­ში ახერ­ხებს გა­დას­ვლას და იწყებს უსას­რუ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბას, - წერს Science Alert.

ას­ტრო­ნომ­თა ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც ვარ­სკვლა­ვე­ბის მა­სობ­რი­ვი ჯგუ­ფის მოძ­რა­ო­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და, შე­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ლაქ­ტი­კის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოძ­რა­ობ­და. ესე­ნი არი­ან "გაქ­ცე­უ­ლი" ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ტო­ვე­ბენ ირ­მის ნახ­ტომს.

ამ ეტაპ­ზე მეც­ნი­ე­რებს არ შე­უძ­ლი­ათ ზუს­ტად გან­სა­ზღვრონ გაქ­ცე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ ას­ტრო­ნო­მე­ბი მუდ­მი­ვად პო­უ­ლო­ბენ ამ ტი­პის სულ უფრო მეტ ვარ­სკვლავს. ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ლია 175 ასე­თი ვარ­სკვლა­ვი, მაგ­რამ ეს რი­ცხვი შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით მეტი იყოს, ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნია.

ას­ტრო­ფი­ზი­კო­სებს ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ ეს­მით ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კი­დან ვარ­სკვლა­ვე­ბის მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფე­ნო­მე­ნის შე­სას­წავ­ლად კვლე­ვა ახ­ლა­ხანს და­ი­წყო.

არ­სე­ბობს ორი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი თე­ო­რია, რომ­ლი­თაც ამ მოვ­ლე­ნის ახ­სნას ცდი­ლო­ბენ. პირ­ვე­ლი არის დი­ნა­მი­უ­რი გან­დევ­ნის სცე­ნა­რი (DES) და მე­ო­რე - ორო­ბი­თი სუ­პერ­ნო­ვას სცე­ნა­რი (BSS).

BSS სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლავს სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც ორი ვარ­სკვლა­ვი არ­სე­ბობს წყვი­ლის სა­ხით და რო­დე­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი აფეთ­ქდე­ბა, ეს იქ­ცე­ვა მე­ო­რე ვარ­სკვლა­ვის­თვის იმ­პულ­სად, რათა გა­ლაქ­ტი­კა და­ტო­ვოს.

DES სცე­ნარ­ში სი­ტუ­ა­ცია ნაკ­ლე­ბად დრა­მა­ტუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რო­დე­საც ვარ­სკვლა­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა უფრო მა­სი­უ­რი ვარ­სკვლავ­თა ჯგუფ­ში, გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბით იც­ვლე­ბა მისი მოძ­რა­ო­ბა. ამ სცე­ნარს მეც­ნი­ე­რე­ბი უფრო და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ისე დავაბინძურეთ ბუნება, ცაში ვარსკვლავიც აღარ ჩანს, განსაკუთრებით თბილისში.რაიონებში ჯერ კიდევ ჩანს.

*
2

ვივამედის ვარსკვლავსაც უნდა გაქცევა (თან როგორი გაქცევა იციის!), მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდა:))) ახლა გადაწყვიტა ხერხი შეცვალოს და ახალი ინსტრუქციების ჩამოსატანად სოფია ჯაფაროვა გააგზავნა თავის დამქირავებლებთაან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს

სად "გარბიან" ვარსკვლავები ჩვენი გალაქტიკიდან? - მეცნიერებმა უცნაური მოვლენის კვლევა დაიწყეს

მეცნიერები ამბობენ, რომ ვარსკვლავების ნაწილი ტოვებს ჩვენს გალაქტიკას, რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია.

ირმის ნახტომს, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეინარჩუნოს ყველა ვარსკვლავი. ზოგიერთი მათგანი გალაქტიკათშორის სივრცეში ახერხებს გადასვლას და იწყებს უსასრულო მოგზაურობას, - წერს Science Alert.

ასტრონომთა ჯგუფმა, რომელიც ვარსკვლავების მასობრივი ჯგუფის მოძრაობას აკვირდებოდა, შენიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი გალაქტიკის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებულად მოძრაობდა. ესენი არიან "გაქცეული" ვარსკვლავები, რომლებიც ტოვებენ ირმის ნახტომს.

ამ ეტაპზე მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ გაქცეული ვარსკვლავების რაოდენობა, მაგრამ ასტრონომები მუდმივად პოულობენ ამ ტიპის სულ უფრო მეტ ვარსკვლავს. ამჟამად ცნობილია 175 ასეთი ვარსკვლავი, მაგრამ ეს რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ზოგიერთი შეფასებით, დაახლოებით 10 მილიონია.

ასტროფიზიკოსებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ჩვენი გალაქტიკიდან ვარსკვლავების მასობრივი გაქცევის ზუსტი მიზეზები. აღნიშნული ფენომენის შესასწავლად კვლევა ახლახანს დაიწყო.

არსებობს ორი კონკურენტული თეორია, რომლითაც ამ მოვლენის ახსნას ცდილობენ. პირველი არის დინამიური განდევნის სცენარი (DES) და მეორე - ორობითი სუპერნოვას სცენარი (BSS).

BSS სცენარი განიხილავს სიტუაციას, როდესაც ორი ვარსკვლავი არსებობს წყვილის სახით და როდესაც ერთ-ერთი მათგანი აფეთქდება, ეს იქცევა მეორე ვარსკვლავისთვის იმპულსად, რათა გალაქტიკა დატოვოს.

DES სცენარში სიტუაცია ნაკლებად დრამატულად გამოიყურება. როდესაც ვარსკვლავი აღმოჩნდება უფრო მასიური ვარსკვლავთა ჯგუფში, გრავიტაციული ზემოქმედებით იცვლება მისი მოძრაობა. ამ სცენარს მეცნიერები უფრო დამაჯერებლად მიიჩნევენ.